„ზელენსკის მკაფიოდ უთხრეს, ჯერ ომი მოიგეო, საქართველომაც გაიგო რა გზა უნდა აერჩია - ნატოში მიგვიღებდნენ, თუკი ომის მეორე ფრონტს გავხსნიდით“

„ზელენსკის მკაფიოდ უთხრეს, ჯერ ომი მოიგეო, საქართველომაც გაიგო რა გზა უნდა აერჩია - ნატოში მიგვიღებდნენ, თუკი ომის მეორე ფრონტს გავხსნიდით“

ნატო და მისი წევრი ქვეყნები ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით ისევ აგრძელებენ. ვილნიუსის სამიტზე გვითხრეს, რომ საქართველოს მაპით, ხოლო უკრაინას კი მაპის გარეშე მიიღებენ. თუმცა როდის? - დრო არავის დაუკონკრეტებია. უკრაინამ მხოლოდ ის გაიგო, რომ თუკი რუსეთთან ომს მოიგებს, ამის შემდეგ შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს. უკრაინამ ვერ მიიღო ის, რაც ყველაზე მეტად უნდოდა - მიწვევა ალიანსში. სამაგიეროდ, აღარ დასჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), ხოლო „დიდი შვიდეულის“ წევრებმა კი მისი დაცვის პირობა დადეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაბრაზება ვერ დამალა და წყენა ღიად გამოხატა. მას უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP-ის) გაუქმება, უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნა და დახმარება ჯარის მოდერნიზაციაში ეცოტავება. უკრაინის ნატოში არმიწვევას მან „აბსურდი“ უწოდა.

სამიტის მეორე დღეს, მართალია, უკრაინის პრეზიდენტი შეფასებებში გაცილებით ფრთხილი იყო, მაგრამ პირდაპირ თქვა რატომ ეშინია ზოგს ნატოში უკრაინის წევრობაზე ილაპარაკოს. ზელენსკი ამბობს, რომ „არავის უნდა მსოფლიო ომი“, თუმცა იმედგაცრუება ბოლომდე მაინც არ დამალა: „სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ რომ ყოფილიყო მოწვევა, იდეალური იქნებოდა“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ სამიტმა „შერეული განცდები“ დაუტოვა.

„უსაფრთხოების გარანტიები კარგია, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს ნატოში წევრობას“, - თქვა მან.

ზელენსკისა და კულებას სიტყვები დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესს არ მოწეონა და განაცხადა, რომ უკრაინელები ისე ჩქარობენ დახმარების მიღებას, რომ ხშირად „მადლობის თქმა ავიწყდებათ“.

„იცით, ჩვენ „ამაზონი“ არ ვართ - ეს შარშან ვუთხარი ზელენსკის, მას შემდეგ, რაც 11 საათი ვიმგზავრე უკრაინისთვის აუცილებელი იარაღის სიის მისაღებად“, - თქვა უოლესმა.

ბენ უოლესს თავად ზელენსკიც გამოეხმაურა: „არ ვიცი, რას გულისხმობს [უოლესი], მომწეროს და მითხრას, როგორ სურს, რომ მადლიერება გამოვხატოთ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება საქართველოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არსებითად იმის გაფართოება, რაც ეწერა ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, მოსალოდნელი არ იყო.

კობახიძის თქმით, სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული კომუნიკეს მიხედვით, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით „სტატუს კვო ძალაში დარჩა“.

„პირობები უნდა დააკმაყოფილოს უკრაინამ და 32 ქვეყანა უნდა შეთანხმდეს, რომ სურთ მოიწვიონ უკრაინა NATO-ს წევრად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ტექსტობრივი კუთხით არის განსხვავება ჩვენთან დაკავშირებულ და უკრაინასთან დაკავშირებულ ჩანაწერს შორის, მაგრამ ხარისხობრივად და არსებითად არაფერი შეცვლილა, ყველაფერი არის ისევ და ისევ აბსტრაქტულად ჩამოყალიბებული. დღესაც არავინ იცის, როგორ და როდის გახდება უკრაინა NATO-ს წევრი, ანალოგიური ვითარებაა საქართველოსთან მიმართებაშიც. მოლოდინი მეტი იყო, ნახეთ ზელენსკის განცხადებაც, მოსახლეობაშიც, ალბათ, მეტის მოლოდინი არსებობდა. იგივე, მოწვევასთან დაკავშირებით, ძლიერ ჩანაწერს ელოდებოდნენ, მაგრამ სამწუხარო რეალობა ესაა, რომ კვლავაც ბუნდოვანია პერსპექტივა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის წევრობასთან NATO-ში“, - აცხადებს კობახიძე.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი იყო, როგორც უკრაინისთვის ასევე საქართველოსთვის. ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ქართული ოპოზიცია ამ სამიტთან დაკავშირები ცრუ მოლოდინს ქმნიდა. ახლა, როცა ყველამ დაინახა, რა მიიღო უკრაინამ რელურად ნატოსგან და როგორ გაბრაზდა ზელენსკი, რომელმაც პირდაპირ და მოურიდებლად, ფაქტობრივად, ევროსკეპტიციზმი ხმამაღლა გამოხატა, ჩვენი ოპოზიცია კვლავ იმეორებს, რომ თითქოს უკრაინა საქართველოსან განსხვავებით ნატოს უფრო მიუხალოვდა.

„როდესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ ნატოს მესვეურებმა არ აცნობეს უკრაინას მისი ნატოში გაწევრიანების პერსპექტვები, თარიღების და დროის მიხედვით, მე მგონი მკაფიოდ უთხრეს ზელენსკის, რომ ჯერ ომი მოიგე და ნატოში შეყვანაზე მერე ვიფიქრებთო. ოღონდ უკრაინამ რუსეთზე აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. საქართველომაც კარგად გაიგო რა გზა უნდა აერჩია იმისთვის, რომ გაგვეგო ნატოს წევრი რა შემთხვევაში გავხდებოდით. ჩვენ ევროატლანტიკურ ოჯახში მიგვიღებდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ომის მეორე ფრონტს გავხსნიდით და დავამარცხებდით. აქ ახალი არაფერია ჩვენთვის, რადგან მეორე წელია ამაზე ვსაუბრობთ.

მეორე ფრონტის ახსნა არაფერი აკვიატება არ არის. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც საქართველოს აყენებენ, რაც დღემდე ამ გლობალური ომის პარტიის ამოცანებში შედის. მადლობა ღმერთს, რომ საქართველომ ეს გზა არ აირჩია. მაშინ ჩვენც გავიგებდით როდის შეიძლება ნატოს წევრი გავხმდარიყავით. მე არ ვიცი, რა პრაქტიკული შედეგი მიიღო უკრაინამ ამ სამიტზე, როდესაც თავად ზელენსკიმ პირდაპირ ამ მიდგომას აბსურდული უწოდა. იქ დაუწყეს ვაჭრობა იმასთან დაკავშრებით, რომ აი, ძალიან რომ არ გეწყინოს, შენთვის იარაღით დახმარებას გავაგრძელებთო, მაკრონი რაკეტების მიწოდებას შეჰპირდა. 5-მდე ტანკი უნდა მიაწოდონ. საუბარი იყო იმ წარმოების გაზრდაზე, რომელიც, ასევე, უკრანაში სხვადასხვა ტიპის იარაღის მიწოდებას გაზრდის. ამისთვის ჩავიდა ზელენსკი? არადა მას სრულიად სხვა მოლოდინი ჰქონდა“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ზუსტად არავი იცის ომი რომც დასრულდეს, უკრაინას ყველა ნატოს წევრი ქვეყანა მხარს დაუჭერს თუ არა. ქართველიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ოპოზიცია ამით იწყნარებს თავს და ჩვენს ხელისუფლებას აშინებს, რომ თურმე პრემიერი ღარიბაშვილი სამიტზე არ დაუპატიჟებიათ.

„უკრაინის ომზე, ამერიკის ყურადღება წავიდა უკვე იქით, რომ ამ კონფლიქტმა ისეთი ესკალაცია არ მიიღოს, რომელიც ნატოსა და რუსეთს პირდაპირ შეტაკებამდე მიიყვანს. ეს არის ძალიან უცანური ომი, როდესაც რუსეთი რაღაცას არ ახორციელებს იმიტომ, რომ საგზაო რუკის იქით საზღვრებს არ უნდა გავიდეს და ამერიკა აკონტროლებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომ რუსეთთან რამე ისეთი არ მოუვიდეთ. რაც შეეხება ჩვენი პრემიერის არმიწვევას, და იმ მიზეზს, რომელიც ჩვენმა მედიამ გააშუქა, ძალიან სასაცილოა. თითქოს ღარიბაშვილი იმიტომ არ დაპატიჟეს, რომ მან ბრიუსელში უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზად ნატოს გაფართოვება დაასახელა. რა თქვა ისეთი, რაც მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტს, თავად უკრაინის პრეზიდენტს და რომის პაპსაც კი არ უთქვამს?!“, - ამბობს ქართველიშვილი.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ნატოში და ევოკავშირში მიღება დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ კონიუნქტრაზე, რომელიც ჩამოყალიბდება, რასაც უკვე ვხედავთ. კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სახედარს წინ რომ ნაჭერს დაუკიდებენ, ასეთ დღეში ვართ ნატოში და ევროკავშირში შესვლის დაპირებით უკვე ამდენი წელია.

„შვედეთი და ფინეთი ყოველგვარი მაპის და წინასწარი შედეგების გარეშე მიიღეს და ჩვენ და უკრაინას უკვე წლებია რის გაკეთებას აღარ გვთხოვენ. უკრაინა საერთოდ ამხელა ომში ჩაერთო და იქ ჩასულ ზელენსკის პირდაპირ უთხრეს, ჯერ ომი მოიგე და ნატოში მერე შეგიყვანთო. ანუ, თუ ომი მოიგეს, ნატოში შევსლა რაღად უნდათ?! რაც შეეხება საქართველოს, ჩვენმა პრემიერმა ძალიან ზუსტად და ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა იმიტომ, რომ რუსეთი ნატოს გაფართოვების წინააღმდეგია. ამიტომ, ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ დასავლეთი ქმნის ძალიან ვრცელ, მოცულობით დოკუმენტებს, რომელშიც ბევრი წვრილმანია. შეიძლება ეს წვრილმანი პირობებიც კი კარგად შეასრულო, მაგრამ გამომდინარე იმ არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან, რაც რუსეთთან დაკავშირებით მათ აქვთ, ნატოში მაინც არ მიგვიღონ“, - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა და ამას ქართველი ხალხიც კარგად მიხვდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ამ მძიმე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ძალიან პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს. კიკნაველიძე ამბობს, რომ ჩვენი მაღალჩინოსნებისგან ვიღებთ იმას, რომ ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. პოლიტიოლოგი მიიჩნევს, რომ ამ წლების განმავლობაში, საქართველოს ჰყავს ხელისუფება, რომელიც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

mamuka მარტო მეორე ფრონტის გახსნა არ შველის მაგ საქმეს, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი! და მოიგებს თუ არა ეგ კიდევ ?????? და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორიც
1 წლის უკან
მიშა უკრაინულ პოლიტიკურ ლექსიკონში, ის გვერდი კაი ხანია ამოხეულია, სადაც სიტყვა ,,მადლობა" ეწერა.
1 წლის უკან
ლაზი ეს სიტუაცია შვილის გაყიდვის ამბავს ჰდავს - იმდენს დაგაფასებ კაციშვილი არ გიყიდისო.
უკრაინამ რუსეთს რომ ომი მოუგოს, ამათი ნატო რაში დასჭირდება, იქეთ შეუტევთ ყველას. უკრაინელები და რუსები ერთი მენტალიტეტის ხალხია. თუ რუსეთი საფრთხეა, ძლიერი უკრაინა უფრო უარესი საფრთხე იქნება ყველასთვის. ეს ყველამ შესანიშნავად იცის. ამიტომ ისეთ დავალებას აძლევენ, რომელსაც ვერასოდეს შეასრულებს. შესრულების პროცესში რუსეთასაც მნიშვნელოვნად დააზარალებს და საკუთარ თავსაც. მიზანიც სწორედ ეს არის. რუსეთი სულაც ანგელოზი რომ იყოს, ამხელა და ინდუსტრიული უკრაინა ვის რაში სჭირდება შუაგულ ევროპაში.
როცა საჭიროდ ჩათვლიან, ომის დასრულების ისეთ გზას გამონახავენ, უკრაინასაც რომ გააჩუმებს და რუსეთისთვისაც მისაღები იქნება. ვნახოთ თუ ასე არ იქნება.
1 წლის უკან