„შეიძლება - პრეზიდენტად ლომჯარია, პრემიერად ვაშაძე, გვარამია ოპოზიციის ლიდერი - ეს მათი შიდა სამზარეულოა, რომელიც თუ განხორციელდა, ეს ქვეყანა ყველამ უნდა დავტოვოთ“

„შეიძლება - პრეზიდენტად ლომჯარია, პრემიერად ვაშაძე, გვარამია ოპოზიციის ლიდერი - ეს მათი შიდა სამზარეულოა, რომელიც თუ განხორციელდა, ეს ქვეყანა ყველამ უნდა დავტოვოთ“

დიდი ოპოზიცური გაერთიანება ვერ შედგება, რადგან „ნაციონალურ მოძრაობა“ გიორგი ვაშაძეს ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არ წარადგენს. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი კი ყოფილ პარტიასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გაერთიანდება, თუკი პრემიერად წარადგენენ. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ იქნება შეთანხმება და გიორგი ვაშაძე იქნება ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მხოლოდ წაადგება საერთო ოპოზიციურ პროცესს.

for.ge-ს ინფორმაციით ვაშაძის პრემიერობის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, მაგრამ მიმდინარეობს კონსულტაცია დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც იქნება არა მესამე ძალა, არამედ ძალა, რომელიც მანჯგალაძის თქმით, დაამარცხებს ხელისუფლებას არჩევნებში. როგორც for.ge-სთვის არის ცნობილი, სრულდება მოლაპარაკებების პირველი ფაზა.

„ჩვენ ვსაუბრობდით კრიტერიუმებზე და მთავარი კრიტერიუმი არის გაკეთებული საქმე, რისი გაკეთების რესურსი აქვს კონკრეტულ ლიდერს. თუ ამაზე მიდგა საქმე, 28 წლის გიორგი ვაშაძემ, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა უნიკალური რეფორმა იუსტიციის სახლების სახით, რომელზეც საუბრობდნენ ინგლისის პარლამენტში, ამაზე გადაცემებს აკეთებდა მსოფლიო სხვადასხვა მედია. დღეს საქართველო ცნობილია ქვის და კვერცხის სროლით, ამ პარადიგმის შეცვლა ნამდვილად შეუძლია გიორგი ვაშაძეს. თუ იქნება შეთანხმება ოპოზიციის შიგნით და გიორგი ვაშაძე იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ეს მხოლოდ წაადგება საერთო ოპოზიციურ პროცესს“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა თვლის, რომ მისასალმებელია, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. თუმცა ამბობს, რომ ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე დისკუსია არ ყოფილა.

„ფორმალიზებული დისკუსია აღნიშნული საკითხის პოლიტსაბჭოს ან სამდივნოს ფორმატში არ მომხდარა, თუმცა მე მხოლოდ მივესალმები იმას, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ვთვლი, რომ ამ ადამიანს, ამ პოლიტიკოსს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი, არის ახალგაზრდა ძალიან დიდი რესურსის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც ასოცირდება ძალიან სერიოზულ მიღწევებთან და რეფორმებთან და ვფიქრობ, რომ ერთობლივად ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება ხალხის კეთილდღეობისთვის მომავალში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვაშაძის მომავალზე პარტიაში საბოლოო სიტყვა ეკუთვნის, პარტიის მთავარ იდეოლოგს, შს ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ასევე, ოლიგარქ დავით კეზერაშვილს, რომელიც ფულს იხდის. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, პარტიაში გადაწყვეტილია, რომ სექტემბერში პარტიაში იქნება გადაადგილება. კერძოდ, მოქმედ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი შეცვლის, რომელიც ასევე ითხოვს პრემიერობას. ოპოზიციაში პრემიერის თანამდებობაზე ომი დაწყებულია, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, შემოდგომაზე პოლიტიკურ ველზე სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა შემოდის, რომელიც არც ხელისუფლებასთან და არც ოპოზიციასთან არ ასოცირდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიაში მისი ყოფნის დროსაც ჩანდა, რომ გიორგი ვაშაძის პარტია იქნებოდა ინტეგრირებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა არ ფიქრობს, რომ ამით დამატებითი ხმები შევიდეს პარტიაში. მისი თქმით, მთავარი უნდა იყოს არა სიები ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები, არამედ „ქართული ოცნების“ დამარცხების სერიოზული გეგმა.

„არ მგონია, რამე დამატებითი ხმები შევიდეს ამით პარტიაში, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები, ძირითადად, არის მიხეილ სააკაშვილის ხმები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ცალკე სხვა ორბიტაზე, სხვა ცენტრების შექმნა, სადაც ოპოზიციამ ნამდვილად სერიოზული სამუშაო უნდა გასწიოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ასეთი გეგმაც იქნება, თუმცა ასევე არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თუ „ქართული ოცნება“ დაინახავს ცენტრების გამსხვილების საშიშროებას, ბარიერი დაწიოს და ამით ხელი შეუშალოს ოპოზიციას, თუმცა ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკურ ალიანსს არ გეგმავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია, ისევე როგორც „მოქალაქეები“ და „გირჩი“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დიფუზია, ხოლო გიორგი ვაშაძის შემოსვლა კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის დიფუზიურ მოვლენებს. უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერის გარეშე დარჩა.

„ჩრდილოვანი მმართველობით, რა თქმა უნდა, არჩევნებში ვერ გაიმარჯვებ, მით უმეტეს, როცა ჩრდილოვანი მმართველები არიან: ადეიშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი. გამომდინარე აქედან, მიხვდნენ, რომ ხაბეიშვილის იმედზე დესტრუქციული აქციებიც არ გამოსდით და არიან ამ ძიებაში და დიფუზიაში. მე ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას და დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ გზები უკვე გაყრილია.

აქ, ალბათ, ახლა ბრძოლა მიდის, ვის რა მემკვიდრეობა დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი გაყოფიდან, რადგან თუ ნიკა მელია დატოვებს პარტიას, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სტრუქტურის აქტივის ნაწილი შეიძლება გაჰყვეს ნიკა მელიას და აქედან გამომდინარე, შიდაპარტიული გახლეჩის პროცესი მიმდინარეობს. ეს პროცესი დასულია პირველად ორგანიზაციამდე, კონკრეტულ პარტიულ აქტივისტამდე - ვინ ვის პოზიციას დაიკავებს და მხარს ვინ ვის დაუჭერს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის დაკირვებით, დიდი ოპოზიციური ერთიანობა მარცხისთვის განწირულია. მისი თქმით, ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების ამოცანა ისაა, რომ ხელი შეუწყოს ერთი ან რამდენიმე მსხვილი გაერთიანების ჩამოყალიბებას, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა გარანტირებული ექნება. რაც შეეხება აღნიშნულ პროცესებში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის როლს და მისი პარტიის განცხადებებს, რომ ვაშაძე, შესაძლოა, პრემიერობის კანდიდატი იყოს, ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ვაშაძე თავს წონად ლიდერად თვლის, 5%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი უნდა ჰქონდეს.

„თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიდის, ეს სხვის გაწყობილ მაგიდაზე მისვლაა და მაშინ რა ლიდერობაზეა საუბარი? ვაშაძე ცალკე აღებულად თავს თუ წონად ლიდერად თვლის, 5%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამის შანსი ხომ არ აქვს და აბა, რისი ლიდერია მაშინ? პოლიტიკური პარტიები ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ, რა ანალიზის საფუძველზე აკეთებენ? ანალიზი ხომ უნდა, მხოლოდ სურვილი ხომ არაა? რა შედეგის მომტანი იქნება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რა პლუსები და მინუსები აქვს? ამას ვინმე განიხილავს ოპოზიციურ სპექტრში თუ როგორ არის, დასკვნას როგორ აკეთებენ? ელექტორატი ასეთი გამჭვირვალე არ ყოფილა, თითქოს მარტივად ჩანს ყველაფერი - არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები და მესამე ნაწილი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც - მეორე. როდესაც არჩევანი დგება, ამ მესამე ნაწილის დაახლოებით 60% არჩევანს „ქართული ოცების“ სასარგებლოდ აკეთებს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით, ვაშაძის, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა ოპოზიციური ფლანგიდან სავსებით შესაძლებელია, მაგრამ მისი თქმით, საინტერესოა საღ ჭკუაზე მყოფმა ადამიანებმა ტოლობის ნიშანი როგორ უნდა მიაწერონ წარდგენასა და გახდომას შორის.

„კი, ბატონო, მე წარმომიდგენია ამაზე უფრო შორს მიმავალი გეგმები, სადაც შეიძლება ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი იყოს ნინო ლომჯარია, პრემიერ-მინისტრი გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ეს არის მათი შიდა სამზარეულოს გეგმები, რომელიც თუ განხორციელდა, მაშინ ეს ქვეყანა ყველამ უნდა დავტოვოთ, რადგან აქ დარჩენას უკვე აზრი არ აქვს. ამ გეგმების განხორციელებას რეალური საფუძველი, ვფიქრობ, არ გააჩნია, თორემ, კი ბატონო, დააყენონ, მათთვის ძალიან საინტერესო კანდიდატებია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

მიშა მე მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილს გაააქტიურებს ამერიკა საარჩევნოდ. ლომჯარიას დაუმატებენ, ანა დოლიძეს. შეიძლება სტატიკური უსუფაშვილიც (ცოლის გარეშე) შეაგორონ ახალ გაერთიანებაში, გენდერული თანასწორობისთვის.
ანუ, (თავისი ჭკუით), სუფთა დასავლური ორიენტაციის მიმართულება შექმნან.
არადა, ქართულ პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ ერთადერთი მიმართულებაა - ბევრი ფული. უბრალოდ, ფინანსებთან სხვადასხვა მისასვლელ გზებს ირჩევენ ჩვები ,,პოლიტიკოსები".
1 წლის უკან
Gami როგორ შეიძლება ამ ინფუზიორებზე: ვაშაძე, მანჯგალაძე, ბოკუჩავა, დეკანოიძე და ა. შ. სერიოზილი მსჯელობა, განხილვა..
უსუფაშვილი ცოლთან ერთად გენდერული კოლაფსია საერთოდ..
1 წლის უკან
ცუგო- ვაშაძემ სიმსივნით დაავადებული ხალხის მკურნალობა შავ ხვრელში ფულუს ჩაყრას შეადარა, ლომჯარიამ საქართველოსთვის ბობმების ცეცხლი ინატრა და ა. შ. ხშირად აჩვენეთ უკომენტაროდ ამათი ვიდეოკადრები და საკმარისი იქნება ბარიერის ვერგადასალახად.
1 წლის უკან
trampi ვაააა................. მალადეც აი ........... მალადეც
სუფთად პრემიერმინისტრის ვიდი აქვს, აი სუფთად .... ნაღდად რააა .... ნაღდად
ნახე, ნახე რა ვიდი აქვს................. კაცოოოო...............
მარტო მაგის ვიდის დანახვაზე კაცი ეგრევე დაიბრიდება და ყველა მაგას მისცემს ხმას
კაია.... კაი
რაც მეტი ეგეთი დაცენტრილი ეყოლებათ მით უკეთესი ქართველ ხალხს
1 წლის უკან
trampi ადმინ

მოკლედ ძაან მომწომს რააა ეს სურათი და მოდი ასობად შემინახე ..... ხანდისხან გაგვახსენე ხოლმე
ქაჯი მაგრამ ..აი ძაან მაგარი ქაჯი, აი ძაან მაგარი....
ესააა პრემიერ მინისტრი?
ესააა პიკასოს ბიჭიიი??
მაშინ ფუუუ..... პიკასოს
1 წლის უკან