ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, ნიკა გვარამია შესაძლოა პოლიტიკაში შემოვიდეს, ამჯერად, უკვე ლიდერის პოზიციით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირად საუბარში ამბობენ, რომ გვარამია შეეცდება პარტიის იმ ნაწილთან ერთად შემოვიდეს პოლიტიკაში, რომლებიც დღეს მოქმედ თავმჯდომარესთან არიან პოლიტიკურ დაპირისპირებაში. როგორც ამბობენ, ამ ნაწილში არ იგულისხმება კეზერაშვილი-მერაბიშვილის გუნდი.
თუმცა, საინტერესოა, სად დადგება თავად პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც როგორც მოვლენების ქრონოლოგია ადასტურებს, კეზერაშვილ-მერაბიშვილის გუნდისთვის მიუღებელია. თუმცა, არც დიდად გვარმია წყალობს სააკაშვილს. „ვივამედში“ ნიკა გვარმიასთან აუდიენციის შემდეგ სააკაშვილმა მორიგი პოლიტიკური წერილი შემოგვთავაზა, სადაც აღნიშნა, რომ აპირებს იბრძოლოს ლევან ხაბეიშვილთან ერთად საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.
ნიკა გვარამია ამ ეტაპზე პარტიის შექმენაზე და პოლიტიკურ მომავალზე არ საუბრობს, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გვარამია ევროპარლამენტის მოწვევით სტრასბურგშია. დაიგეგმა დისკუსია საქართველოში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების პრობლემებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე შექმნილ საერთაშორის კონტექსტში. ასევე დაგეგმილია შემაჯამებელი პრესკონფერენცია. ცხადია, დასავლეთი ფიქრობს, რომ ფსონი გვარამიაზე დადოს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინეს გვარამია, რადგან უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია. მისი თქმით, აქედან ჩანს, ვისი კარნახით შეიწყალა პრეზიდენტმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა გვარამია.
„შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება. ამას ვერ ახერხებს არსებული პოლიტიკური შემადგენლობით ოპოზიცია და იმისათვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინეს გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ჩანს, რომ ვიღაცები არ იშლიან თავისას. ჩვენი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ჩანს, ქვეყნის აყირავებისა და დესტაბილიზაციის გეგმა ისევ ძალაშია. ანალიტიკის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიას წინა რეჟიმის ერთ-ერთ შემქმნელად და დამნაშავედ მიიჩნევს, დასავლელი პოლიტიკოსების დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია. მისი თქმით, იგივე ხდება მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც.
„როდესაც ორიოდე დღის წინ ვწერდი ღირებულებით კონფლიქტზე ჩვენი საზოგადოების ანგარიშგასაწევ ნაწილსა და დასავლეთს შორის, ეს უკვე ფაქტებითაც დასტურდება. ნიკა გვარამიას, რომელსაც აქ კრიმინალად და სადისტური რეჟიმის ერთ-ერთ შემქმნელად მიიჩნევს საზოგადოების უმრავლესობა, დასავლეთში გმირად თვლიან, ეპატიჟებიან ევროპარლამენტში, აჯილდოებენ, ტრიბუნას აძლევენ, მოკლედ ეფერებიან ყველანაირად. იგივე დამოკიდებულებაა სააკაშვილის მიმართაც. ჩნდება კითხვა: რა უნდა მოვუხერხოთ ამ, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მოცემულობას? ზოგი ჭირი მარგებელია - რაც მეტად გადაეფოფინება დასავლეთი სააკაშვილს და გვარამიას, მით მეტი ამომრჩეველი მოვა 2024 წელს „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. 2012 წელს, სწორედ ამომრჩევლების უპრეცედენტო აქტიურობამ და მზაობამ, დაეცვათ საკუთარი ხმები, უზრუნველყო ის შედეგი, რაც დადგა. 12 წლის შემდეგ შესაძლოა იგივე მოცემულობა დადგეს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
დადებს თუ არა სტრატეგიული პარტნორი - დასავლეთი პოლიტიკურ ფსონს რეჟიმის ერთ-ერთ შემოქმედზე, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პასუხობს, რომ დიდი ხანია დასავლეთს აღარ მოიხსენიებს საქართველოს სტარტეგიულ პარტნიორად. მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორად დასავლეთი რჩება მხოლოდ ერთი ძალის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მოქმედი ხელისუფლება დასავლეთისთვის უკვე ჩამოყალიბებულია იმ მოწინააღმდეგედ, რომლის მიმართ ბოლო წელიწად ნახევარია მიმდინარეობს აქტიური ომი, მათ შორის ბრძოლა წესების გარეშე.
„საკუთარ თავს უნდა ვატყუებდე, როდესაც მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერის პოზიციიდან ამ დასავლეთს განვიხილავდე ხელისუფლების სტრატეგიულ პარტნიორად. ამ დასავლეთმა, „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიულმა პარტნიორმა თავისი აგენტის, თავისი რეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით ჯერ ციხიდან გამოიყვანა გვარამია, ახლა უწყობს ვიზიტებს უმაღლეს დონზე ჯერ ევროპარლამენტის ველზე. არ არის გამორიცხული, რომ გვარამიამ იქიდან გადაინაცვლოს ვაშინგტონში და პირველ რიგში იმისთვის, რომ მადლიერების გრძნობა გამოხატოს იმ სენატორების მიმართ, რომელთა უშუალო დახამრებითაც ის დღეს თავისუფლებაზეა და შესაძლოა, იქვე მიიღოს ხელდასხმა აი, ამ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე რუხი კარდინალის პოზიციაზე და ახალი ინსტრუქციებით ჩამოვიდეს, ვინაიდან ამოცანა შესრულებული არ არის - მოქმედი ხელისუფლება ვერ ააყირავეს და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს“, - აცხადებს ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ამიტომ, ამ ამოცანის შესრულებაში უკვე თავისუფლებაზე ყოფნის რეჟიმში ნიკა გვარამია აქტიურად იქნება ჩართული და როგორც ქართველიშვილი ამბობს, ამის პირდაპირი ხელშემწყობი, სამწუხაროდ, არის საქართველოს ამომრჩევლის კონსტიტუციის გარანტი პრეზიდენტი.
„რაც შეეხება დირექტივებს, ჩვენ ველოდებით აშშ-ის ახალ ელჩს, რომელიც გაცილებით უფრო გამოცდილია თავის კარიერულ წინსვლაში, ვიდრე ქალბატონი კელი დეგნანი. მას, დიდი ალბათობით, ჩამოყვება არა ნაკლებად საინტერესო პერსონაჟი - მოადგილის სახით, რომელიც არის ცნობილი სპეციალისტი ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიებში და რომელსაც უშუალო გამოცდილება აქვს მიღებული ამ სფეროში ლათინურ ამერიკაში. იგი უშუალოდ იმყოფებოდა, მუშაობდა და მონაწილეობას ღებულობდა 2014 წლის კიევის მაედანში, მას აქვს მონაწილეობა მიღებული ერევანში პოლიტიკური ვნებათაღელვის პერიოდში, როდესაც ფაშინიანი მოვიდა სათავეში. ეს არის პროფესიონალი თავის საქმეში და მისი საქმე არის გადატრიალება, ფერადი რევოლუცია. ამიტომ, გვარამია მხარს აუბამს, როგორც, ასევე, პროფესიონალი მედია პროპაგანდის სფეროში, ვინაირად, კიდევ ერთელ ვამბობ, ამოცანა არ არის შესრულებული.
არის ასეთი ჰოლივუდური ცნობილი ფილმი - „მისია შეუსრულებელია“. აი, მათი ერთობლივო მისია ჯერჯერობით არის შეუსრულებელი. რჩება სულ უფრო ნაკლები დრო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, სადაც შესაძლოა პარტიული გადანაწილება და ამოცანები მკვეთრად შეიცავლოს და ამიტომ, ამერიკის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა მოასწროს დარჩენილ დროში საქართველოშიც მიაღწიოს იმ თავის ამოცანის შესრულებას.
ანუ, თავისი აგენტები, თავისი მარიონეტები და ლაქიები დააბრუნონ ხელისუფლებაში; მაქსიმალურად დაასუსტონ მოქმედი ხელისუფლება და ამიტომ კვირა არ გადის არ მოგვდიოდეს ახალი და ჯერჯერობით განუხორციელებელი მესიჯები ქვეყნის ლიდერების სანქციებს ქვეშ აყვანის შესახებ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ დასავლეთის ამ რეაქციული წრეების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენენ ე.წ. გლობალური ომის პარტიას, სურთ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, ანუ სახელმწიფო გადატრიალება.
„მათ არანაირად არ აქვთ სხვა რესურსი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ამიტომ, მათივე დავალებით მოხდა ის, რაც მოხდა. როდესაც დაიაბარეს და ჩააცუნცულეს ჩვენი ე.წ. პრეზიდენტი ევროპაში, მისცეს დავალება და გაათავისუფლებინეს გვარამია. რატომ? იმიტომ, რომ ამ უბადრუკების მიზანია გვარამია აქციონ ოპოზიციის ლიდერად, ვინაიდან საქართველოშო ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს. იმიტომ არ ჰყავს, რომ ეს ოპოზიცია არის არაეროვნული, არაქართული და არის ყოველგვარი ადამიანობისგან დაცლილი.
ნახეთ, რა განცხადება გააკეთა ზელენსკიმ, როდესაც უკრაინის დღევანდელმა ხროვამ საქართველოს ხელისუფლებას გამოუცხადა ომი. ამ ხალხმა ამ ე.წ. ოპოზიციამ უპირობოდ დაუჭირა მხარი ზელენსკის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ ომში. ამიტომ, დასავლეთის რეაქციული წრეების და გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების ერთადერთი მიზანი არის მხოლო და მხოლოდ ის, რომ გვარამია რამენაირად აქციონ ოპოზიციის ლიდერად. მაგრამ, ვეჭვობ ასე მოხდეს, ვინაიდან, გვარამია ვერანაირად ვერ იქცევა იმად, რომ მან საქართველოში ხელისუფლება შეცვალოს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.