ვილნიუსში, ნატო-ს სამიტში, რომელიც 11-12 ივლისს იმართება საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე ღია წერილი გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის განცხადებით, საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ.
როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ იმავდროულად, უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე - MAP-ზე. მისი თქმით, აღნიშნულმა წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება. ამასთან, პაპუაშვილი იმ ოთხ ეჭვს ასახელებს, რომელიც მისი აზრით, სკეპტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.
„თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი გვაერთიანებს, უპირველესად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. 2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირ ქარში გავცივდეთო“, - ნათქვამია შალვა პაპუაშვილის ღია წერილში.
იმის მიუხედავად, რომ საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია გაწევრიანებისთვის, ევროპელი ლიდერები ღია განცხადებაში ადასტურებენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, თუმცა ამ ეტაპზე ალიანსი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი და არაწევრ ქვეყნებს შორის ის სახელმწიფო, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ნატოს საერთაშორისო მისიებში.
„ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მიღებული იყოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც საქართველო იმსახურებს - საქართველო ნამდვილად იმსახურებს, რომ გახდეს ევროპული, ევროატლანტიკური ოჯახის წევრი“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია უკრაინასთან დაკავშირებით იქნას მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტზე, ხოლო მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, „რუსული ოცნება“ შეიცვლება, საქართველოც მეტად დაუახლოვდება ნატო-ს.
„საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ნატო-ს დაუახლოვდეს. იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყანამ წინ წაიწიოს, აუცილებელია ორი მთავარი საკითხი - დემოკრატიულო რეფორმები და პოლიტიკური ნება და სურვილი იმისათვის, რომ გახდე ნატო-ს წევრი. სამწუხაროდ, არც ერთი ამ მიმართულებით „რუსული ოცნება“ არც ერთ ნაბიჯს არ დგამს“, - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
ქართული ოპოზიცია გულშემატკივრობს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და თვლის, რომ საქართველოს ადგილი ალიანსში ამ ეტაპზე არ არის, თუმცა, ქართული ოპოზიციის მოლოდი არ გაამართლა აშშ-მა და გერმანიამ, რომლებიც გერმანული გამოცემა „ბილდი“-ს ინფორმაციით ნატო-ში უკრაინის წევრობას დაბლოკავენ. გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, გაუხსნას გზა უკრაინას ნატო-სკენ. „ბილდი“ იმოწმებს ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციას, რომ გერმანია ემზადება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მოთხოვნის დასაბლოკად.
როგორც მედია წერს, ქვეყანამ ოფიციალურად უნდა სთხოვოს ნატო-ს, შეუძლია თუ არა მას გაწევრიანება, ვიდრე პროცესი დაიწყება. „ბილდის“ ინფორმაციით, სწორედ ამისთვის ემზადება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„სწორედ ამ ოფიციალური თხოვნის აღკვეთა სურს ნატო-ს ზოგიერთ მნიშვნელოვან ქვეყანას, უპირველეს ყოვლისა, გერმანიას და აშშ-ს. სამწუხაროდ, ისინი აქ ერთად იყრიან თავს. ბერლინს და ვაშინგტონს სურდათ საბოლოო განცხადება, რომელიც არ სცდება 2008 წელს ბუქარესტში გაკეთებულ განცხადებას“, - წერს „ბილდი“.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის. ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მანამ, სანამ ალიანსი კიევის თავის რიგებში მიღებას განიხილავს, უკრაინაში რუსეთის ომი უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ამ საკითხზე ვრცლად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უთხრა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. ბაიდენი ფიქრობს, რომ ალიანსმა უნდა შეადგინოს რაციონალური გზა, რათა უკრაინამ შეძლოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მომზადება.
„არა მგონია, რომ ნატო-ში ერთსულოვანი იყოს იმასთან დაკავშირებით, შემოუერთდეს თუ არა უკრაინა ნატო-ს ოჯახს ახლა, ამ მომენტში, ომის შუაგულში. მაგალითად, თუ ეს ახლა მოხდება, მაშინ თქვენ იცით - და მე ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ - ჩვენ ვალდებული ვართ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის მიმართ. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ყველამ ავიღეთ, რაც არ უნდა მოხდეს. თუ ომი გაგრძელდება, მაშინ ჩვენ ყველანი ომში ვიქნებით რუსეთთან“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტზე გააძლიერებენ შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, მათ შორის მეტი ინვესტიციით, ასევე გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას, რომ მიაახლოვონ ნატო-სთან. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, წევრობის სამოქმედო გეგმის - MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ სამიტზე იქნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით.
„ოსლოში, არაფორმალურ მინისტერიალზე წამოვაყენე პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ ელემენტს. პირველი იყო, რომ ყოფილიყო პრაქტიკული დახმარების პროგრამა, მომხდარიყო უკრაინისა და ნატო-ს ძალების სრული თავსებადობა, რაც დააახლოებს უკრაინას ნატო-სთან; მეორე იყო ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა; ხოლო მესამე ელემენტი იყო მაპ-ის მოთხოვნის ამოღება, რაც უკრაინისთვის გაწევრიანების პროცესს, ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანს გახდის.
ახლა ჩვენ განვიხილავთ ამ პაკეტს, ამ ელემენტებს და ვცდილობთ, შევთანხმდეთ კონკრეტულ ფორმულირებაზე. არ მოვყვები დეტალებს, მაგრამ მივესალმები, რომ ვმუშაობთ ამ პაკეტის გარშემო. დარწმუნებული ვარ, კარგი, პოზიტიური და ძლიერი გზავნილი გვექნება, როცა ლიდერები შეიკრიბებიან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მხარს ღიად უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას თურქეთია. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას. მინდა, თქვენი თანდასწრებით, კიდევ ერთ მომენტს გავუსვა ხაზი; სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინის გაწევრიანების გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზას ამოკლებს, მაგრამ რამდენი წელი იქნება უკრაინისთვის ეს გზა მოკლე, ამ ეტპაზე უცნობია. ანალიტიკოსების შეფასებით ალიანსში არსებული პოზიცია სავარაუდოს ხდის, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების გზა იქნება საკმაოდ გრძელი და პრობლემური.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ ვითარება, რომელიც საერთშორისო ასპარეზზეა შექმნილი, ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ ძალიან მნიშვნელოვანწილად არის გადართული ჩინეთთან მიმართებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული უყურადღებობა და თუნდაც ეს დამოკიდებულებები განპირობებულია ამ პრობლემებით, რადგან აშშ-ს უფრო დიდი საფრთხე აქვს წინ“. „რაც შეეხება ნატოში მიღება-არმიღების პროცესში უკრაინისთვის უარის თქმას, ესეც ობიექტური რეალობაა და შესაბამისად, პირადპირი და აშკარა ფორმით მესამე მსოფლიო ომის დაწყებას მსოფლიო არ აპირებს. რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტის პოზიციას, ის საკამოდ კარგი მოთამაშეა, მან იცის რეალობა და შესაბამისად, მიუღწევლის ირგვლივ აკეთებს კონკრეტულ განცხადებებს, რომელიც შეიძლება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისთვის, როგორც თურქეთის შიგნით, ასევე თურქეთის გარეთ თურქეთისთვის სასარგებლო იყოს, მაგრამ პროცესისთვის არ მგონია, რომ რაიმე სარგებელი ჰქონდეს. აშშ-ის პრეზიდენტი ცალსახად აფიქსირებს, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად ნატოს წევრობისათვის. ვფქრობ, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ უკრაინა გამოყენებულ იქნა რუსეთის წინააღმდეგ და ის სარგებელი ვერ მიიღო ამ გამოყებიდან, რასაც უკრაინა და მისი მმართველი ელიტა ელოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ნატოში უკრაინას ამ ეტაპზე ნამდვილად არ მიიღებენ და ამას აქვს სრულიად კონკრეტული გეოპოლიტიკური მიზეზები. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, უკრაინის ამ ფორმით ნატოში მიღება ნიშნავს კონკრეტულად საომარ მოქმედებაში ჩაბმას რუსეთის ფედერაციასთან, რაც არის ატომური ომის საფრთხე.
„მეორე, ნატოში უკრაინის მიღება კატეგორიულად მიუღებელია ასევე ჩინეთისთვის, ასევე გეპოლიტიკური მოსაზრებების გამო. შესაბამისად, ასეთი პოლიტიკური თამაშები, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერების სხვადასხვა პოზიციზიების გამო, ემსახურება უკრაინის წახალისებას, რომ მან შეასრულოს ის როლი, რომელიც აქვს მინიჭებული“, - ამბობს მანჯავიძე.
რაც შეეხება „მაპზე უკეთესის“ მინიჭებას, პოლიტოლოგის განცხადებით, ეს გზა საქართველოს გავლილი აქვს და ისიც გავლილი აქვს, რა შედეგები მოგვიტანა „მაპზე უკეთესმა“.
„აქედან გამომდინარე, ვილნიუსის სამიტიდან უნდა ველოდოთ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორიც არის ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა, ან აშშ-ის მიერ უკრაინისადმი განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას, თუმცა ეს ამ სამიტის თემის ფარგლებს გარეთ არის. ამას გარდა, გასაგებია, რომ იქნება იარაღის მიწოდების ახალი პაკეტი, მაგრამ ისიც დოზირებული, ვინაიდან გასაგებია როგორ აწვდიან ამ იარაღს უკრაინას - იარაღს აწვდიან ისე, ეს ომი არ გამოვიდეს იმ ფარგლებიდან, რომელიც დამაზიანებელი იქნება დასავლეთის სტრატეგიული ინტერესებისათვის, ან მისი უსაფრთხოებისათვის. შიგნით პოლიტკური დისკურსი დასავლური ელიტების სწორედ ამ მიმართებაში უნდა განვიხილოთ. ანუ, შემაკავებელი და უფრო რადიკალური პოზიციების ბრძოლაში, ეს არის მთავარი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
გამოდის რომ ამათაც მაპზე გრძელს აძლევენ ...
ამ ომს ერთი გამოსავალი აქვს, სამშვიდობო შეთანხმება. ამისათვის კი მედიატორებია საჭირო. ისინი კი მაშინ გამოჩნდებიან, როცა მათი მიზნები მიღწეული იქნება.
ამ ომს რეალური გამარჯვებული ვერასოდეს ეყოლება, რადგან ფაქტიურად სამოქალაქო ომია. მას შეაჩერებენ გარედან მაშინ, როცა ჩათვლიან საჭიროდ. ამისათვის ცალსახა გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გამარჯვება ბევრნაირ შედეგს შეიძლება დაარქვა. მაგალითად ახლა უდიდეს მიღწევად გამოაცხადებენ უკრაინისთვის მაპის გვერდის ავლით მიღების ვარიანტს და აშშ-ს მიერ განსაკუთრებული სტატუსის მონიჭებას. მერე კიდევ მოიფიქრებენ რამეს.
ერდოგანს თვალი ყირიმზე უჭირავს, რომელსაც უკრაინას უფრო იოლად წაართმევს, ვიდრე რუსეთს. ის არც რუსეთთან გაიფუჭებს ურთიერთობას. მალე ისეთ რამეს გააკეთებს, რუსეთს რომ ასიამოვნოს. პესკოვმა დაიცვა კიდეც ერდოგანი - ზეწოლას აქვს ადგილი ნატოს მხრიდან და იმიტომ იქცევა ასეო.
ერდოგანს არ ძლიერი რუსეთი სჭირდება და არც ძლიერად გამარჯვებული უკრაინა. შეიძლება ისე ითამაშოს, ომის დამთავრებამდე აჩუქებინონ (ფორმალურად ხომ შეუძლია) უკრაინას ყირიმი თურქეთისათვის.
აბა რას ამბობ......რუსები გაწყდებიან და ყირიმს მაინც არ დათმობს
თურქეთი რომ ზოგადად რუსის ანაწერაა, ეგ ხო იცი....
ისე მე მჯერა მაგ ამბის და შენი არ ვიცი
და სართოდ----- პუტინი რომ არ იყოს სათავეში და მის მაგივრად ნებისმიერი რუსი, აქამდე კნოპკას დააჭერდნენ თითს...
მამუკა
ისე ნატოზე...; მატყუარა საკენკს, ამათ ისევ დაუწყეს კენკვა..... ცოტა უგულოდ კი კენკავენ, მაგრამ მაინც კენკავენ..
.არაა გამორიცხული რომ ევროკავშირში გაწევრიანებიასა არ იყოს ,,მეგობრებმა,, ესენი ამაშიც აიყოლიონ
კი მაგრამ აფხაზეთი და სამაჩაბლო.???..რაო ნატომ მე დაგიბრუნებთოოო?
ფარულავას ქმარმა კი გვითხარა ---- რად გინდათ ეგენი...... დაანებეთ თავიო
დავანებოოთ?/
ისე მაგ ევრო--- ნატოს მე კენიასთან(ან მოზამბიკთან) გაერთიანება უფრო მაწყობს
ის კნოპკაა რაც რუსეთს იცავს. ის რომ არა, 30 წლის წინ მიაყოლებდნენ სსრკ-ს. სისტემა ტყუილად დაშალეს? შემდგომი სცენარი ბზეჟინსკიმ დაწერა, სადაც უკრაინას მთავარი როლი მიანიჭა.
მაინც რა გარანტია არსებობს, რომ კნოპკა არ ჩაირთვება. ეტყობა კნოპკა, ხანდახან ავიწყდებათ და მიუშვებენ მუხრუჭებს. აბა კასეტური ბომბების, ფაქტიურად აკრძალული იარაღის მიწოდება სხვა რამეა? მერე ვიღაც შეახსენებთ კნოპკის შესახებ და ამუხრუჭებენ. ისე მაგ კნოპკის ამერიკას მაინცდამაინც არც ეშინია.
ყირიმის საკითხშიც მართალი ბრძანდებით.
ამერიკელებს (მოსახლეობას) რო არ ეშინიათ ეგ იმათი პროპაგანდის ბრალია --ამერიკა მაგარია ..... რუსი ფეხებს მოგვჭამს და ასე შემდეგ
სინამდვილე ვინც იცის კი იმათ მაგ კნოპკის ნაღდად ეშინიათ(ანუ იმათ ვერხუშკას )
მაგ კნოპკის გამოა უკრაინას რო წირავენ ბოლომდე
აი ნახე ეხლა ............ ამერიკა თვითონ იზავს ისე , რომ მოლაპარაკებები დაიწყოს....თან ამას ვინმე თავისიანს დააწყებინებს....
არადა რუსს ფეხზე კიდია კიტრიც და ქინძიც ---სალდათები თვლით არა ყავს ჩაბარებული,.......,ეგ უკრაინელებსაა ჯარისკაცები და ნაიომნიკები რო უთავდებათ, თორემ რუუუუუსს.... იქც ბანტიო გაიძახის პუტინი..........
ყოველდღე მაგათ ,,ვუყურებ,,---- ეგენი მოლაპარაკებაზე არ წავლენ...
მოკლედ მე ცუდად ვუყურებ ამ ამბავს ...
.მაგრამ ოოოოოო ...... გაისააად, ამერიკაში ამბები დაიწყებაააა.......დედა შვილს არ აიყვანს
ახალგაზრდობაში ფეხბურთს რომ ვუყურებდი მსოფლიო ჩემპიონატზე და გუნდებს ვბალეშიკობდი ხოლმე, ზუსტად ისე ვბალეშიკობ ეხლა მაგ კნოპკიანებს
წინ წყალი უკან მეწყერი ორივეს(სამივეს)...ანუ გავიდნენ წყნარ ოკეანეში და იქ დასცხონ ერთმანეთს
იქ კიდევ ჩინეთისა...თუ ესენი გააშველოს
მოკლედ წინ კიდე უფრო ძაან საინტერესო ცხოვრება გველოდება..
უწინ რაც 10 წელიწადში ხდებოდა ეხლა წელიწადში ხდება......... წელი კიდე ერთ თვეში