შს სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს 8 ივნისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება. დაგეგმილი ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას. შესაბამისად, შსს მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად. გარდა ამისა, ძალოვანი უწყება მოუწოდებს მედიას, რომ გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები.
როგორც ცნობილია თბილისში ლგბტქ+ კვირეული მიმდინარეობს, რომელიც სამი ღონისძიებისგან შედგება, დღეს, 8 ივლისს კი, პრაიდ ფესტივალით დასრულდება. კვირეულის სლოგანია „სიყვარულს ვერ დაამარცხებ“. დასკვნითი ფესტივალის პარალელურად კონსერვატიულმა მოძრაობამ კონტრაქცია დაანონსა - „წავართვათ ლიბერასტებს ევროპა 8 ივლისს!“. აქციის მონაწილეები 12 საათზე ვაჟას ძეგლთან იკრიბებიან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს დღე არის გადამწყვეტი ქვეყნის ისტორიული პერსპექტივისთვის, ზნეობისთვის და არსებითად ქართველობისთვის.
„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, 8 ივლისს დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალის“ ფარგლებში არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება. როგორც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, აქვთ მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული.
„რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. „გეი აღლუმი“ ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.
ფესტივალზე ველით როგორც ქვიარ თემის წევრებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები. მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები პრაიდის ფესტივალის მიმართ. დადექით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.
ჯერჯერობით რთულია პროგნოზირება იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ფაქტია, რომ მოსახლეობის ნაწილი აანონსებს შეუერთდეს აქციას. აქციამდე ერთი დღით ადრე სპეციალური განცხადება გააკეთეს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა. მათი შეფასებით, ე.წ. ლგბტ მოძრაობის მიზანია გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული საზოგადოება ამას ვერ შეეგუება, არ არის მზად და არც არასდროს დადგება მსგავსი მზაობა. საპატრიარქო და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უკიდურეს პოლარიზაციას იწვევს, ამიტომ მისი საკანონმდებლო წესით დარეგულირება მიზანშეწონილად მიაჩნიათ.
„ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს. ამის დაკვირვება შესაძლებელია იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ამ მოძრაობამ რამდენიმე ათეული წლის წინ აიდგა ფეხი. ჯერ კიდევ წლების წინ ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ამ მოძრაობის ნამდვილი მიზანი არ არის ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება.
დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და კარგად ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს. ჩვენი საზოგადოება ამას ვერ შეეგუება, არ არის მზად და არც არასდროს დადგება მსგავსი მზაობა. ეს საკითხი განსაკუთრებით უქმნის საფრთხეს სამოქალაქო მშვიდობას და იწვევს უკიდურეს პოლარიზაციას, ამიტომ მისი საკანონმდებლო წესით დარეგულირება მიზანშეწონილად მიგვაჩნია “, - ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით: „ლუციფერის ნაშიერნი ყოველწლიურ ჭინთვებში ცდილობენ კაცობრიობის ღვთაებრივი შექმნის ბიბლიური ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დააყენონ“. ცდილობენ ღმერთს დაუმტკიცონ - რომ ის არ არსებობს და რომ ადამიანი - კაცისა და ქალის ურთიერთობების გარეშეც ჩნდება დედამიწაზე.
ამ ზაფხულის პერიოდში თავისი გაუკუღმართებული ბუნების აღლუმები უკვე ჩაატარეს მსოფლიოს „ცივილიზებულ“ ნაწილში. სამწუხაროდ, ჩაატარეს იერუსალიმშიც. საბედნიეროდ, ჩაატარეს სტამბულშიც. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა მოგვცეს პრაქტიკული მაგალითი - თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ უფლის გმობას ღვთისმოშიში ხელისუფლება. ამ კომპონენტში მუსლიმი ერდოღანი ქრისტიანულ მთავრობებსაც გვაძლევს მაგალითს“, - აცხადებს ქართველიშვილი.
მისი თქმით, მეტეხის ტაძრის პლატოზე, ქართული ეთნიკური და კონფესიური ტოლერანტობის სიმბოლო - წმ. ვახტანგ გორგასალის ძეგლთან, საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაში მყოფი რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვანი განაჩენი გამოუტანეს ღვთის გმობისა და არა-ადამი-ანური, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის საჯარო პროპაგანდას.
„ჩვენში არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ზოგი ალკოჰოლიზმს, ზოგი ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის. ზოგი მრუშობს, ზოგი სიძვაშია. ზოგს პედერასტია „შეერია“, ზოგს - ვერცხლისმოყვარეობა ამარცხებს და ა.შ. წარმოუდგენელია, ყველამ თავისი „საყვარელი“ ცოდვის სახელობის პრაიდები გამართოს და მით უმეტეს, ითხოვდეს ამ ცოდვათა ლეგეტიმაციას საკანონმდებლო დონეზე.
საქართველოში არავინ ერჩის არც პიდარასტებს, არც ლესბოსელებს - ამის შესახებ განმარტების გაცემა მათ უფლის წინაშე მოუწევთ ადრე თუ გვიან. მაგრამ, საზოგადოებას, ბავშვებს თავს მოახვიონ საკუთარი ცოდვითი მიდრეკილებანი და ცოდვით დაცემანი, თანაც ამას „სიამაყის აღლუმის“ ფორმით აკეთებდნენ - ამას მართლმადიდებლების, კათოლიკების, გრეგორიანელების, მუსლიმების, ებრაელების და იეზიდების საქართველო არ დაუშვებს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
არა ისე ვადა კი აქვს ამას უკვე გასული, მაგრამ ოფიციალურად ოფიციალურად როდის გასდის?
აბსოლუტურად მართალი ხართ.
ისე, ზოგჯერ მგონია, რომ ეგ პრაიდის აქტივისტი მეგრანტეები და ეს ვიწროშუბლიანი დამრბევები ერთი დაგეგმილი თამაშის ორი მონაწილე მხარეა.