„ელჩის დაბარება და პირდაპირ ვთქვათ, გამოგდება, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ხალხის, რომელიც ამ ომის დაწყების დღიდან უკრაინელების გვერდით დგანან“

„ელჩის დაბარება და პირდაპირ ვთქვათ, გამოგდება, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ხალხის, რომელიც ამ ომის დაწყების დღიდან უკრაინელების გვერდით დგანან“

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ულტიმატუმის ვადა ამოწურულია, საქართველოს ელჩს გიორგი ზაქარაშვილს თბილისში ელოდებიან. ელჩმა 48-საათიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის ტერიტორია უკვე დატოვა. ოფიციალური კიევის მოწოდება მხოლოდ ქვეყნის დატოვების ნაწილში შესრულდა. ქართული მხარე არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები გამართოს. როგორ გაგრძელდება საქართველოს და უკრაინის ურთიერთობა, უცნობია. ვოლოდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება სახელისუფლებო ძალისთვის უსამართლოსთან ერთად უსაფუძვლოცაა. „ქართულმა ოცნებამ“ კიევის პოზიციაში სხვა ინტერესი დაინახა. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ცვლილების გარდა, მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის პირველი პირის პოზიცია საქართველოში სიტუაციის დაძაბვას შუწყობს ხელს.

ზელენსკის გადაწყვეტილება ორმხრივი ურთიერთობების ნეგატიურ ჭრილში გადასვლაა თავად ელჩ გიორგი ზაქარაშვილისთვისაც. უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევიდან ბოლო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ როგორც მისთვის, ასევე მისი უკრაინელი კოლეგებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია. თუმცა ის არ ელის, რომ ეს შესაძლაო დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის წინაპირობა გახდეს.

რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინელი მაღალჩინოსნები მეგობარ ქვეყანაზე სასაუბროდ რიგრიგობით იცლიან. ამჯერად, საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი განცხადება პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა გააკეთა.

ვოლოდიმერ ზელენსკის დიპლომატიური დემარშის შემდეგ კი კიევი ოფიციალურ თბილისს კვლავ აკრიტიკებს - ზელენსკის ადმინისტრაციის წევრი პოდოლიაკი მეორე ფრონტზე საუბარს „ქართული ოცნების“ ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ უკრაინის მთავრობა საქართველოსთან მიმართებით სამოქმედო ტაქტიკის შეცვლას და საკუთარი განცხადებების ქვეყნის მთავრობისთვის გადაბრალებას ცდილობს, რადგან მეორე ფრონტის იდეამ ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა ვერ ნახა.

პოდოლიაკის მოსაზრებას კრიტიკოსები ქართულ ოპოზიციაშიც გამოუჩნდნენ. თეონა აქუბარდიამ უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან წარსულში გაკეთებულ მოწოდებებზე ისაუბრა და თქვა, რომ კომუნიკაციის ამ ფორმამ საქართველოს გაცხადებულ სამშვიდობო დეოკუპაციის პოლიტიკას საფრთხე შეუქმნა.

ომისკენ მოწოდებები რომ მართლაც იყო, ამას არც სხვა ოპოზიციურ პარტიებში უარყოფენ, თუმცა მათი აღქმები და შეფასებები განსხვავებულია. ნაწილი ამას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს, ნაწილი კი უკრაინის უშიშროების მდივნისა და სხვა მაღალჩინოსნების საუბარს უბრალო გადაცდომად მიიჩნევენ.

კონფდიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ვოლოდიმერ ზელენსაკის გადაწყვეტილება ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა და მას ეს ნაბიჯი ძალიან უნდა გაეზომა. ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ეს დაპირისპირება საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს შორის დიდი ხანია რაც დაწყებულია, ამიტომ მას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა მხოლოდ საბაბი იყო.

„საქართველოს და უკრაინას შორის ახლა ნამდვილად რთული სიტუაციაა და ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ორი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიდის. ზელენსკის ეს ნაბიჯი ძალიან მძიმეა და პირდაპირ ვიტყვი, რომ მიუხედავად არსებული წყენისა, მაინც არ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი. ახლა არ არის მიხეილ სააკაშვილის თემა ის საკითხი, რომ ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობა ამ დონემდე მიიყვანო. მე მაინც ვფიქრობ, რომ ზელენსკისთვის სააკაშვილის თემა მხოლოდ საბაბი იყო და ეს უფრო ყელში ამოსვლას ჰგავს.

გასაგებია, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლების რაღაცა განცხადებები, ნაბიჯები არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მაგრამ ქართველ ხალხს ხომ პატივის სცემს და ჩვენს თავისუფლებას მხარს უჭერს. ელჩის დაბარება და პირდაპირ ვთქვათ, გამოგდება, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა - ხალხის, რომელიც ამ ომის დაწყების დღიდან უკრაინელების გვერდით დგას. ორივე მხარეს აქვს შეცდომები დაშვებული ურთიერთობის დროს, მაგრამ დიპლომატია სრულიად სხვა რაღაც არის. ასეთი ხისტი განცხადება და დემარში, მით უმეტეს მეგობარი ქვეყნის მიმართ, უდიდესი შეცდომაა. როგორ კრიტიკულადაც უნდა იყო ამ ხელისუფლების მიმართ განწყობილი, ქართველი ხალხი ამას საკუთარ შეურაცხყოფად იღებს, მით უემეტეს ყველა სახის საერთაშორისო მხარდაჭერაში მონაწილეობა მივიღეთ. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ზელენსკის ეს დემარში მხოლოდ სააკაშვილის თემას არ უკავშირდება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღო. კონფლიქტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ეს კანიდატის სტატსუსის მინიჭებასთან იყოს დაკავშირებული.

„მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, მაინც არ მგონია, რომ დიპლომატიური ურთიერთობა უკრაინასთან შეწყდება. ნუ, ეს არის შეწყვეტის წინა სიტუაცია და ამის შემდეგ უკვე ჩიხია, სადაც ორივე ქვეყანა შევა და ეს მხოლოდს რუსეთისთვის არის ხელსაყრელი. ამიტომ ორივე მხარე უნდა დაფიქრდეს და რაღაცა შეხების წერტილი მოიძებნოს. მე უფრო მგონია, რომ ეს სიტუაცია ომის დასრულებამდე ასე გაიყინება.

ფაქტია, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის უკრაინაში გაშვებას არ აპირებს, ხოლო ზელენსკიმ რაღაცა დროის გასვლის შემდეგ უნდა მოიკითხოს, რა გაირკვა. აი, ამის მერე უკვე მგონია, რომ პროცესი გაიყინება. ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია და აქამდე საქმე არ უნდა მისულიყო. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებდა. შესაძლოა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უარს პირდაპირ ვერ გვეუბნებიან და ეს თემა არგუმენტად გამოყენონ. ვნახოთ, არაფერია გამორიცხული“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ძებნილი ყველა მაღალჩინოსანი უკრაინაში გაიქცა და ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ისინი დღემდე თავს უკრაინას აფარებენ. ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოთხოვნისა, თავად ზელენსკის ხელისუფლებასაც, ერთხელაც არ უფქირია, რომ ეს ადამიანები ჩვენი მართლმსაჯულებისთვის გადმოეცათ.

„საქრაველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ამ ქცევას არ იმსახურებს. ომის დაწყების დღიდან, სისხლის ჩაბარებით დაწყებული, ჰუმანიტარული დახმარებით დამთავრებული, ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო უკრაინას დღემდე გვერდით უდგას. ლტოლვილების მიღება და მათი დახმარება... 40 ათასზე მეტი უკრაინელი საქართველოში დარჩა, შრომობენ, სწავლობენ და ჩვენს საზოგადოებასთან ძალიან შეხმატკბილებურად არიან ინტეგრირებულები. სპეციალურად მათთვის უკრაინული სექტორი გაიხსნა და ა.შ. ამის ფონზეც მუდმივად ისმოდა საყვედურები, რატომ არ ვახდენთ პროვოცირებას, რომ ომი დავიწყოთ. რატომ არ გვინდა, რომ ტანკებით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „გავისეირნოთ“.

უკრაინის მაღალჩინოსნები პირდაპირ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ომის დამწყები ხელისუფლება, ამიტომ ის მათთვის მისაღები არ არის. ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობა და სიმშვიდე სურს, მიუღებელი აღმოჩნდა, არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებისთვის, არამედ აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლება მიუღებელი გლობლური ომის პარტიისთვისაც გახდა. რაც შეეხება საელჩოს, ომის დაწყებისთანავე, ყველა საელჩომ გუდანაბადი აიკრა და გაიქცნენ, მათ შორის ამერიკის ელჩიც და ევროკავშირის საელჩოებიც, ჩვენს ელჩს ფეხი არ მოუცვლია და დღემდე იქ იყო. 500-ზე მეტი დოკუმენტია, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად შეუერთდა. 46 ქართველი მებრძოლი შეეწირა უკრაინის ომს და ყველა ის ხარჯი, რაც მათ ჩამოსვენებას და დაკრძალვას უკავშირდება, საქართველოს ხელისუფლება იღებს. ასეთი რამ რაც მოხდა, ეს არ არის გაწვევა, ბოდიშს ვუხდი ელჩს, მაგრამ ეს არის გაგდება“, - ამბობს ბოჟაძე.

trampi iზელინსკიო....
ზელინსკი კი არის დურაკი, მაგრამ მართლა ვერ ხვდებიიით, რომ ამ ყველაფერს ამერიკა აკეთეეებს??
აქაც მე ვარ ....... იქაც მე ვაააარო ......... ამით მაგას გვეუბნებნა ეს პიდარასტი კოლუმბი....
ფეხი არ მოგვჭამოს............... ფეხი.............


მანამ აქეთ არ შეგვეხვეწებიან იქით ელჩი აღარ უნდა გაუშვათ...
ამერიკელებს უნდა დავანახოთ რომ ეგენიც და უკრაინელებიც ფანდარასტები არიან
1 წლის უკან
DDDzia ებრაელების დარბევებისთვის, ბაბი იარისთვის, ხატინსა და ვოლინისთვის შური ისე არავის უძიებია, როგორც ეს პოროშენკომ და ზელენსკიმ გააკეთეს.
და ვერც იძიებს ვერასდროს.
1 წლის უკან
XALIBI უკრაინას იმხელა დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე, ხმას არ უნდა იღებდნენ საერთოდ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ საქართველოში ყველა მთავრობის დროს ერთი პრინციპი მოქმედებს----ეხლა ამის დრო არა, ვაცადოთ..... ვინ ვის პატიობს თავის შიდა საქმეებში ჩარევას და ისიც სამხედრო გადატრიალებაში სამხედრო ძალიტ ჩარევას.....
1 წლის უკან
XALIBI DDDzia-ს
ბოდიში, ვერ გავიგე, ზელენსკიმ და პოროშენკომ ვისზე და რისთვის იძიეს შური??
1 წლის უკან
XALIBI DDDzia-s
ანუ, ერთი ებრაელების და მეორე პოლონელების საქმეს აკეთებენ??? არაა გამორიცხული...............
1 წლის უკან
trampi xalibi

გრუბად ათი წლის წინ ვსაუბრობდი აქ .-----
-ვამბობდი ხო არის ვითომდა ორი რუსეთი-...მეგობარი და რეაქციული რუსეთი--მეთქი (ორივეს კეთილებიც ქუნემ)
ასევე თურმე ხომ ყოფილა ვითომ ორი ამერიკა ------ დემოკრატიული და ომის პარტია-მეთქი(ქუნემ.......ესენი განსაკუთრებით)
ხოოდა ვიყოთ ჩვენც ორნაირი საქართველო -ერთი შაქარი და მურაბა და სუ დიახ ბატონო ვიძახოთ და მეორე კიდევ საჩვენო საქართველო და ჩვენი
სათქმელი ყველა პიდარასტს--ვაჯახოთ მეთქი
მაშინ შენ მიპასუხე----- ჭკვიანი მთავრობა მაგას თვითონ უნდა აკეთებდესო....
ხოოდა ესენი ეხლა ვინ დაარიგა არ ვიცი, მაგრამ ორი წელია ესენი მასე იქცევიან და ცოტა რაღაცა გამოდის კიდეც
და ძალიანაც მიხარია...............
და უფრო მეტის იმედიცა მაქვს ....
1 წლის უკან