სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა, სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე დღეს, 7 ივლისს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.
სუს-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა: „2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
ამ ეტაპზე სუს არ აკონკრეტებს ვინ არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვისზეც თავდასხმა მზადდებოდა, ისევე როგორც არ კონკრეტდება ვინ იყო ორგანიზატორი. უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, სუს-ის ანგარიშის ეს ნაწილი შესაძლოა, დახურული სხდომის ფორმატში მოისმინონ. დეპუტატი აცხადებს, რომ თავად არ ფლობს ინფორმაციას სუს-ის ანგარიშის ამ ნაწილზე და როგორც აღმოჩნდა, ამ ინფორმაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ უმრავლესობის სხვა წევრები.
„იქნება მოსმენა და თუ ეს ასეა, გახდება ცნობილი და ბუნებრივია, კითხვები გაჩნდება. მე პირადად არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, ეს ისეთი საკითხი იყოს, დახურული სხდომის ფორმატში კითხვების დასმაც გახდეს საჭირო. ასე რომ, ვინაიდან მე არ მაქვს მეტი ინფორმაცია, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სუს არ წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურს, ის წარმოადგენს ერთი კაცის უსაფრთხოებისთვის შექმნილ სამსახურს, რომელიც „ქართული ოცნების“ პროპაგანდას აგრძელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით არსებობს ერთადერთი ძალა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას და მის მტერთან - რუსეთთან არის კოლაბორაციაში და ეს არის „ქართული ოცნება“.
„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს დასკვნა, რომელიც გამოქვეყნებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ქვეყნის შიგნით არსებობს ერთადერთი ძალა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას და მის მტერთან - რუსეთთან არის კოლაბორაციაში და ეს „ოცნებაა“. სუს-ი „ქართული ოცნების“ გაგრძელებაა, ის არ წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურს, ის წარმოადგენს ერთი კაცის უსაფრთხოებისთვის შექმნილ სამსახურს, რომელიც აგრძელებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას“, - აცხადებს დავით კირკიტაძე.
ოპოზიციის წევრი რომან გოცირიძე თვლის, რომ უნდა იყოს ნათქვამი, რომელი თანამდებობის პირის მოკვლას აპირებდნენ და ვინ. როგორც დეპუტატი აცხადებს, სუს-ის ანგარიშში ძალიან ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია და ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებებს. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დოკუმენტში გარე საფრთხეებთან დაკავშირებით ნახსენებია უცხო ქვეყანა და არა რუსეთი.
„არის ერთი ასეთი დებულება, რომ თურმე სუს-მა თავიდან აიცილა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტივობა და რომელი ქვეყანაა ეს, არ ასახელებს. თუ რუსეთია, ახსენონ პირდაპირ რუსეთი, მაგრამ რუსეთს არ ჰგავს, რადგან თურმე მერე სუს-მა აიცილა ამ რომელიღაც უცხო ქვეყნის ინტერვენცია ანუ შემოჭრა საქართველოში. რომ იტყვიან - „გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეო“, ასე არ ასახელებენ რომ რუსეთია. სადაც საკითხი ეხება რუსეთს, ირიბად არის ნათქვამი და არ არის ნახსენები, ვინ და რა იგულისხმება.
რაც შეეხება სახელმწიფო თანამდებობის პირის მოსალოდნელ ლიკვიდაციას, ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, ვინ არის ეს პირი, დაუნიშნეს თუ არა დაცვა, რატომ, რა მოტივით, შიდა არეულობის მოწყობა უნდოდათ, თუ ამ პირის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ და ბოლოს და ბოლოს ვინ არის, ვინც მოკვლას აპირებდა. აგერ, „მეორე ფრონტის“ გახსნა უნდაო ევროპას და ამერიკას და ამიტომ შესაძლებელია ორაზროვნად იქნას წაკითხული, ბუნებრივია, აქ უნდა იგულისხმებოდეს რუსეთი, თუ სხვას არ გულისხმობენ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
სუს-ის ეს ერთი შეხედვით სკანდალური ანგარიში მითი და მოგონილი ჰგონია იაგო ხვიჩიას, რომლის განცხადებით, არშემდგარ ტერორისტულ აქტზე ვსაუბრობთ ნაცვლად მნიშვნელოვანი საკითხებისა - მთავარი თემა ქუჩაში გახშირებული ძალადობის შემთხვევებია. დეპუტატი თვლის, რომ ანგარიშის ამ ნაწილისთვის ყურადღების მიქცევის ნაცვლად, კითხვები მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა დაისვას. მისი თქმით, მთავარი თემა არის ქუჩაში გახშირებული ძალადობის შემთხვევები, რომელსაც სხვადასხვა მტკიცებულებებით სხვადასხვა მედიები სუს-ის თანამშრომლებს აბრალებენ.
„ეს ყველაფერი არის მოგონილი მითები იმისთვის, რომ ან ვიღაც შევაქოთ - „რა ყოჩაღი ყოფილხარ“ ან იმისთვის, რომ მნიშვნელოვან თემებზე კითხვების დასმის ნაცვლად, ვილაპარაკოთ არშემდგარ ტერორისტულ აქტზე, რომელიც სუს-ის „გულმოდგინების“ შედეგად აღმოიფხვრა. შეიძლება ეს იყოს ყურადღების გადატანის მცდელობა მნიშვნელოვანი საკითხებიდან ნაკლებად მნიშვნელოვანზე.
შეიძლება მიზანი იყოს, რომ მხოლოდ ამაზე წავიდეს დისკუსია, თუ ვინ იყო თანამდებობის პირი, რომლის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. დარწმუნებული ვარ, სერიოზული არაფერი ხდებოდა, მაგრამ ზოგადად, თუ გვინდა სხვა არაფერზე ვილაპარაკოთ და მხოლოდ ამან წაიღოს მედიის ყურადღება, მარტივად მოახერხებენ ამას ასეთი ჩანართებით. ამიტომ მე არ მივაქცევდი ამ ანგარიშის ამ ნაწილს ყურადღებას“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სუს-ის ანგარიშის ეს ნაწილი საჯარო არ გახდება, თუმცა ოპოზიციისგან განსხვავებით ა-რ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ იგეგმებოდა პოლიტიკური მკვლელობა, თუმცა ამბობს, რომ გამოძიების ეს ნაწილი საჯარო არ და ვერ გახდბება.
„ბადრი პატარკაციშვილის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა რა იყო? მართალია პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური თანამდებობის პირი, მაგრამ ცხადია, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას არ აწყობდა და ფაქტია, რომ ნაციონალების პოლიტიკის შედეგად დადგა ის შედეგი, რაც დადგა. და ზურაბ ჟვანიას მკვლელობა არ იყო თანამდებობის პირის მკვლელობა? ვინ დაგეგმა, ვინ შეუკვეთა, ეს სამწუხაროდ დღემდე არ არის გამოძიებული და ეს „ქართული ოცნების“ სერიოზული შეცდომაა და ეს ფაქტია.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, გამოძიება რა დოზით ჩათვლის საჭიროდ, იმ დოზით გაასაჯაროვებს. მთავარი არის ჯერ გამოძიების ინტერესები და მერე საზოგადოების ინფორმირება. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რაში სჭირდება სუს-ს ეს ინფორმაცია რომ მოიგონოს? ვინ გაჩერდება რომ ეს ინფორმაცია ბოლომდე არ იქნას გამოძიებული. უკვე გაჟონა ინფორმაციამ და ახლა ვინ დატოვებს ამ ინფორმაციას ყურადღების გარეშე, გამოძიების შედეგს ხომ ყველა დაელოდება? და რაში უნდოდა ეს თავის ტკივილი სუსს?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.
ზელინსკი კი არის დურაკი, მაგრამ მართლა ვერ ხვდებიიით, რომ ამ ყველაფერს ამერიკა აკეთეეებს??
აქაც მე ვარ ....... იქაც მე ვაააარო ......... ამით მაგას გვეუბნებნა ეს პიდარასტი კოლუმბი....
ფეხი არ მოგვჭამოს............... ფეხი.............
მანამ აქეთ არ შეგვეხვეწებიან იქით ელჩი აღარ უნდა გაუშვათ...
ამერიკელებს უნდა დავანახოთ რომ ეგენიც და უკრაინელებიც ფანდარასტები არიან
ნაცების საყურადღებოდ ....
“ამერიკის თავზე თვითმფრინავები ნაკურთ წყალს ღვრიან… ის ხალხი გამოჩნდეს, მსგავს ქმედებას ჩვენში ჩამორჩენილობას რომ უწოდებენ…” – პეტრე კოლხი
სვეტიცხოვლის მოძღვარი მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ნაკურთხი წყლის პკურებისა და ხატებით ქალაქის დალოცის გამო საზოგადოებაში გამოწვეულ უარყოფით რეაქციებს ეხმაურება და წერს, რომ ამ თემებზე ქილიკი თანმედროვეობა არაა, რადგან ამერიკაშიც კი ვერტმფრენებიდან ნაკურთხ წყალს ღვრიან.
“ამერიკის თავზე თვითმფრინავები ნაკურთ წყალს ღვრიან… ის ხალხი გამოჩნდეს, მსგავს ქმედებას ჩვენში ჩამორჩენილობას და ავადმყოფობას რომ უწოდებენ… თან უფლებების დაცვაზე რომ აქვთ საოცარი პრეტენზია…რწმენა ხელშეუხებელია… ამ თემებით ქილიკი კი ძალით ,,აზრზე მოსული” ადამიანების სენია..
.#შეგეწიოთამერიკისციდან გადმოღვრილი ნაკურთი წყალი. მით უფრო მათ, ვისაც მხოლოდ ამერიკა ჰგონია დემოკრატიის შუქურა!..” – წერს პეტრე კოლხი.
--------------–-------------------------
პოლიტიკური მკვლელობა უკვე საქმეა და საქმის საქმე როგორ აღკვეთა?
იქნებ უნდა იყოს - სუს-მა პოლიტიკური მკვლელობა აღკვეთა?
ქართული გრამატიკის გაკვეთილებს ასე "კალხოზად" როგორ აცდენდით ე.წ. ჟურნალისტები?
თქვე დალოცვილებო, რომელიმე კლასიკოსი მაინც არ წაგიკითხავთ?
ან კლასიკოსების სსრკ-ს დროინდელი თარგმანი?
აეთი ქართული ვინ გასწავლათ?
ქურდებს ქუდი ეწვის!