„კონკრეტული ქვეყნები ესკალაციას არ უნდა მოერიდონ“,- ეს არის უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებაში“ გაკეთებული განცხადება. რას გულისხმობს, ან რომელ ქვეყნებს, მაკფოლი არ აკონკრეტებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას გაუჩნდა განცდა, რომ ის ქართულ ოპოზიციას აქეზებს და ქვეყანაში ესკალაციის დაწყებისკენ მოუწოდებს. უფრო მეტიც, მაკფოლი არ გამორიცხავს, ქართულ კომპანიებზე, ბიზნესმენებზე და პოლიტიკოსებზე სანქციების დადებას.
„რაც ამ ეტაპზე შემიძლია გაგიმხილოთ, არის შემდეგი: ჩვენს ჯგუფს ნამდვილად აქვს განხილული კონკრეტული ინდივიდუალური პირები და ორგანიზაციები საქართველოდან, რომელთა სანქცირებაზე ვფიქრობთ. ასე რომ, დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას - ახალ დოკუმენტებს ზაფხულის განმავლობაში გამოვაქვეყნებთ. გვაქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთს სანქციებზე გვერდის ავლასა ან, ასე ვთქვათ, „გზის მოჭრაში“, და ჩვენ გვსურს ამას ნათელი მოვფინოთ. იმაზე, რომ საქართველო ნამდვილად არის ჩართული ამაში, ისიც მიუთითებს, რომ დავასახელებთ ცნობილ გვარებს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული და ამიტომაც ვფრთხილობ“, - ამბობს მაკფოლი.
„არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ქვეყნები ესკალაციას არ უნდა მოერიდონ, კითხვის ნიშნებს აჩენს.
„წავიკითხე მაკფოლის ინტერვიუ, სადაც საუბარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაციას არ უნდა მოერიდონ კონკრეტული ქვეყნები და საუბარი ჰქონდა ქართველ ჟურნალისტთან ამ თემაზე, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. მე არ მინდა, ამ თემაში ღრმად შევიდე. ზოგადად, ასეთი მოწოდებები არ არის სწორი. მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება, მე ასე მგონია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ჩვენ რასაც ვვაჭრობთ რუსეთთან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, იგივეს ვაჭრობს დასავლეთი ერთი დღის განმავლობაში. როგორც მან აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.
„ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების დაცვას უფრთხილდება. ეს არის ის, რაც ამოძრავებს ნებისმიერ ქვეყანას. ჩვენც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზარალებს საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას. გახსოვთ, ოპოზიციის მოწოდებები სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც გამოიწვევდა მინიმუმ, მარტო პირველივე წელს, 2,5 მილიარდი დოლარით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემცირებას, ამას ითხოვდა ოპოზიცია. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, საითკენ არის ორიენტირებული რადიკალური ოპოზიცია და ვისი დაკვეთით მოქმედებენ ეს პოლიტიკური ძალები. იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მაკფოლი ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელ ერმაკთან ერთად, ე.წ. კომისიის ხელმძღვანელია, რომელიც კონკრეტულად სანქციებზე მუშაობს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ მაკფოლი აქტიურად ეკონტაქტება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მასთან უკრაინაში არაერთხელ ჩასულან. ამის ამსახველი ფოტოები კი სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნებულა.
„მაკფოლი საქართველოსთან დაკავშირებით ძირითადად ინფორმაციას „ნაცმოძრაობიდან“ და ხელისუფლების სხვა ოპონენტებისგან იღებს. ბუნებრივია, ასევე ინფორმაციის წყარო უკრაინაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არახამია, პოდოლიაკი და ა.შ. არიან და აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ სანქციების სიაში კონკრეტული სახელები კიდევ ვიხილოთ.
მაკფოლი, როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, „გლობალური ომის“ პარტიაში მოიაზრება და, მაშინ, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ სანქციებში კონკრეტრული სახელები და კომპანიები მოხვდნენ. მოდი, ასე ვთქვათ, დასავლეთში გავლენიანი ადამიანების ჯგუფია, რომლებსაც სურთ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაშორონ. არ მოსწონთ ეს ხელისუფლება, რადგან არ ასრულებს „ოცნება“ იმას, რაც მათ უნდათ. აქედან გამომდინარე, თუკი დავუშვებთ, რომ მაკფოლის დაპირება რეალობად გადაიქცა და „აირზენას“ და გაიაშვილის მსგავსად, სხვა ქართველი კომპანიები და პოლიტიკოსებიც დასანქცირდნენ, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში, ნეგატიურ გავლენას მოახდენს“, - ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ისინი, ვინც არ არიან დაინტერესებულები, რომ ჩვენმა ქვეყანამ სტატუსი მიიღის, შეეცდებიან, რომ ეს სანქციების თემა გამოიყენონ. რაც შეეხება მაკფოლის შემდეგ განცხადებას ესკალაციისკენ მოწოდებაზე, ანჯაფარიძე ამბობს, რომ თუკი მისი ნათქვამი ზუსტად არის გადმოთარგმნილი, ეს მისი მხრიდან პირდაპირ, დესტრუქციისკენ მოწოდებაა.
„მისი სიტყვები თუ ნამდვილად ასე ითარგმნება, ეს ნიშნავს იმას, რომ მაკფოლი აქეზებს საქართველოში ოპოზიციას, რომ მიდი, დაიწყეთ და ჩვენ აქ ვართ. არ მგონია ვოლოდიმერ ზელენსკის ძალიან მძიმე განცხადება და ჩვენი ელჩის კიევიდან, ფაქტობრივად, გამოგდება მხოლოდ შემთხვევითობა იყოს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული მესამე სპეცოპერაცია, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა. ყველაფერი ეს, იგივე სანქციები, ელჩის გამოგდება, ხომ გროვდება. წარმოიდგინეთ ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სტრუქტრებში გაიგებდნენ. როდესაც ნეგატიური ინფორმაცია პოზიტიურს აჭარბებს, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც პოზიტიური ვერ იქნება. საკმარისია რომელიმე ბალტიისპირეთის ქვეყანამ, მაგალითად, პოლონეთმა ხელი აწიოს და თქვას, რომ მე წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა, სტატუსს არ მოგვცემენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.
ზელინსკი კი არის დურაკი მაგრამ მართლა ვერ ხვდებიიით რომ ამ ყველაფერს ამერიკა აკეთეეებს??
აქაც მე ვარ ....... იქაც მე ვაააარო ......... ამით მაგას გვეუბნებნა ეს პიდარასტი კოლუმბი....
ფეხი არ მოგვჭამოს............... ფეხიო.............
ამერიკელებს უნდა დავანახოთ რომ ეგენიც და უკრაინელებიც ფანდარასტები არიან
აფხაზეთი და სამაჩაბლო????.....................ახალი სატყუარა .........................ევროკავშირისა არ იყოს, ეხლა ამით უნდა გვაშანტაჟონ
აი რეფორმები................... აი კარგად მოიქეცით.................. აი ნაცებს არ აწყენინოთ ............. აი ისე...... აი ესე... და ასე შემდეგ
და მანამდე გვაჯანჯღარებენ მანამ თავიაანთ მოჩილ და გამყიდველ ნაცებს არ მოიყვანენ...
უკან გაიკეთეთ, უკან
როგორც ჩანს შანტაჟის არსენალი ელევათ და ახალი სიაფანდობა მოიგონეს
უკრაინა გაანადგურეს და ახლოს არ იკარებენ და ჩვეენ??? ...................... ჩვენ ალბათ მაპზე გრძელს მოგვცემენ
ხოოო მართლა .....................................მაპი რა იქნა??
კოკოითი ფანდარასტ!!!!!!!