ჟოლოს სუპი

ჟოლოს სუპი

ინგრედიენტები

4   ჭიქა გარჩეული ჟოლო

1/4  ჭიქა წითელი მშრალი ღვინო

1/2  ჭიქა შაქარი

1   ჭიქა არაჟანი

მომზადებ

ბლენდერში მოათავსეთ ჟოლო, ღვინო და შაქარი, დააფარეთ და თქვიფეთ პიურეს მიღებამდე.

სურვილისამებრ, ჟოლოს თესლი მოაშორეთ.

პიურე გადაიტანეთ დიდ თასში, შეურიეთ არაჟანი და თქვიფეთ კარგად შერევამდე.

დააფარეთ და შედგით მაცივარში სულ მცირე 1 საათით. გემრიელად მიირთვით!