„მიხეილ სააკაშვილის ეკრანზე გამოჩენა მისი ლობისტების მხრიდან კიდევ ერთი გეგმის ნაწილია და ეს უპრეცედენტო შემოტევა, რომელიც უკრაინიდან დაიწყო, შემთხვევითი არ არის“

„მიხეილ სააკაშვილის ეკრანზე გამოჩენა მისი ლობისტების მხრიდან კიდევ ერთი გეგმის ნაწილია და ეს უპრეცედენტო შემოტევა, რომელიც უკრაინიდან დაიწყო, შემთხვევითი არ არის“

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მორიგი გეგმა - როგორ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი მისი ჯამრთელობის მდგომარეობის გამოყენებით. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიიღო პასუხი, რომ საქართველოს ხელისუფლება მას არც აწამებს და არც წამლავს, ექსპრეზიდენტმა ლობისტების მეშვეობით, ახალი კამპანია წამოიწყო. ამის ნათელი მაგალითი მისი 3 ივლისის სასამართლო პროცესზე ჩართვის გადაწყვეტილება იყო, როდესაც ის თავისი ვიზუალის დემონსტრირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას კიდევ ერთხელ შეეცადა. ამ კამპანიაში უმალ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ჩაერთო, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა, რათა მას იქ „სათანადო მკურნალობა“ გაუწიონ. ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათი მისცა საქართველოში გამოფრენისთვის და ხელისუფლებასთან კონსულტაციების გასავლელად. მიუხედავად ამ არადიპლომატიური ჟესტისა, საქართველოს ხელისუფლება ზელენსკის ამ განცხადებას მოზომილი და დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით პასუხობს.

 საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები და კვლავ მიდის ცილისმწამებლურ კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ გათავისუფლების მიზნით მიმდინარეობს.

მისი თქმით, „ტყუილზე დაფუძნებული მავნებლური“ კამპანიის მიზანია, მსჯავრდადებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყნისათვის დამაზიანებელი ამგვარი კამპანიის წარმოებით გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურთ აჟიოტაჟის შექმნა და წარსულში გადაბარგების გადავადება.

მისი თქმით, სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას. მინისტრის მტკიცებით, სამედიცინო პერსონალმა მას და მის ოჯახს მისცა კონკრეტული რეკომენდაცია, რომელსაც არ ასრულებენ.

„თვითდაზიანებაში იგულისხმება შიმშილობის მრავალი ეპიზოდი, ექიმების რეკომენდაციებისადმი არდამორჩილება, მედიკამენტებისა და საკვების შერჩევით მიღება. საკვები მასთან მიაქვთ ოჯახის წევრებს. სამედიცინო პერსონალმა მათ მისცა კონკრეტული რეკომენდაცია, რომელსაც არ ასრულებენ. შესაბამისად, პასუხისმგებელი უშუალოდ ადამიანია საკუთარ ჯანმრთელობაზე, როდესაც მას სახელმწიფო უკეთებს ყველაფერს, უქმნის ყველა პირობას იმისთვის, რომ იმკურნალოს და თუ არ მკურნალობს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება“, -განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება მისთვის სრულიად მიუღებელია. მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ, მტკიცებულებების გარეშე დაუშვებელია.

„ეს განცხადება ჩემთვის პირადად არის სრულიად მიუღებელი, იმიტომ, რომ არ არის მოყვანილი არც ერთი მტკიცებულება და როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში თითქოს ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამას ვერასდროს დავეთანხმები. თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებაში, ლიდერი საქართველოა. ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, მოვუწოდებთ მუდმივად, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა - ესაა წამება? თუ ის არის წამება, რომ 2300-მდე ვიზიტორი ჰყავდა, თუ ის, რომ მისი სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობენ?

ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩვენ, სახელმწიფოს გვაქვს ჩვენი ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას. ეს არის ძალიან სამწუხარო განცხადება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში. იმ ფაქტსაც უნდა გამოვეხმაურო, რომ მათ შორის ჩვენი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლის ფასად იმყოფებოდნენ კიევში ბოლო წუთამდე, იმ დროსაც, როდესაც კიევი იბომბებოდა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდზიანებას განაგრძოს და მისი ვიზუალი, სადაც სიგამხდრე აშკარაა, არის მისივე დამსახურება და არა იმ კლინიკის, სადაც ის მკურნალობს და არა - ხელისუფლების. აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილსა და მის ოჯახს არაერთხელ შესთავაზა, რომ საიდანაც უნდოდათ და ვინც უნდოდათ, ის მედიკოსები ჩამოეყვანათ, თუმაც მათ ამაზე რეაგირება ან არ ჰქონიათ, ან სპეციალურად დაგვიანებით, რათა შემდეგ ეს თემა კვლავ სპეკულაციებისთვის გამოეყენებინათ.

„იუსტიციის მინისტმა გასაგებად განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას განაგრძობს და ეს გამოიხატება იმაში, რომ ის კვლავ ნაკლებ კალორაჟს იღებს, რათა მისი ვიზუალი იყოს ისეთი, რაც სასამართლოზე ჩართვისას ვიხილეთ. მათ ეს სჭირდებათ იმ არგუმენტების გასამყარებლად, თითქოს რეალურად არის ავად. საქმე კი ისაა, რომ სააკაშვილს აქვს კუჭის ოპერაცია გაკეთებული და მან ზუსტად იცის შეზღუდული კალორია როგორ მიიღოს. ისევ ამ ინსტრუქციას მიჰყვება და ამ სიგამხდრეს კონკრეტული პიარისთვის იყენებს. ეს არის მისი და ლობისტების ახალი გეგმის ნაწილი, რომელიც ძირითადად საქართველოს იმიჯის დაზიანებას ემსახურება.

იუსტიციის მინისტრმა ძალიან კარგად აღნიშნა, რომ პოლონელი ექიმების თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან ექიმების ჩამოყვანას ისინი მხარს დაუჭერენ. თუმცა მათ ამ შეთავაზებას სააკაშვილის ოჯახიდან ჯერ რეაგირება არ ჰქონია, შემდეგ მარტში მოიფიქრეს და აქაც საბუთები არასწორად შეავსეს. ამასაც მიზანმიმართულად აკეთებენ, რადგან ისევ სალაპარაკო ჰქონდეთ, რომ სააკაშვილი ცუდად არის. ეს ახალი კამპანიაც გადაივლის და ქარიშხალი ისევ მალევე ჩადგება, რადგან საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ციხეში წამება და ვინ იყო ამის შემოქმედი. ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც თეთრით შავზე წერია, რომ სააკაშვილს არავინ არ აწამებს და ის ქვეყნის ყველაზე საუკეთესო საავადმყოფოში მკურნალობს. მუდმივად მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და თავს დასტრიალებენ. ამიტომ ამ სპეკულაციებსაც ყავლი მალე გაუვა“,-ამბობს აბაშიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ლობისტები ახალ სამოქმედო გგემაზე არიან გადასულები. ყველამ იცის, რომ ის თვითდაზიანებას მიმართავს. ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის ამ კამპანიაში ჩართვა ახალი არ არის და ის ამ გეგმის ნაწილია. ხოლო ამ კამპანიის უკან ქართველიშვილი ამერიკის მიზნებს ხედავს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირებს.

„მიხეილ სააკაშვილის ეკრანზე გამოჩენა მისი ლობისტების მხრიდან კიდევ ერთი გეგმის ნაწილია და ეს უპრეცედენტო შემოტევა, რომელიც უკრაინიდან დაიწყო, შემთხვევითი არ არის. ეს ყველაფერი სააკაშვილს და მის გარემოცვას კარგად აქვს დაგეგმილი და გაწერილი. 3 ივლისის სასამართლოზე, კვლავ იგივე სცენარი გაითამაშეს, რასაც აქამდე აკეთებდნენ - სააკაშვილის საჩვენებელი გამოსვლა და შემდეგ წინასწარ მომზადებული ტექსტებით გამოხმაურებები. სააკაშვილი მიზანმიმართულად საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებს და ეს უკვე კითხვებსაც აღარ ბადებს.

სააკაშვილმა კარგად იცის, რომ თუ პატიმარი საკვებს ნორმალურად მიიღებს, კარგი ვიზუალი ექნება, თუმცა პოლიტიკური მიზნებისთვის ამის აღიარება არ აწყობთ. ზელენსკიმ ამერიკისგან დავალება მიიღო და ისიც გააქტიურდა. ეს არ არის შემთხვევითი განცხადებები. ამის უკან კი კანდიდატის სტატუსზე უარის თქმასაც ვხედავ. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის ეს ვიზუალური გამოჩენა სწორედ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საბაბად გამოიყენონ. ამით კი ქვეყანაში ის რევოლუციური სცენარი განახორციელონ, რომელიც უკვე რამდენჯერმე სცადეს და არ გამოუვიდათ. ამიტომ უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ამხელა ომშია ჩართული, უცბად, სააკაშვილის მდგომარეობამ ააღელვა, ძალიან ბევრ ეჭვეს აჩენს, როცა სტრასბურგის სასამართლომ ასე ღიად განაცხადა, რომ მას არც არავინ აწამებს და არც არავინ წამლავს. ამიტომ ეს არის ერთი დიდი გეგმის ნაწილი, რომელშიც ზელენსკის როლი კარგად არის გაწერილი“, - ამბობს ქართველიშვილი.

trampi ზელინსკიო....
ზელინსკი კი არის დურაკი მაგრამ მართლა ვერ ხვდებიიით რომ ამ ყველაფერს ამერიკა აკეთეეებს??
აქაც მე ვარ ....... იქაც მე ვაააარო ......... ამით მაგას გვეუბნებნა ეს პიდარასტი კოლუმბი....
ფეხი არ მოგვჭამოს............... ფეხიო.............


მანამ აქეთ არ შეგვეხვეწებიან იქით ელჩი აღარ უნდა გაუშვათ...
ამერიკელებს უნდა დავანახოთ რომ ეგენიც და უკრაინელებიც ფანდარასტები არიან
1 წლის უკან