„კგბ-ს დოსიეში იენს სტოლტენბერგიც არსებობდა, როგორც ინფორმატორი, ზედმეტსახელად „სტეკლოვ“, მაგრამ თავად სტოლტენბერგმა არაფერი იცოდა ამის შესახებ“

„კგბ-ს დოსიეში იენს სტოლტენბერგიც არსებობდა, როგორც ინფორმატორი, ზედმეტსახელად „სტეკლოვ“, მაგრამ თავად სტოლტენბერგმა არაფერი იცოდა ამის შესახებ“

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფრთხილი რიტორიკით ცნობილი იენს სტოლტენბერგი ნატოსთვის შეუცვლელი გახდა. მას პოლიტიკურად რთულ დროს უწევდა გენერალური მდივნის პოსტის ჩაბარება. ამდენად, სტოლტენბერგს ნატოს წევრმა 31 ქვეყანამ თანამდებობაზე დარჩენის თხოვნით მიმართა და მანაც გაიზიარა მათი თხოვნა. 1-ელი ოქტომბრის ნაცვლად, როცა სტოლტენბერგს ნატოსთან კონტრაქტი ეწურება, ის ამ პოსტს კიდევ ერთი წლით შეინარჩუნებს.

არადა, მის შესაძლო მემკვიდრეებად დანიის პრემიერი მეტე ფრედერიკსენი და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი განიხილებოდნენ.

ნორვეგიელი პოლიტიკოსი, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ- მინისტრი სტოლტენბერგი ნატოს შტაბ-ბინას 2014 წლიდან უდგას სათავეში. თავის დროზე სტოლტენბერგის კანდიდატურა ნატოს გენმდივნის პოსტზე ანგელა მერკელმა წარადგინა.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სტოლტენბერგი ზედმეტად ფრთხილი ადამიანია, სწორედ ამის გამოა, რომ ნატო ვერ აძლევს იმდენ დახმარებას უკრაინას, რომ რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე შეუტიოს.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის პეტრე მამრაძის აზრით, სტოლტენბერგი საინტერესო პიროვნებაა. სხვათა შორის, მამამისი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო, მერე იენს სტოლტენბერგი გახდა პრემიერ-მინისტრი.

პეტრე მამრაძე საინტერესო შემთხვევას იხსენებს, რომ ნატოს ახლანდელი გენმდივანი სტოლტენბერგი სანამ პოლიტიკური პარტიის წევრი იყო, მას ჰყავდა რუსი განუყრელი მეგობარი, ჟურნალისტი, კგბ-ს მზვერავი, რომელიც როცა გაიქცა დასავლეთში და გაიტანა მასალები, აღმოჩნდა, რომ კგბ-ს დოსიეში სტოლტენბერგიც არსებობდა, როგორც ინფორმატორი, ზედმეტსახელად, „სტეკლოვ“. ნორვეგიაში ამის გამო სასამართლო გაიმართა, სასამართლოზე სტოლტენბერგმა თქვა, „მე ეს ადამიანი საუკეთესო მეგობარი მეგონა, არ ვიცოდი, თუ კგბ-ს აგენტი იყო, მე ყველაფერს ვუყვებოდი, მაგრამ არასდროს არ ვფლობდი საიდუმლო ინფორმაციას, რადგან მასზე წვდომა არ მქონდა“. კი ბატონო, კგბ-ში ჩაითვალა, რომ ძალიან საინტერესო ინფორმატორი იყო სტოლტენბერგი, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. სასამართლომ გაამართლა სტოლტენბერგი და ამ ინციდენტმა იოტისოდენად არ შეუშალა ხელი პოლიტიკურ კარიერაში.

„სტოლტენბერგს არავინ წამოაძახა, შენ ის კაცი არ ხარ, კგბ-ს დოსიეში რომ აღმოჩნდი და გაგასამართლეს?! წარმოიდგინეთ, საქართველოში რა მოხდებოდა. სტოლტენბერგი მტკიცე ადამიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია. მაგალითად, გაეროს გენერალური მდივანი გუტიერეში გამოდის და ამბობს, რომ გაერომ დაკარგა თავისი აზრი და ძირითადი ფუნქცია. მართლაც ასეა, აგერ, უშიშროების საბჭოში კვლავაც მუდმივ წევრად ჰყავთ რუსეთი, თავისი ვეტოს უფლებით. ნატოში კი სულ სხვაგვარადაა ვითარება. სტოლტენბერგმა ძალიან კარგად იცის საზღვარი, რომლის იქით ის, როგორც გენმდივანი ვერ მოახდენს ზეწოლას ვერც საფრანგეთზე, ვერც გერმანიაზე, ვერც ესპანეთზე, ვერც ბრიტანეთზე, ვერ ეტყვის, რომ საწევრო საკმარისი არ არის და ცოტა მეტი თანხა გაიღეთო. სტოლტენბერგი დიპლომატია, მან კარგად იცის, როგორი განწყობაა ამ ქვეყნების მოსახლეობაში, რომ ისედაც ზღვარზე არიან ლიდერები, ხომ არ გგონიათ, საფრანგეთში ვინმეს უნდა რუსეთთან კონფლიქტი, მიკვირს, ამდენს მაინც რომ ახერხებენ უკრაინის დასახმარებლად. სტოლტენბერგი ახერხებს, რომ წევრ ქვეყნებში კონფლიქტს არ იწვევს. ნატოს წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს და პრემიერებს რომ უწევთ სტოლტენბერგთან ურთიერთობა, ისინი რწმუნდებიან, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც რადიკალი არაა, რეალისტია და ოპტიმალურად აკეთებს ყველაფერს“, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი იმასაც იხსენებს, რომ რუსეთის ჯარის გაქცევისას სტოლტენბერგმა თქვა, არავის ეგონოს, ეს ომი მალე დამთავრდება, რუსეთს აქვს ის რესურსი, ომი გაგრძელდეს საკმაოდ დიდხანს, თუნდაც წლები. პეტრე მამრაძის თქმით, სტოლტენბერგი აპირებს დაეხმაროს უკრაინას, სანამ უკრაინა არ გათავისუფლდება ყირიმის ჩათვლით, როგორც ეს უკრაინელ ხალხს უნდა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ სტოლტენბერგი წარმატებული გენერალური მდივანია, ძალიან პრინციპული, ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვები აქვს. ამდენად, კარგია, რომ ის რჩება ნატოს გენმდივნის პოსტზე.

„მე არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი, თუ არა სტოლტენბერგი, რადგან მან კარგად გაართვა თავი საქმეს. ვიდრე უკრაინის ომი არ დასრულდება, მანამდე ის უნდა იყოს ნატოს თავმჯდომარე, რადგან საამისო გამოცდილება გააჩნია. ნატოს სიფრთხილეზე როცა საუბრობენ რუსეთის მიმართ, უნდა გვახსოვდეს, რომ ნატოს თავმჯდომარე არ არის გადამწყვეტი ფიგურა, თავმჯდომარე ანგარიშს უწევს ნატოში გაწევრიანებული სახელმწიფოების ინტერესებს. როგორც ჩანს, სტოლტენბერგი წარმატებით ართმევს თავს კოორდინაციას, ამიტომაც უნდათ ხელახლა დატოვონ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

მისი აზრით, სტოლტენბერგის წინამორბედ რასმუსენს თავისი ხედვები ჰქონდა, სტოლტენბერგს თავისი, ისინი ერთმანეთს ავსებენ და აგრძელებენ. უფრო მეტიც, ხავიერ სოლანამ დაიწყო ახალი პოლიტიკა ნატოში და სოლანას პოლიტიკა ნატოში უკვე დიდი ხანია გრძელდება. ეს არის ახალი ევროპული სტანდარტების პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისნაირი პოლიტიკოსები ამბობდნენ, თითქოს ნატო მოძველდა.

 

petrekupry მამრაძე დაბერდა და დაყლევ------დ---ა.
1 წლის უკან
trampi არა რააა........................ ეს ამერიკელები ჩლუნგები არიან, ჩლუნგები
ეს ანალიტიკური ცენტრებიო,..... ეს ისაო,..... ეს ესაო..................................კარგით რაააა
სადა ჩანს რომ ეგენი აზროვნებენ, ყველას ერთი მეტოდით აწვებიან---- ფული და ღონე
ჩლუნგები
აბა რა ეტყობათ რომ აზროვნებენ?
ის მახსენდება ამერიკელების რეკომენდაციით ------ უგულავამ ხალხს სააახალწლოდ ინდაურები რომ დაურიგა, გულის მოსაგებად
ხოოდა მაშ ამ რეკომენდაციის მიმცემები ჩლუნგები არ არიაან?? ვის რა, როგორ, არც იციან და არც აინტერესებთ....
ამიტომაც არიაან ჩლუნგები და მერე როგორი!!!!!!!!!!!!
ნაცვლად იმისა რომ ,,ნაშას,, დაეპადხოდონ....../ ეგრევე ღონეზე გადადიან
ჰოოდა იმიტომაც გადიან ეგენი უკვე საქართველოში დამკაში
არადა ერთი საკონსერვო მაინც გაეხსნათ მაგ ჯიშ მოტყნულებს.................. და თან გაიძახიან 7 მილიარდი დაგახარჯეთო
ის შვილი მილიარდი ,,გამჭირვალეობას,, დააახარჯეს და გამჭირვალე კაბა ჩააცვეს, ჩვენ რა შუაში ვართ??
1 წლის უკან
trampi ბოდისი მილიარდი კი არა ----- 7 მილიარდიო
1 წლის უკან
trampi უკრაინიდან ზელინსკიმ კი არა ამერიკამ გამოგვიგდო ელჩი, ამერიკამ ....... ზელინსკი უბრალოდ ამერიკის დაკრულზე ცეკვავს.............რასაც უბრძანებენ იმას აკეთებს........................აი ეგააა სინამდვილეში
ისე მე რომ ამათი ვიყო კაი ხანია უკრაინას ნივრიანს დავადებდი,..... თანაც დიდ ნივრიანს
აბა ესე ბოდიშებით რატომ და როდემდე უნდა ველაპარაკოთ...............................იმიტომ რომ ეგ კურდღელი ლომის მეგობარიაა??
.უტვინო ..... ფულის სანაცვლოდ მთელ უკრაინას ანადგურებს, დიდებულ ქვეყანას
ხოოდა ვისაც საქართველო ფეხზე კიდია ქველა ჯანდაბაშიც წასულა-------------
1 წლის უკან
XALIBI პაპა-ს
პაპა, როგორ ხარ?! კოლუმბის გინებას გადაეჩვიე??:):)
1 წლის უკან
trampi აბა რას ამბობ.........................................მაშინ ქართული დამავიწყდება.....
2005 წლიდან კოლუმბი ძალიან შემიყვარდა (გლდანის ეკლესიის ამბების მერე(...7 ნოემბრების მერე ბოლომდე კი ავკრიფე )


ხალიბ გამარჯობა!!!!!!!!!!!!!!
რად დაიკარგე ესე??
ხანდისხან მაინც გამოჩნდი ხოლმე
ისე მე უკვე ნაკლებად ვაქტიურობ..უბრალოდ .ჩემი ძველებური აქტიურობა აღარაა საჭირო--- უკვე მთელი საქართველო ოპტომ გაიძახის ქუნემ კოლუმბიო, ანუ უჩემოდაც გადასარევად იხსენიებენ კოლუმბს
მაგრამ ეს კოლუმბი ნამეტანი რომ გაიიჯვამს ხოლმე თავზე , მერე ვინუჟდენზე ერთი ორ სიტყვას ისევ ვამბობ ხოლმე
ნამეტნავად ეს ვადაგასული ჯოჯოხეთის მაშხალა მაბრაზებს ხოლმე..აქ რომ დაგნარი გაააქვს
ისე კობახიძე ძალიან კაი კაი პასუხებს აძლევს...ასე რომ ნელნელა ,,უმუშევარი,, ვრჩები
თანაცააა და აქაურონბა 90 % ძველმა ხალხმა მიატოვა და ეს საიტი ნაკლებ საინტერესო გახდა...უბრალოდ ინერციით შემოვდივარ ხოლმე-ღა აქ
ისე კი ამ საიტს ძალიან დიდი დამსახურება აქვს...აქ ბევრი ქართული გული ტრიალებდა და ბევრი კარგი რამეც ითქვა
1 წლის უკან
trampi სალომე სამადაშვილი: გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება-ბრიყვია
5 ივლისი, 2023

for.ge

ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ ქართულ ოცნებას, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით, - წერს “ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი, სოციალურ ქსელში.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უკრაინის პრეზიდენის მოსაზრებაზე იქნება დამოკიდებული.

“ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ ქართულ ოცნებას, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით.

ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებენ, გეოპოლოტოკური მოსაზრებით ეგება გავძვრეთო-ზოგს მაინც ეიმედება სტატუსის მიღება.

გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება-ბრიყვია.

და თუ ბრიყვი არ ხარ, ეს გესმის და მაინც აგინებ იმ კაცს, მაშინ რატომ გწყინს 'რუსულ ოცნებას' რომ გეძახიან?” - წერს სამადაშვილი




თავადა ხარ ბრიყვი...... თავად...
არ მოგვცემენ და ვინ წააგებს ??
ალბათ არც მოგვცემენ......................................................................არც გვინდა......
. .ვირს რო წინ ბალახს დაუკიდებენ ხოლმე, რომ გაიქცეს, ზუსტად ისეა ჩვენი საქმე ნაირნაირი დაპირებებით
მთელი ეს წლები ზუსტად მასე მიგვარბეინებენ თავიაანთ ჭკვაზე , მხოლოდ ხეირს ელოდებიან ჩვენგან და წინააღმდეგობა ჩვენგან არ მოსწონთ
ხან ნატოვო.... ხან ტასოვო .... ხან ესაო... ხან ისაო.......ათას მიზეზს გვიძებნიან რომ პასუხი--- არა ----არ გვითხრან და სუ მოლოდინის რეჟიმში რო ვყავდეთ და თავიააანთ დაკრულზე გვცაცეკონ.... ჩვენი ფუნქცია არის მხოლოდ ერთი რუსის ტრაკში უნდა ვიყოთ ეკალი
ვსოოო მორჩა და გათავდა .............ეგაა ჩვენი როლი და მნიშვნელობა მაგათთვის
......რა ატამი.............რის ატამი .......... რა ტყემალი ...
უკრაინა გაწყვიტეს და მაინც არ იღებენ ნატოში და ჩვენ ვინღა ვართ?


მუხრან მაჭავარიანი

XVII საუკუნე

საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
_ დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! _
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.
_ ლექსი იციო?! _ ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას, _ თვალცრემლიანს...
_ ვიციო! _ უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
პატარა საქართველოს პალე-როიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.
_ ყოჩაღ! _ მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, _
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..
ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.

აი ისევ იგეთი ჩათლახია ის ევროპ,ა ისევ იგეთი ...თან პლიუს გაფიდარსტდნენ კიდეც....


მზე ამოდიოდა,

მთვარე ჩადიოდა,

მამალი ჰყიოდა,

კვამლი ადიოდა,

ვიღაცა ტიროდა,

ვიღაცა ჩიოდა,

ვიღაცას შიოდა,

ვიღაცას ციოდა,

და

დრო

გადიოდა.

ვითარცა ღვინო -

ქვევრიდან

ხაპში -

ხაპიდან -

დოქში -

დოქიდან

ჯამში -

ქართული სისხლი,

ქართული სული,

ქართული სიტყვა,

ქართული გული

გადადიოდა

კაციდან კაცში…

გადადიოდა,

გადადიოდა,

გადადიოდა -

და მოდიოდა,

და მოდიოდა,

და მოდიოდა,

და მოდიოდა,

ვითარცა მტკვარი…

გზადაგზა სვამდნენ,

ამღვრევდნენ,

ღვრიდნენ,

უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,

უგულოდ ჰყიდდნენ

და…

მიუხედავად ამისა, მაინც -

გამოიარა

რუსთველის გული,

გამოიარა

ვახტანგის გული,

გამოიარა

თამარის გული,

გამოიარა

სულხანის გული

და დღეს -

შოთაის ნაქონი სისხლით,

და დღეს -

ვახტანგის ნაქონი სისხლით,

და დღეს -

სულხანის ნაქონი სისხლი
............................................
........................................
..........................................






სამადაშვილს და ნაცებს კიდევ მარტო სკამი და თანამდებობა ელანდებათ
1 წლის უკან