სროლას ფილადელფიაში 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამდენივე დაშავდა. მათ შორის ორი არასრულწლოვანი, 2 და 13 წლის ბავშვია.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი ადამიანი - მთავარი ეჭვმიტანილი და მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, საპასუხო ცეცხლი გახსნა. მომხდარის მოტივი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.