ირაკლი ჩიქოვანი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი მთავარი მიზანია, რომ ეს ქვეყანა ჩართონ ისეთ არეულობაში და ომში, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ ჩვენგანს დააზიანებს

ირაკლი ჩიქოვანი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი მთავარი მიზანია, რომ ეს ქვეყანა ჩართონ ისეთ არეულობაში და ომში, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ ჩვენგანს დააზიანებს

მათი მთავარი მიზანია, რომ ეს ქვეყანა ჩართონ ისეთ არეულობაში და ომში, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ ჩვენგანს დააზიანებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა.

„მეორეს მხრივ, ის წარმოდგენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შეიძლება ვფიქრობდეთ იმას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ ძალადობის გზით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - აღნიშნავს ჩიქოვანი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც რადიკალური ოპოზიციის მიზნებსა და რუსეთში ვერშემდგარ ამბოხზე ვრცლად საუბრობს.