„ნაციონალებმა“ ირწმუნეს, რომ პუტინი იმდენად შეაშინა სააკაშვილის მიმართვამ კავკასიელებისადმი, რომ სასწრაფოდ დაღესტანში ჩაქანდა იმ შიშით, ვაითუ, სააკაშვილის ნათქვამის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასია მართლაც გაერთიანდეს და დაირაზმოს რუსეთის წინააღმდეგო.
სინამდვილეში, რა ფასი აქვს კავკასიელებისთვის სააკაშვილის სიტყვებს, ამის შესახებ for.ge-ს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ესაუბრა.
კავკასიაში ყველაფერი ეფუძნება ღირსებას, ავტორიტეტს, ვაჟკაცობას. რამდენად ჯდება ამ კრიტერიუმებში სააკაშვილი, რომ კავკასიელებმა უბრალოდ მოუსმინონ მას და დაინახონ მასში კავკასიის გამაერთიანებლის მისია? თანაც, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, რას ნიშნავს, რომ სააკაშვილი თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის სამდივნოს შექმნას თბილისში კი არ მოითხოვს, არამედ კიევში? თბილისი ხომ ყოველთვის კავკასიელთა შემკრები დედაქალაქი იყო, საქართველო კი კავკასიელებისთვის ჰეგემონად, კულტურის ცენტრად ითვლებოდა?!
- გავიხსენებ იმ პერიოდს, როცა მე გახლდით პარლამენტის წევრი 2008-12 წლის ოქტომბრის ჩათვლით, აგვისტოს ომის შემდეგ მე უკვე ოპოზიციაში ვიყავი გადასული. იმ პერიოდში სააკაშვილი სრულიად არაადეკვატურად და კონტრპროდუქტიულად მოქმედებდა, წარამარა მიმართავდა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებს, მათ შორის, ნუგზარ სხირტლაძე აქტიურობდა, წერილებს წერდნენ ჩვენი პარლამენტის სახელით იმ მოთხოვნით, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ კრემლსო. გასაგებია, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან უარყოფითი რეაქციები მოდიოდა, ისინი გრძნობდნენ, რომ ეს იყო პროვოკაცია, იქაურებს სააკაშვილის მიმართ (და არა საქართველოს მიმართ) მტრული დამოკიდებულება უყალიბდებოდათ. 2008 წელს, როცა სააკაშვილი სამარცხვინოდ გაიქცა და მუხლებზე ხოხავდა გორში, ღირსების შელახვის თვალსაზრისით, უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდათ ჩრდილო კავკასიაში, ვიდრე საკუთრივ საქართველოში. ეს საინტერესო მოვლენაა. სატვირთო მანქანების მძღოლებსაც კი ტელეფონში ჰქონდათ ჩაწერილი ეს კადრები და ეუბნებოდნენ ქართველებს, აი, თქვენი პრეზიდენტი, გაუშვით ოლიმპიადაზე, ალბათ, მედალს მოიტანს ეს ლაჩარიო. ამან ძალიან იმოქმედა ჩრდილო კავკასიელებზე, იქაურებმა ბევრჯერ ნახეს ეს კადრი. თურქეთშიც იგივე განწყობა იყო, აზერბაიჯანშიც. ამასობაში სააკაშვილმა დაიწყო დიასპორების შეგროვება თბილისში-ჩერქეზები, ჩეჩნეთიდან წასული ჩეჩნები, რომელთა ნაწილიც მერე ლაფანყურში დახოცა, ეს ადამიანები ხომ ძალით ჩამოიყვანეს, ყველაფერს მოგცემთო, იარაღს და სხვა. სრულიად არაადეკვატური იყო ჩერქეზთა გენოციდის ცნობა საქართველოს პარლამენტის მიერ, დღემდე მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც ცნო ჩერქეზების გენოციდი. თვითონ ჩერქეზებმაც კი არ ცნეს ეს გენოციდი და ჰქონდათ უარყოფითი რეაქცია, როგორც უცხოეთში ჩერქეზთა დიასპორას, ისე ჩერქეზებს ქვეყნის შიგნით. ანუ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაემსხვრია ის ტრადიციული პატივისცემა, ურთიერთობა, რაც იყო ქართველებსა და ჩრდილო კავკასიის ხალხებს შორის.
ისე, საინტერესოა, ჩერქეზების გენოციდი ხომ მართლაც მოხდა მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ და ხომ გაანადგურეს და განდევნეს ჩერქეზები თავიანთი ისტორიული სამშობლოდან თურქეთში?
- საქმე ისაა, რომ გენოციდს თავისი მკაცრი განსაზღვრება აქვს, როდესაც ხდება ისეთი რამ, რასაც დაღუპვის პირას მიჰყავს მოცემული ეთნოსი ან ერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისმის კითხვა, რატომ არ ცნო ჩერქეზთა გენოციდი არც ერთმა ევროპულმა და სხვა დემოკრატიულმა ქვეყანამ, ვინც ამ საკითხს კარგად სწავლობდა და ვისაც არ აკლდა ისტორიკოსები?! მათ ჩათვალეს, რომ ეს არ იყო გენოციდი, თუმცა სასტიკი მოპყრობა იყო. სხვათა შორის, დღემდე გენოციდად არ არის ცნობილი ჩრდილო ამერიკელი ინდიელების მოსპობა ამერიკაში, რაც დაახლოებით იმავე დროს მოხდა, როცა ჩერქეზების მიმართ განხორციელდა სასტიკი მოპყრობა. არადა, ამერიკაში იყო შეჯახებები და რეზერვაციებში ინდიელების გადაყვანა. ესეც არ არის ჩათვლილი გენოციდად, რადგან სხვა ფაქტორები იყო. თანაც, საინტერესოა, რომ თვითონ ჩერქეზებს არ უნდოდათ ეს აღიარება, რაც სააკაშვილმა გააკეთა. მით უმეტეს, ჩერქეზები, რომლებიც დარჩნენ რუსეთის ფედერაციაში, გრძნობდნენ, რომ ეს აღიარება მათ მდგომარეობას მხოლოდ გაამწვავებდა. მათ არ უნდათ ბრძოლა, ყველამ უარი თქვა გაერთიანებაზე და გაერთიანებული ძალებით ბრძოლაზე კრემლთან. მეტსაც გეტყვით, აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი აზერბაიჯანში ჩავიდა, გამოვიდა მილი მეჯლისში და თქვა, ახლაც საჭიროა, ერთად დავდგეთ და ერთად ვებრძოლოთ რუსეთს ყველა საშუალებით, რაც გვაქვს. ამის შემდეგ ილჰამ ალიევს ხმა არ ამოუღია. ზოგადად, ალიევი თავშეკავებული და ფრთხილი ადამიანია, ის მართლაც დიპლომატია და შემთხვევით არ დაუმთავრებია მგიმო. სამაგიეროდ, მილი მეჯლისის წარმომადგენელმა მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია ავანტიურისტის მხრიდან, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო.
როგორ გგონიათ, ახლა სააკაშვილმა შამილის მიბაძვა გადაწყვიტა, ბაისანგურის, დუდაევის, თუ ილიას, ზვიადს ბაძავს, რომელთაც ჰქონდათ კავკასიის ერთიანობის იდეა? სხვათა შორის, ბაისანგური ნაკლებად ცნობილია საქართველოში, რუსებთან ბრძოლისას ამ ჩეჩენმა მებრძოლმა ცალი თვალი, ცალი ხელი და ცალი ფეხი დაკარგა, მაგრამ მაინც მოითხოვდა, ცხენზე დაებათ, რომ არ გადავარდნილიყო და ისევ შებრძოლებოდა რუსებს.
- ზვიად გამსახურდიას დროს იყო საერთო კავკასიური სახლი, მოგვიანებით ამ იდეას ინტენსიურად ავითარებდა ზურაბ ჟვანია, მას ჩრდილო კავკასიაში ბევრი ნაცნობი ჰყავდა, ჩამოჰყავდა და შეჰყავდა ეს ხალხი ფრაქციებში, მას უნდოდა, ქართველებს კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ კავკასიელებთან. მოგეხსენებათ აფხაზეთის ჭრილობა, როდესაც არა მარტო შამილ ბასაევი, ადიღეელებიც, ოსებიც მრავლად ჩავიდნენ აფხაზეთში და აფხაზების მხარეს იბრძოდნენ იმ მოტივით, მაინც აფხაზები ჩვენიანები არიანო, აფხაზები ჩრდილო კავკასიელი ტომს წარმოადგენდნენ თავდაპირველად თავიანთი ფესვებით. სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიას მიაჩნდა, რომ იშლება ყველაფერი და უნდა ყოფილიყო კარგი ურთიერთობა ქართველებსა და ჩრდილო კავკასიელებს შორის, ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტ გალაზოვს ხშირად ურეკავდა ზვიად გამსახურდია, ამის შესახებ მიყვებოდა გალაზოვი.
თუმცა ყველაფერი შეიცვალა ლაფანყურის მოვლენის შემდეგ, რაც საერთოდ არ ჯდებოდა კავკასიურ ურთიერთობაში, შემოიტყუეს ჩეჩნები და ამოხოცეს.
- ლაფანყურის მოვლენებს წინ უსწრებდა შემდეგი ფაქტი. 150-ზე მეტი ჩამოყვანილი ჩრდილო კავკასიელი მოამზადეს, წახვალთ და იბრძოლებთო, ბოლო მომენტში რუსეთიდან თითი რომ დაუქნიეს მერაბიშვილს და მერაბიშვილმა მოახსენა სააკაშვილს, უნდა შევაჩეროთო, ვერ შეაჩერეს ჩრდილო კავკასიელები, მათ თქვეს, თქვენ თქვენი გზით წადით თბილისში, ჩვენ ფიცი მივეცით ალაჰს და გავუყვებით გზასო, მაშინ ღამით მძინარეები ჩაცხრილეს სააკაშვილის დავალებით, ამას გადაჰყვნენ ქართველი ოფიცრები. ასეთ რამეებს ჩადიოდნენ იმ რეჟიმის წარმომადგენლები. მერე პანკისში ჩუმად კრძალავდნენ დაღუპულ ადამიანებს. წარმოიდგინეთ, რა განწყობაა ჩრდილოეთ კავკასიაში სააკაშვილის მიმართ. ამის შემდეგ სააკაშვილის მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანებაზე საუბარი, თან კიევში შტაბბინის შექმნა გაუგებარია. თბილისი ახსენეთ, როგორც კავკასიელების შემკრები ცენტრი. მოვლადი უდუგოვი, იჩქერიის დევნილი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი, ამბობდა, მე ვინატრებდი, როგორც შვეიცარიაა ერთგვარი ცენტრი, სადაც ყველას შეუძლია ჩავიდეს და მოლაპარაკება აწარმოოს ნებისმიერ საკითხზე, ისე ამ თვალსაზრისით, ბუნებრივი ფუნქცია ჰქონდეს საქართველოს და კონკრეტულად თბილისსო. გავიხსენოთ შევარდნაძის პოლიტიკა, მშვიდობიანი კავკასიის ინიციატორი იყო თვითონ შევარდნაძე, მაგრამ წინა პლანზე ყოველთვის აყენებდა ელცინს. კისლავოდსკის შეხვედრა ვისაც ახსოვს, იქ იყვნენ ელცინი, ალიევი მამა, პეტროსიანი და შევარდნაძე, მერე უკვე ლუქსემბურგში განმეორდა ეს შეხვედრა და მნიშვნელოვან დოკუმენტებს აწერდნენ ხელს, უკვე ფიქრი იყო იმაზე, რომ თურქეთის ნაწილიც ხომ სამხრეთ კავკასიის ნაწილია, ეგებ, თურქეთიც ჩავრთოთო, მაგრამ რუსებს არ უნდოდათ. ეს იყო სახელმწიფოებრივი მიდგომა და, არავითარ შემთხვევაში, აბა, გავერთიანდეთ და ერთად დავარტყათ რუსებს.
2009 წლის თებერვალში სააკაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, მთელი დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა, იქ დაიწყო ლაპარაკი, ახლა მე ძმარს ვადენ ცხვირიდან საქართველოს მტრებს, ვინც ჩემი ქვეყანა დააზიანა, ცხადია, იგულისხმა რუსეთი, სააკაშვილი აცხადებდა, საბჭოთა კავშირი დაიშალა რადიო „სვობოდას“ და „ამერიკის ხმის“ გადაცემების შედეგად, მე დავშლი რუსეთს და ეს დაშლა დაიწყება ჩრდილო კავკასიიდანო. ეს ხომ ბოდვა იყო, მეტად საზიანო საქართველოსთვის. ახლაც იგივეა. ეს ადამიანი ბოდავს, მაგრამ ისეთი საზიანო მისი ბოდვა აღარ არის. როცა პრეზიდენტი იყო, მაშინ დიდ ზარალს აყენებდა საქართველოს. სხვათა შორის, სასამართლოში მის გამოსვლასთან დაკავშირებით წამიკითხავს უცხოეთის კორესპონდენტების დაწერილი, რომლებიც ამბობენ, აშკარად ბოდავს ყოფილი პრეზიდენტიო.
იდეალურად ზუსტი ნათქვამია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!
12 წელია აქ ზუსტად მაგას გავყვირი ..... ამათ თავიაანთი ჩათლახობებით კომუნისტები მომანატრ--შემაყვარეს--მეთქი
ჭირს მოგცემ .......... ჭირს მოგანატრებო---ზუსტად ესე გამოვიდა ჩვენ
ნაცებმა ხომ დაიწყაეს ვაგნერის ჯანყზე ტაშფანდური---მტრის ბანაკში არეულობა ჩვენ წისქვილზე ასხამს წყაალსო
ხოოდა ზუსტად მაგიტომააა ჩათლახ პუტინს რომ ,,ვბალეშიკობ,,.....
იმიტომაც ვიძახი აქ ყოველთვის --აგე, გავიდნენ ორივენი წყნარ ოკიანეში და იქ გააარკვინ ერთმანეთში თავიანთი ამბები..
იქ დასცხონ ერთმანეთს...... მე კი ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ .........ბოლოს თუ რომელიმე გადარჩება ..დავიძახებ ----- ვინც მოვიდა გაუმარჯოს მეთქი
ჩვენი საქმე ისეა----აქლემების ჩხუბში ჭიანჭველები იჭყლიტებოდნენო,..................ერთმანეთის ჯიბრზე, ხან ერთი კეტილმოტყნული გვირტყავს თავში და ხან მეორე... თან ისე გვირტყამენ პრიჩინაც არ სჭირდებათ, --უბრალოდ ხოში აქვთ----რატო ქუდი არ გახურიათო
ხოოოდა იმიტომაც გავიძახი, ჟამი აქვს ამერიკას უკვე მოსული, ჟამი მეთქი და ეს მისი ფორიაქი უკვე მათი აგონიის ნიშანია--ბრალია, აგონიის...იქ ეხლა ჩერნენკო--ბაიდენის პერიოდია
მოკლედ ესენი მეშვიდეები არიან, მეშვიდეები..........წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო .....
არადა 1987 წლიდან რომ მახსენდება ,,რაღაცეები,, მწარედ მეციინება, თანაც ძალაინ მწარედ-------თურმე მაშინ საკუთარი თავისთვის, ახალ ხუდებს ვჭედით და არა ჩვენ დამოუკიდებლობას....ხოოდა ეხლა რაღაც იმედები ჩანს და მგონი რაღაცაც გამოცხვება
არადა 35 წელია მაგ იმედის ძებმნაში, დედა გვეტირა(ჩამოთვლას აზრი არა ააქვს, აქაურებმა ისედაც ყველამ ვიცით, რაც გადახდა საქართველოს)
ობლის კვერი ცხვა ცხვა და ბოლოს გამოცხვაო ...ხოოდა იმედი მაქვს--- ბოლო ბოლო ამჯერად მაინც გამოცხვება!!!!