ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს საფრანგეთში მიმდინარე არეულობას

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს საფრანგეთში მიმდინარე არეულობას

გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს საფრანგეთში მიმდინარე არეულობას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ვითარების დარეგულირებას მალე შეძლებს და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

„არ ველოდები, რომ საფრანგეთი არასტაბილური გახდება, თუნდაც იმ სურათის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია“, – აღნიშნა შოლცმა გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი მოკლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, ემანუელ მაკრონი იძულებული გახდა გერმანიაში სამდღიანი ვიზიტი გადაედო.