საფრანგეთში მასობრივ არეულობაში მონაწილე 15 პირს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთში მასობრივ არეულობაში მონაწილე 15 პირს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთში მასობრივ არეულობაში მონაწილე პირებს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, მასობრივი არეულობის ტალღაში მონაწილე პირების წინააღმდეგ პირველი განაჩენი საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გამოიტანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 პირს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს. ხუთი მათგანი სასამართლოს დარბაზიდან ციხეში გადაიყვანეს. სამ ადამიანს შინაპატიმრობა მიუსაჯეს და ელექტრონული სამაჯურის ტარება დაავალდებულეს, კიდევ ორს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს, რვა კი პროცედურული დარღვევების გამო გათავისუფლდა.

საფრანგეთში 5-დღიანი არეულობის შემდეგ, შედარებით სიმშვიდეა. მწვავე საპროტესტო გამოსვლებს პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში, სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა გადაწვეს და გაძარცვეს მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები და დააზიანეს სახელმწიფო ინფრასტრუქტურაც. არეულობა საფრანგეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 ივნისს პარიზში პოლიციელმა 17 წლის ბიჭი მოკლა. სამართალდამცველი მალევე დააკავეს, თუმცა მასობრივი არეულობის შეჩერება ვერ მოხერხდა.