ლგბტქ+ პროპაგანდა საქართველოში შესაძლოა კანონით აიკრძალოს. მთავრობა კანონპროექტს მალე წარადგენს, თუმცა აკრძალვამდე თბილისი პრაიდის კვირეულს მასპინძლობს. კვირეული, რომელიც სამი ღონისძიებისგან შედგება, 8 ივლისს პრაიდ ფესტივალით დასრულდება. გახსნით ღონისძიებას ლგბტქ+ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის განცხადებით, რომელიც ღონისძიების სტუმარი იყო, აღნიშნა, რომ ღონისძიების უსაფრთხოება დაცულია და თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, რომლის განცხადებით, მისთვის ეს არის დღესასწაული, თანასწორობის დღესასწაული იმისთვის, რომ ყველას შეახსენონ, თანასწორობა არის უპირველეს ყოვლისა ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად მათი ნებისმიერი ნიშნისა.
„პრაიდ კვირეული ასევე არის იმისთვის, რომ ადამიანები უნდა იყვნენ ისინი, ვინც არიან და ისე, როგორც არიან. მადლობელი ვარ, რომ ღონისძიება არის დაცული, მონაწილეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ და იმედია, რომ პრაიდის კვირეულის ხვალინდელი ღონისძიებებიც ჩაივლის ასევე უსაფრთხოდ ყველასთვის“, - განაცხადა მააიკე ვან კოლდამმა.
ლგბტქ+ დაანონსებულ კვირეულს საგანგებო განცხადებით ეხამურება საქართველოს საპატრიარქო და თვლიან, რომ არ შეიძლება ღონისძიებას თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს. განცხადების თანახმად, ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს, ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს საკანონმდებლო გზით პრობლემის დარეგულირება.
„ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული „ლგბტ კვირეული“, რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს. მიგვაჩნია, რომ „ლგბტ პროპაგანდა“ დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს. პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში მათ ცნობიერებაზე ძალადობაა.
ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ყველა გამოკითხვით მოსახლეობის 90%-ზე მეტი, მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს, ქრისტიანულ ფასეულობებს, ტრადიციებს. შესაბამისად, არსებული ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმად აიკრძალება ლგბტ პროპაგანდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა.
„ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე თემა, ამის თაობაზე ძალიან ბევრ ქვეყანაში არაერთი დებატი გაიმართა და დღემდე გრძელდება ეს დებატები. მე ღიად ვთქვი რამდენიმე დღის წინაც და ახლაც გავიმეორებ, არ მოვერიდები, საერთოდ არ მიმაჩნია, უხერხულობად ამაზე საუბარი. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ უნდა გავხსნათ დებატები ამ თემაზე ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ცხადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია, მკაფიოდ ითქვას, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არის მიუღებელი.
ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ღიად გეუბნებით, მიუღებელია მეგობრებო, არ შეიძლება. ევროპაშიც და სამწუხაროდ, ამერიკაშიც რა ხდება იცით თქვენც, საჯაროდ არის ინფორმაცია ამის თაობაზე - ბაღებში შევიდა ეს პროპაგანდა, არ შეიძლება, კატასტროფაა ეს. ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა, ეს არის მიუღებელი. მიუღებელია, არ შეიძლება, ასევე ამორალური იყო კამპანია, რომელიც აწარმოა „მაკდონალდსმა“ და თქვა რომ ეს იყო გლობალური კამპანიის ნაწილი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეს საკითხი არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა. ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტშიც, მათ შორის შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრამ მისი თქმით, ამას სჭირდება დებატების გახსნა და საერთო კონსენსუსის მიღება.
„ჩვენ 2014 წელს მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩვენი ინიციატივით ქორწინების დეფინიცია მოხდებოდა კონსტიტუციის დონეზე, რომ დაგვეზღვია ყველა შესაძლო შემდგომი რისკი. აი, მაგალითად, თამარ კორძაია რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი, მან შეიძლება მოითხოვოს, მოეთხოვა, ეს არასდროს არ მოხდება, ქორწინების დეფინიციის გაუქმება, ან ამ პროპაგანდის დაშვება სკოლებში, ბაღებში.
ჩემი პოზიცია გითხარით, მე ასე მიმაჩნია, რომ ეს საკითხები საჭიროებს ფართო დებატებს, უნდა გაიხსნას დებატები ამ თემებზე, უნდა ღიად ვისაუბროთ საზოგადოებაში, მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია. მე ჩემი პოზიცია გითხარით როგორც მოქალაქის და მთავრობის მეთაურის პოზიცია, რომ მიუღებელია ჩემთვის ეს პროპაგანდა ბაღებში და სკოლებში. საგანგაშო ტენდენციაა, საფრანგეთის კვლევა დავასახელეთ, IPSOS-მა საფრანგეთმა ჩაატარა კვლევა. საფრანგეთში ახალგაზრდების 22% აცხადებს თავს ლგბტ-დ. ეს არის საგანგაშო ტენდენცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინიციატივა, რომ ლგბტ პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს, მხარს არ უჭერს პრეზიდენტი და აცხადებს, რომ ჯერ არმიღებულ კანონს ვეტოს დაადებს. სალომე ზურაბიშვილი პრემიერს რიტორიკას უწუნებს და მოუწოდებს, რომ უთუოდ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს არის მიუღებელი რიტორიკა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული წარსული და რომლის თაობები მოდიოდა იმით, რომ ევროპული ღირებულებები იყო ღირებულებები. „ვეტო, ვეტო“. რაც ლგბტ-ს ეხება, ჩვენი არიან კინტოები!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელიც შეზღუდავს ლგბტ პროპაგანდას. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი თვლის, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დაუპირისპირდეს. შეგახსენებთ, რომ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აპირებენ კანონპროექტის მომზადებას, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას გულისხმობს. როგორც ინჯია აცხადებს, დაახლოებით 7 კანონპროექტია იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც 30 აპრილის ორგანიზატორებმა დააყენეს. ოპოზიციაში თვლიან, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე.
ხელები შორს ერის გენოფონდისაგან!
ნაცარასტებო, თავი დაანებეთ ბავშვების გახრწნას!
ძირს ნაცარასტი ოპოზიცია!
იდეალურად ზუსტი ნათქვამია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!
12 წელია აქ ზუსტად მაგას გავყვირი ..... ამათ თავიაანთი ჩათლახობებით კომუნისტები მომანატრ--შემაყვარეს--მეთქი
ჭირს მოგცემ .......... ჭირს მოგანატრებო---ზუსტად ესე გამოვიდა ჩვენ
ნაცებმა ხომ დაიწყაეს ვაგნერის ჯანყზე ტაშფანდური---მტრის ბანაკში არეულობა ჩვენ წისქვილზე ასხამს წყაალსო
ხოოდა ზუსტად მაგიტომააა ჩათლახ პუტინს რომ ,,ვბალეშიკობ,,.....
იმიტომაც ვიძახი აქ ყოველთვის --აგე, გავიდნენ ორივენი წყნარ ოკიანეში და იქ გააარკვინ ერთმანეთში თავიანთი ამბები..
იქ დასცხონ ერთმანეთს...... მე კი ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ .........ბოლოს თუ რომელიმე გადარჩება ..დავიძახებ ----- ვინც მოვიდა გაუმარჯოს მეთქი
ჩვენი საქმე ისეა----აქლემების ჩხუბში ჭიანჭველები იჭყლიტებოდნენო,..................ერთმანეთის ჯიბრზე, ხან ერთი კეტილმოტყნული გვირტყავს თავში და ხან მეორე... თან ისე გვირტყამენ პრიჩინაც არ სჭირდებათ, --უბრალოდ ხოში აქვთ----რატო ქუდი არ გახურიათო
ხოოოდა იმიტომაც გავიძახი, ჟამი აქვს ამერიკას უკვე მოსული, ჟამი მეთქი და ეს მისი ფორიაქი უკვე მათი აგონიის ნიშანია--ბრალია, აგონიის...იქ ეხლა ჩერნენკო--ბაიდენის პერიოდია
მოკლედ ესენი მეშვიდეები არიან, მეშვიდეები..........წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო .....
არადა 1987 წლიდან რომ მახსენდება ,,რაღაცეები,, მწარედ მეციინება, თანაც ძალაინ მწარედ-------თურმე მაშინ საკუთარი თავისთვის, ახალ ხუდებს ვჭედით და არა ჩვენ დამოუკიდებლობას....ხოოდა ეხლა რაღაც იმედები ჩანს და მგონი რაღაცაც გამოცხვება
არადა 35 წელია მაგ იმედის ძებმნაში, დედა გვეტირა(ჩამოთვლას აზრი არა ააქვს, აქაურებმა ისედაც ყველამ ვიცით, რაც გადახდა საქართველოს)
ობლის კვერი ცხვა ცხვა და ბოლოს გამოცხვაო ...ხოოდა იმედი მაქვს--- ბოლო ბოლო ამჯერად მაინც გამოცხვება!!!!
ეს ანალიტიკური ცენტრებიო,..... ეს ისაო,..... ეს ესაო..................................კარგით რაააა
სადა ჩანს რომ ეგენი აზროვნებენ, ყველას ერთი მეტოდით აწვებიან---- ფული და ღონე
ჩლუნგები
აბა რა ეტყობათ რომ აზროვნებენ?
ის მახსენდება ამერიკელების რეკომენდაციით ------ უგულავამ ხალხს სააახალწლოდ ინდაურები რომ დაურიგა, გულის მოსაგებად
ხოოდა მაშ ამ რეკომენდაციის მიმცემები ჩლუნგები არ არიაან?? ვის რა, როგორ, არც იციან და არც აინტერესებთ....
ამიტომაც არიაან ჩლუნგები და მერე როგორი!!!!!!!!!!!!
ნაცვლად იმისა რომ ,,ნაშას,, დაეპადხოდონ....../ ეგრევე ღონეზე გადადიან
ჰოოდა იმიტომაც გადიან ეგენი უკვე საქართველოში დამკაში
არადა ერთი საკონსერვო მაინც გაეხსნათ მაგ ჯიშ მოტყნულებს.................. და თან გაიძახიან 7 მილიარდი დაგახარჯეთო
ის შვილი მილიარდი ,,გამჭირვალეობას,, დააახარჯეს და გამჭირვალე კაბა ჩააცვეს, ჩვენ რა შუაში ვართ??