„საქართველოში გახშირებული ცემა-ტყეპის უკან, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მერაბიშვილის ხელწერა იგრძნობა“

„საქართველოში გახშირებული ცემა-ტყეპის უკან, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მერაბიშვილის ხელწერა იგრძნობა“

„კიდევ ბევრია საცემი“, - მიიჩნევს ფრიდონ ინჯია და „ნაციონალების“ ცნობილი ლოზუნგის - „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ პერიფრაზს ახდენს.

ფრიდონ ინჯიას აზრით, ბოლო პერიოდში მომხდარი ცემისა და ძალადობის ფაქტები ადასტურებს, რომ აუცილებელია „ცილისწამებისა და შეურაცხყოფის“ შესახებ კანონის მიღება, რისთვისაც ინჯია „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას სთხოვს.

„ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ. თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას და ცილისწამებას აკრძალავს, თუნდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს“, - მიიჩნევს „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.

მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტს ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც აცხადებს, რომ მშვილდაძემ თავის თავს უნდა მიხედოს, კაცი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე დედას იგინება, მერე ამაზე იღებს პასუხს. კობახიძის აზრით, პირველ რიგში, მიშა მშვილდაძე საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს, მშვილდაძეს აქვს პოლიტიკური მიზანი, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს, მან საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს, როცა შეურაცხყოფას აყენებდა უამრავ ადამიანს თავის გარშემო, ისიც არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამღვივებელი.

„გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძე ცემა-ტყეპასთან დაკავშირებით საკუთარ დაკვირვებას უზიარებს საზოგადოებას. ის ფიქრობს, რომ განსაკუთრებით უტევენ მათ, ვისაც ახალგაზრდები უსმენენ, რადგან თავად „ქართულ ოცნებას“ კატასტროფული მდგომარეობა აქვს ახალი თაობის მხარდაჭერის მხრივ. ასე დაიწყეს ლევან ბერძენიშვილით და გააგრძელეს სხვებით.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე საქართველოში გახშირებული ცემა-ტყეპის უკან ვანო მერაბიშვილის ხელწერას ხედავს, ცალკეულ შემთხვევათა გამოკლებით.

„გაიხსენეთ სააკაშვილის ცნობილი მოწოდება ნიკა გვარამიას მიმართ, „უნდა მოკვდეს ქალი“, შემდეგ პაუზაა და სააკაშვილი აგრძელებს, „სასურველია ორსული იყოს“. ეს ქართველ ქალს ეხებოდა, ზოგადად, ვიღაც ქართველ ქალს, მოძებნეთ, მოკალით და აჩვენეთ ტელევიზიით, რომ მთავრობამ მოკლაო. ახლა რომ გაილახნენ მიშა მშვილდაძე, ლევან ბერძენიშვილი და სხვები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მე ამაში პირდაპირ დავინახე მერაბიშვილის ხელწერა“, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე აზრით, „ნაციონალები“ ყოველთვის თვითონვე აწყობდნენ პროვოკაციებს, ჯერ როცა მოდიოდა სააკაშვილი, ზუგდიდში ნიღაბი რომ ჩამოხსნეს, ეს ყველაფერი მათი დადგმული იყო: „7-8 მარტის საპროტესტო აქციებისას ძალიან მეშინოდა, ყველას ვეუბნებოდი, ხალხო, ფრთხილად იყავით, სადმე გვამი არ გამოაგდონ „ნაცებმა“, თვითონ მოკლავენ ვინმეს და იტყვიან, აგერ, ნახეთ, მთავრობამ რა ქნა. თუმცა, მადლობა ღმერთს, ასეთი მძიმე დანაშაული „ნაცებმა“ ვერ გაბედეს“.

trampi დავით ქართველიშვილი: საბჭოთა „ვაის“ გაყრილები, დასავლეთის „ვუის“ შევეყარეთ იდენტური იმპერიალისტური, კოლონიალური, უსამართლობასა და მონობაზე დაფუძნებული დამოკიდებულებით

იდეალურად ზუსტი ნათქვამია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!

12 წელია აქ ზუსტად მაგას გავყვირი ..... ამათ თავიაანთი ჩათლახობებით კომუნისტები მომანატრ--შემაყვარეს--მეთქი
ჭირს მოგცემ .......... ჭირს მოგანატრებო---ზუსტად ესე გამოგვივიდა ჩვენ

ნაცებმა ხომ დაიწყაეს ვაგნერის ჯანყზე ტაშფანდური---მტრის ბანაკში არეულობა ჩვენ წისქვილზე ასხამს წყაალსო
ხოოდა ზუსტად მაგიტომააა ჩათლახ პუტინს რომ ,,ვბალეშიკობ,,.....
იმიტომაც ვიძახი აქ ყოველთვის --აგე, გავიდნენ ორივენი წყნარ ოკიანეში და იქ გააარკვინ ერთმანეთში თავიანთი ამბები..
იქ დასცხონ ერთმანეთს...... მე კი ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ .........ბოლოს თუ რომელიმე გადარჩება ..დავიძახებ ----- ვინც მოვიდა გაუმარჯოს მეთქი
ჩვენი საქმე ისეა----აქლემების ჩხუბში ჭიანჭველები იჭყლიტებოდნენო,..................ერთმანეთის ჯიბრზე, ხან ერთი კეტილმოტყნული გვირტყავს თავში და ხან მეორე... თან ისე გვირტყამენ პრიჩინაც არ სჭირდებათ, --უბრალოდ ხოში აქვთ----რატო ქუდი არ გახურიათო
ხოოოდა იმიტომაც გავიძახი, ჟამი აქვს ამერიკას უკვე მოსული, ჟამი მეთქი და ეს მისი ფორიაქი უკვე მათი აგონიის ნიშანია--ბრალია, აგონიის...იქ ეხლა ჩერნენკო--ბაიდენის პერიოდია
მოკლედ ესენი მეშვიდეები არიან, მეშვიდეები..........წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო .....
არადა 1987 წლიდან რომ მახსენდება ,,რაღაცეები,, მწარედ მეციინება, თანაც ძალაინ მწარედ-------თურმე მაშინ საკუთარი თავისთვის, ახალ ხუდებს ვჭედით და არა ჩვენ დამოუკიდებლობას....ხოოდა ეხლა რაღაც იმედები ჩანს და მგონი რაღაცაც გამოცხვება
არადა 35 წელია მაგ იმედის ძებმნაში, დედა გვეტირა(ჩამოთვლას აზრი არა ააქვს, აქაურებმა ისედაც ყველამ ვიცით, რაც გადახდა საქართველოს)
ობლის კვერი ცხვა ცხვა და ბოლოს გამოცხვაო ...ხოოდა იმედი მაქვს--- ბოლო ბოლო ამჯერად მაინც გამოცხვება!!!!
1 წლის უკან
trampi უკრაინიდან სააკაშვილის გამოხსნაზე ატეხილი ახალი ხმაური---შემოტევა, რათქმა უნდა ისევ ამერიკელების ჩაწყობილია


რამაზ საყვარელიძე: ზელენსკიმ თუ რამე შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, ომი ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ თუ შეძლებს, შეიძლება ესეც გააკეთოს - სააკაშვილს ითხოვენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი უნდათ, დასაყვედრებელი თემა სჭირდებათ
1 წლის უკან