ვინეგრეტი

ვინეგრეტი

ინგრედიენტები

700   გრამი კარტოფილი

450   გრამი ჭარხალი

150   გრამი სტაფილო

230   გრამი ბარდა

4   ცალი დიდი მჟავე კიტრი

1/3  ჭიქა კამა

2   ს/კ დაჭრილი ხახვი

3   ს/კ ზეითუნის ზეთი

3   ს/კ თეთრი ღვინის ძმარი

1   ს/კ ლიმონის წვენი

3   ს/კ მდოგვი

1   ჩ/კ მარილი

1/2  ჩ/კ დაფქული შავი პილპილი

1   ჩ/კ ნივრის ფხვნილი

მომზადებ

ჭარხალი ქვაბში მოათავსეთ, წყლით დაფარეთ და აადუღეთ. როცა ქვაბი დუღილს დაიწყებს, შეამცირეთ ტემპერატურა, დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთით.

ამასობაში, სხვა ქვაბში მოათავსეთ კარტოფილი წყალთან ერთად და ადუღეთ დაახლოებით 30 წუთით, კარგად მოხარშვამდე. ხარშვის შუა ეტაპზე ამავე ქვაბში კარტოფილთან ერთად მოათავსეთ სტაფილო და ხარშეთ 15 წუთით.

სანამ ჭარხალი კარტოფილი და სტაფილო იხარშება: დაჭერით მჟავე კიტრი და კამა.

დაჭერით ხახვი. სურვილისამებრ, ოდნავ მოთუშეთ კარაქში ან ზეითუნის ზეთში.

პატარა თასში აურიეთ სალათის საკმაზები: ზეითუნის ზეთი, ძმარი, ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი, პილპილი და ნივრის ფხვნილი.

როდესაც ბოსტნეული მოიხარშება, მოათავსეთ ცივ წყალში, ბოლომდე გააცივეთ და გაფრცქვენით.

ჭარხალი და კარტოფილი კუბიკებად დაჭერით, ხოლო სტაფილო ჯერ ოთხად გაყავით და შემდეგ წრიულად დაჭერით.

ყველა ინგრედიენტი სალათის საკმაზთან და დაჭრილ კამასთან ერთად დიდ თასში მოათავსეთ. კარგად აურიეთ და დაუმატეთ მარილი და პილპილი.

გააგრილეთ მაცივარში სულ მცირე 1 საათით. გემრიელად მიირთვით!