კიშინიოვის აეროპორტში კაცმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა

კიშინიოვის აეროპორტში კაცმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა

კიშინიოვის აეროპორტში კაცმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა.

კიშინიოვის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც საზღვრის გადაკვეთაზე უარი განუცხადეს, რის შემდეგაც მან ცეცხლი გახსნა. სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი დააკავეს.

კიშინიოვის პოლიციის ინფორმაციით, საერთაშორისო აეროპორტში ინციდენტი აღმოფხვრილია, თავდამსხმელი კი დაკავების დროს დაიჭრა და მას სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქეა. ის კიშინიოვში თურქეთიდან ჩაფრინდა. მან ცეცხლსასროლი იარაღი სასაზღვრო პოლიციის ოფიცერს წაართვა.