„არ შეიძლება ფურთხებას ბრძოლა დაერქვას, თუმცა, საქართველოში შარვლის ჩახდასაც ბრძოლა ჰქვია“

„არ შეიძლება ფურთხებას ბრძოლა დაერქვას, თუმცა, საქართველოში შარვლის ჩახდასაც ბრძოლა ჰქვია“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერი წლიური მოხსენების ფორმატი, ტრადიციულად, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი ბაღებში ლგბტ პროპაგანდის თაობაზე პრემიერის განცხადებას მოჰყვა. დეპუტატებმა, მათ შორის ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ პრემიერს მიმართეს, რომ შესაბამისი ფაქტები დაესახელებინა.

ოპოზიციონერების მხრიდან შეძახილებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადება მოჰყვა, რომელმაც დეპუტატებს მოუწოდა, რომ მომხსენებლისთვის მოესმინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბაზს დაატოვებინებდა.

ტრადიციულად ხისტი იყო მთავრობის მეთაური. ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს რომან გოცირიძეს  შეახსენა, რომ „კაცი კუპონის შემოქმედი“ ურცხვად იტყუებოდა. გარდა ამისა, პრემიერმა დეპუტატებს შეახსენა კეზერაშვილის საგმირო საქმეები და აღნიშნა, რომ მან თავისი ნახევრად ჭკვიანური სქემებით მთელი ევროპის პენსიონერები გაძარცვა, მილიარდი დოლარი მოიპარა, რომელი ფულითაც ფინანსდება მავნებლური ოპოზიცია საქართველოში. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დღეს ქვეყანა უფსკრულში იქნებოდა.

მოხსენების დასრულების შემდეგ, ოპოზიციამ პრემიერს კითხვები დაუსვა, მაგრამ, როგორც წესი, პარლამენტში პრემიერის მოხსენებისა და კითხვების დასმის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს და ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ „რუსი პრემიერის მოსმენას არ აპირებენ“ და განცხადეს, რომ წავლენ კასპში, სადაც, მათი თქმით, „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებულ ბიუროკრატიული ბანდიტებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაშალონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა პენსიონერებთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ დემარში უკომენტაროდ არც პრემიერს დაუტოვებია და აღნიშნა, რომ ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ „ქურქუმალ ვაითს“ მიეხმარონ. ღარიბაშვილის განცხადებით, სამწუხარო და საწყენია, რომ ოპოზიცია კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დახვდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას და საფრთხეს ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის.

„ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები. შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო ათი წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად, რეკომენდაციების შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, „ომის პარტია“, რომელთაც არ სურთ, ქვეყანამ „ქართულო ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლებაა, რომელსაც რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს მოქალაქეებისთვის.

„ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად თქვეს, ხმამაღლა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. აი, ასეთი ხმამაღალი განაცხადი ჩვენ არ მოგვისმენია ბოლო 30 წლის განმავლობაში. აი, ეს ნიშნავს, რეალურად შეიძლება ითქვას, ძალიან დიდ მიღწევას, ჩვენი გუნდის მუშაობის და დაფასებას, რომელსაც სათანადო აღიარება სჭირდება. რა თქმა უნდა, სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ მნიშვნელოვანი აუცილებლად, შემდეგი ეტაპი.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ მთავარი არგუმენტი, რაც მათ ვუთხარი, არის შემდეგი, თუ როგორ გაიგებს ამ გზავნილს ზოგადად, თუნდაც რუსეთის ფედერაცია, სხვა ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროკავშირში ინტეგრაციით, თუნდაც რეგიონში და მე ვფიქრობ, რომ ეს არგუმენტი იქნება გაზიარებული და მოწონებული და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული წლის ბოლოს. დამსახურების მიხედვით თუ ავიღებთ და ვიმსჯელებთ, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. 12 რეკომენდაციიდან, 11, შეიძლება ითქვას, არის შესრულებული, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპოზიციის დემარშს დესტრუქციის ნაწილს უწოდებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, არ შეიძლება ფურთხებას ბრძოლა დაერქვას, თუმცა, მისი თქმით, საქართველოში შარვლის ჩახდასაც ბრძოლა ჰქვია.

„თუ შარვლის ჩახდა ბრძოლაა, მაშინ ესეც, კი ბატონო, ბრძოლა იქნება, მაგრამ სერიოზული ბრძოლა ეს არ არის. სერიოზული ბრძოლა რომ იყოს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოიკვლევდნენ იმ სფეროს, რაზედაც არის ლაპარაკი, თუნდაც რუსეთში ტვირთების გადაზიდვის ნაწილში არის თუ არა რამე ხვრელები. ამას უნდა მტკიცებულება და მერე უკვე ბრალდების წაყენება კონკრეტული მტკიცებულებებით. ასე კი არ ხდება, რადგან მთავარია ხელისუფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ. ამიტომ ვახსენე შარვლის ჩახდა. შარვლის ჩახდაც შეურაცხყოფის მიყენებაა, მაგრამ რაღაც არ მახსოვს რუსულ არმიას უკან დაეხიოს მას მერე, რაც „გირჩმა“ ის ცნობილი პერფორმანსი ჩაატარა. ანალოგიური ტიპის მოვლენაა, როდესაც პრემიერ-მინისტრს იბარებ იმისთვის, რომ ეძახო შენ ხარ რუსის აგენტი, საბუთებს არ დებ და პარლამენტიდან გარბიხარ. გარბიან იმიტომ, რომ პრემიერი დაუწყებს მათ საბუთებით ლაპარაკს, რაც არ უნდათ. აი, ამ დონის პოლიტიკა მივიღეთ დღეისთვის, რაც სამწუხარო ფაქტია. ასეთი პოლიტიკით პოლიტიკა ვერ განვითარდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვას, თუმცა ძირითადი და მთავარი ასპექტი იყო ის შეფასება, რომელზეც პირდაპირ თუ მინიშნებით საუბრობდნენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რომ „ხელისუფლების აყირავების“ ვერც ერთი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან წარმატებით ვერ განვითარდა.

„ყველაფერმა „ჩაილურის წყალი დალია“. პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია დაეცა უკბილო ხულიგნების დონემდე, რომლის დეგრადირებული მდგომარეობის სახეს დღეს დეპუტატი წითლიძე წარმოადგენს. ვისაც ჰგონია, რომ ოპოზიციის ასეთი დეგრადაცია, თუ ხელისუფლების აყირავების წარუმატებლობა თავისით მოდის, ხელისუფლების თუ მისი სპეციალური სამსახურების გარეშე, მათ მოსაზრებებს ნამდვილად ვერ გავიზიარებ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის ნორმალური საზოგადოების მტკიცედ დგომა და თავდადებისთვის მზაობა ასევე, წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიისა“ და მისი ადგილობრივი მარიონეტების წარუმატებლობაში მნიშვნელოვან ფაქტორს. როდესაც ამ ბრძოლას წინ უძღვება ეროვნული პრინციპებისა და საბაზისო ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე მყოფი პრემიერი, საზოგადოების ჩართულობას ამ ბრძოლაში დამატებითი მოტივაცია ეძლევა“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ქურქუმალ ვაით პრობლემა ისაა, რომ არც პოზიციაში და არც ოპოზიციაში პოლიტიკოსი არავინაა.
ამათთვის პოლიტიკოსობა ისაა, ოპონენტზე მეტს თუ იყვირებ და საუბარს არ დააცდი.
1 წლის უკან
არაგველი641 ქურქუმალ ვაით - მე მგონი პოლიტიკოსი შენ ხარ, იქნებ გვიშველო რამე!?
1 წლის უკან
ქურქუმალ ვაით ირონიაზე არ გიპასუხებთ. აზრი არ აქვს.
ამ ვითომ პოლიტიკოსების ხელში კი ქვეყანას არაფერი ეშველება.
ვწერ, რასაც ვფიქრობ და არ მადარდებს ვინ მეთანხმება და ვინ არა.
1 წლის უკან
trampi დავით ქართველიშვილი: საბჭოთა „ვაის“ გაყრილები, დასავლეთის „ვუის“ შევეყარეთ იდენტური იმპერიალისტური, კოლონიალური, უსამართლობასა და მონობაზე დაფუძნებული დამოკიდებულებით

იდეალურად ზუსტი ნათქვამია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!

12 წელია აქ ზუსტად მაგას გავყვირი ..... ამათ თავიაანთი ჩათლახობებით კომუნისტები მომანატრ--შემაყვარეს--მეთქი
ჭირს მოგცემ .......... ჭირს მოგანატრებო---ზუსტად ესე გამოვიდა ჩვენ

ნაცებმა ხომ დაიწყაეს ვაგნერის ჯანყზე ტაშფანდური---მტრის ბანაკში არეულობა ჩვენ წისქვილზე ასხამს წყაალსო
ხოოდა ზუსტად მაგიტომააა ჩათლახ პუტინს რომ ,,ვბალეშიკობ,,.....
იმიტომაც ვიძახი აქ ყოველთვის --აგე, გავიდნენ ორივენი წყნარ ოკიანეში და იქ გააარკვინ ერთმანეთში თავიანთი ამბები..
იქ დასცხონ ერთმანეთს...... მე კი ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ .........ბოლოს თუ რომელიმე გადარჩება ..დავიძახებ ----- ვინც მოვიდა გაუმარჯოს მეთქი
ჩვენი საქმე ისეა----აქლემების ჩხუბში ჭიანჭველები იჭყლიტებოდნენო,..................ერთმანეთის ჯიბრზე, ხან ერთი კეტილმოტყნული გვირტყავს თავში და ხან მეორე... თან ისე გვირტყამენ პრიჩინაც არ სჭირდებათ, --უბრალოდ ხოში აქვთ----რატო ქუდი არ გახურიათო
ხოოოდა იმიტომაც გავიძახი, ჟამი აქვს ამერიკას უკვე მოსული, ჟამი მეთქი და ეს მისი ფორიაქი უკვე მათი აგონიის ნიშანია--ბრალია, აგონიის...იქ ეხლა ჩერნენკო--ბაიდენის პერიოდია
მოკლედ ესენი მეშვიდეები არიან, მეშვიდეები..........წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო .....
არადა 1987 წლიდან რომ მახსენდება ,,რაღაცეები,, მწარედ მეციინება, თანაც ძალაინ მწარედ-------თურმე მაშინ საკუთარი თავისთვის, ახალ ხუდებს ვჭედით და არა ჩვენ დამოუკიდებლობას....ხოოდა ეხლა რაღაც იმედები ჩანს და მგონი რაღაცაც გამოცხვება
არადა 35 წელია მაგ იმედის ძებმნაში, დედა გვეტირა(ჩამოთვლას აზრი არა ააქვს, აქაურებმა ისედაც ყველამ ვიცით, რაც გადახდა საქართველოს)
ობლის კვერი ცხვა ცხვა და ბოლოს გამოცხვაო ...ხოოდა იმედი მაქვს--- ბოლო ბოლო ამჯერად მაინც გამოცხვება!!!!
1 წლის უკან
trampi უკრაინიდან სააკაშვილის გამოხსნაზე ატეხილი ახალი ხმაური---შემოტევა, რათქმა უნდა ისევ ამერიკელების ჩაწყობილია


რამაზ საყვარელიძე: ზელენსკიმ თუ რამე შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, ომი ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ თუ შეძლებს, შეიძლება ესეც გააკეთოს - სააკაშვილს ითხოვენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი უნდათ, დასაყვედრებელი თემა სჭირდებათ
1 წლის უკან