მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ჩრდილოეთ კავკასიის ერებს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა და, რაც ყველაზე გაუგებარია, თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნოს კიევში (და არა თბილისში) შექმნა მოითხოვა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ის ცდილობდა, რაღაცით მიებაძა ილია ჭავჭავაძისთვის, ზვიად გამსახურდიასთვის, რომლებისთვისაც ერთიანი კავკასია მიუწვდომელ ოცნებად დარჩა.
კავკასიის გაერთიანებას ცდილობდა კავკასიელი არწივი - იმამ შამილიც, რომლის სურვილიც იყო, გაერთიანებული კავკასიის დედაქალაქად თბილისი ექცია. შამილის ამ სურვილს თავისი მიზეზი ჰქონდა, იმთავითვე გავრცელებული იყო, რომ შამილი ერეკლე მეფის შვილიშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო ძე იყო.
„ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის იმ მილიონობით გმირის სულისკვეთება, რომელთათვისაც თავისუფლება წარმოადგენდა უმაღლეს ღირებულებას და რომლების ამ გენეტიკური კოდის ჩახშობასაც რუსეთის იმპერია მუდამ ცდილობდა ჩვენში“, - აცხადებს სააკაშვილი.
„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ სააკაშვილი ხან პოლიტიკიდან მიდის, ხან პოლიტიკაში ბრუნდება, ახლა კავკასიის გაერთიანების იდეა ჩაესახა და ახალი შამილი უნდა გახდეს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის აზრით, სააკაშვილს მუდმივად ეგონა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონია, ახლა კი გადაწყვიტა, კავკასიას ჩაუდგეს სათავეში, ვინაიდან მისი მასშტაბი, როგორც თვითონ მიაჩნია, უფრო დიდია, ვიდრე ერთი ქვეყნის ლიდერობა.
ირაკლი კობახიძეს სააკაშვილის, როგორც კავკასიის გამაერთიანებლის, როლი მორიგ „პრიგოჟინისტულ“ განცხადებად მიაჩნია.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე კი ასკვნის, რომ დრო გვიჩვენებს, რას დააწერენ სააკაშვილის ოთახს - საქართველოს მუდმივი პრეზიდენტი, აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონი, კავკასიელთა ერთობის ბურჯი იმამ შამილი, თუ უბრალოდ პაციენტი სააკაშვილი.
რა ამოძრავებს სააკაშვილს, რომლის დროსაც მომხდარი ლაფანყურის ავანტიურა და ჩეჩნების ლიკვიდაცია ჩრდილო კავკასიელებს არ განელებიათ?
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ჩრდილო კავკასიელების მიმართ სააკაშვილის შეთავაზება ბლეფია, რადგან სააკაშვილი პატიმრობაშია, საკუთარი თავისთვის ვერ უპატრონებია, მისი პარტია სულს ღაფავს და პრობლემები აქვს. ამდენად, ვისაც სააკაშვილმა მიმართა, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ არიან განწყობილნი და მომენტს ელოდებიან, ისინი საეჭვოა, სააკაშვილის მოწოდებას აჰყვნენ, რადგან მათ იციან, რომ სააკაშვილი არაპოპულარულია საქართველოში, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა.
„ვფიქრობ, სააკაშვილის შეთავაზებამ უფრო საქართველოში შიდა მოხმარებისთვის გაიჟღერა, ვიდრე ჩრდილო კავკასიელების გასაგონად, კავკასიაში არც ეცოდინებათ ამ მოწოდების შესახებ. ეს სააკაშვილმა გააკეთა თავისი მომხრეებისთვის, რათა აქ მუდმივად მოახდინოს მობილიზაცია. იცის, რომ ლევან ხაბეიშვილი ვერაფერს აკეთებს, ხოლო ხაბეიშვილისგან განსხვავებით, სააკაშვილს რაღაც იდეები მაინც აქვს, ცდილობს, იაქტიუროს, თუმცა ეჭვი მეპარება, მას დაუჯერონ ჩრდილო კავკასიელებმა, რადგან სააკაშვილი მოწყვლადია, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა. თანაც, უკრაინაში, კიევში „გადაისროლა“ თავისუფალი კავკასიის სამდივნო, ნაცვლად იმისა, რომ საქმე თბილისში კეთდებოდეს. სად უკრაინა, სად თბილისი, უამრავი პრობლემა აქვს უკრაინას, თბილისი უნდა ახდენდეს ჩრდილო კავკასიელი ხალხების ინტერესების გენერირებას. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და არა ოპოზიციაში მყოფმა პატიმარმა სააკაშვილმა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას.
მისი აზრით, ეს ნიშნავს, სააკაშვილმა ჩრდილო კავკასიელებს მიმართოს, მიდით, ბიჭებო, გააკეთეთ საქმე და, თუ დაგიჭერენ, ჩემი ბრალი არ არის, მე თვითონ ციხეში („ვივამედში“) ვზივარო. დაახლოებით ასეთი შეთავაზებაა. პაატა ზაქარეიშვილს აინტერესებს, სააკაშვილი კავკასიელ ხალხებს მოწოდებით რომ მიმართავს, მერე პასუხს აგებს ამაზე?! ამ ადამიანებს რამე რომ მოუვიდეთ, ვინ შეიფარებს?! იმ ხალხს რომ რუსეთი დაერიოს, მერე სად მიდის სააკაშვილი?!
„ახლა მას უხსენებენ ლაფანყურის ავანტიურას, მაგრამ კავკასიელებს ახსოვთ ისიც, რომ პრეზიდენტად ყოფნისას სააკაშვილმა ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა. სხვათა შორის, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკაში არის ჯგუფები, რომლებისთვისაც მიუღებელია რუსული პოლიტიკა - ყაბარდოშიც, ჩერქეზეთშიც, ბალყარეთშიც. მათ ერთმანეთის მიმართ პრობლემები აქვთ, რუსეთი რომ შესუსტდება, ერთმანეთში დაიწყებენ ბრძოლას. ამიტომ ეს არის წინდაუხედავი, ავანტიურისტული მოწოდება, როცა სააკაშვილი არაფერზე პასუხს არ აგებს და სხვებს აგდებს საფრთხის ქვეშ. იმედი მაქვს, ჩრდილო კავკასიელი ხალხი მის ნათქვამს ერთ ყურში შეუშვებს, მეორიდან გამოუშვებს“, -აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილი ვერც იმამ შამილს და ვერც ზვიად გამსახურდიას ვერ მიბაძავს, უბრალოდ, ეს არის მისი მხრიდან მორიგი დესტრუქცია საქართველოსკენ მიმართული, რომელიც ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს.
თამარ კიკნაძის შეფასებით, უამრავი მცდელობაა საქართველოს წინააღმდეგ და ესეც ჩვეულებრივი მორიგი მცდელობაა. ისე ვერ გვითრევენ ომში და ცდილობენ, ამით ჩაგვირთიონ. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კავკასიელები თვითონვე მოუვლიან თავიანთ საქმეს, ჩვენი ამოცანა კი მშვიდობის შენარჩუნებაა, ჩვენს სახელმწიფოსა და უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ.
არის თუ არა ავტორიტეტი სააკაშვილი ჩრდილო კავკასიელებისთვის, ამ შეკითხვის საპასუხოდ თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ დღეს მსგავსი შეთავაზების მცდელობაც არ შეიძლება, რადგან საფრთხის შემცველი სიტუაციაა და ნებისმიერი ასეთი მოქმედება საქართველოზე ძალიან ცუდად აისახება.
„მიშასგან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები არ მინახავს. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არ უნდა ითამაშოს გლობალური მოთამაშეების თამაში“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
იდეალურად ზუსტი ნათქვამია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!
12 წელია აქ ზუსტად მაგას გავყვირი ..... ამათ თავიაანთი ჩათლახობებით კომუნისტები მომანატრ--შემაყვარეს--მეთქი
ჭირს მოგცემ .......... ჭირს მოგანატრებო---ზუსტად ესე გამოგვივიდა ჩვენ
ნაცებმა ხომ დაიწყაეს ვაგნერის ჯანყზე ტაშფანდური---მტრის ბანაკში არეულობა ჩვენ წისქვილზე ასხამს წყაალსო
ხოოდა ზუსტად მაგიტომააა ჩათლახ პუტინს რომ ,,ვბალეშიკობ,,.....
იმიტომაც ვიძახი აქ ყოველთვის --აგე, გავიდნენ ორივენი წყნარ ოკიანეში და იქ გააარკვინ ერთმანეთში თავიანთი ამბები..
იქ დასცხონ ერთმანეთს...... მე კი ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ .........ბოლოს თუ რომელიმე გადარჩება ..დავიძახებ ----- ვინც მოვიდა გაუმარჯოს მეთქი
ჩვენი საქმე ისეა----აქლემების ჩხუბში ჭიანჭველები იჭყლიტებოდნენო,..................ერთმანეთის ჯიბრზე, ხან ერთი კეტილმოტყნული გვირტყავს თავში და ხან მეორე... თან ისე გვირტყამენ პრიჩინაც არ სჭირდებათ, --უბრალოდ ხოში აქვთ----რატო ქუდი არ გახურიათო
ხოოოდა იმიტომაც გავიძახი, ჟამი აქვს ამერიკას უკვე მოსული, ჟამი მეთქი და ეს მისი ფორიაქი უკვე მათი აგონიის ნიშანია--ბრალია, აგონიის...იქ ეხლა ჩერნენკო--ბაიდენის პერიოდია
მოკლედ ესენი მეშვიდეები არიან, მეშვიდეები..........წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო .....
არადა 1987 წლიდან რომ მახსენდება ,,რაღაცეები,, მწარედ მეციინება, თანაც ძალაინ მწარედ-------თურმე მაშინ საკუთარი თავისთვის, ახალ ხუდებს ვჭედით და არა ჩვენ დამოუკიდებლობას....ხოოდა ეხლა რაღაც იმედები ჩანს და მგონი რაღაცაც გამოცხვება
არადა 35 წელია მაგ იმედის ძებმნაში, დედა გვეტირა(ჩამოთვლას აზრი არა ააქვს, აქაურებმა ისედაც ყველამ ვიცით, რაც გადახდა საქართველოს)
ობლის კვერი ცხვა ცხვა და ბოლოს გამოცხვაო ...ხოოდა იმედი მაქვს--- ბოლო ბოლო ამჯერად მაინც გამოცხვება!!!!
რამაზ საყვარელიძე: ზელენსკიმ თუ რამე შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, ომი ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ თუ შეძლებს, შეიძლება ესეც გააკეთოს - სააკაშვილს ითხოვენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი უნდათ, დასაყვედრებელი თემა სჭირდებათ