საფრანგეთში პოლიციელის მიერ მოზარდის მოკვლის გამო დაწყებული აქციები გრძელდება

საფრანგეთში პოლიციელის მიერ მოზარდის მოკვლის გამო დაწყებული აქციები გრძელდება

საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მოკვლის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები მესამე ღამეა გრძელდება.

პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ძალადობრივი შეტაკებები და არეულობაა დიდ ქალაქებში. მათ შორის პარიზში, მარსელში, ლიონში, ტულუზასა და ლილში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 421 ადამიანია დაკავებული. ხელისუფლებამ ვითარების გასაკონტროლებლად 40 ათასი სამართალდამცველი გამოიყვანა.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ პოლიციელი, რომელმაც 17 წლის მოზარდი მოკლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მან დაღუპულის ოჯახს მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა.

საპროტესტო აქციები ბრიუსელშიც გაიმართა. ბელგიის დედაქალაქში პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა ქალაქის ცენტრში მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა სხვადასხვა საგანს ცეცხლი წაუკიდეს.