„ასეთი შინაური მტერი, როგორიც დღევანდელ დღეს ე.წ. ოპოზიციის სახით საქართველოში არის, მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა“

„ასეთი შინაური მტერი, როგორიც დღევანდელ დღეს ე.წ. ოპოზიციის სახით საქართველოში არის, მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა“

ანალიტიკოსი, ედიშერ გვენეტაძე არ იზიარებს მეუფე გიორის ინიციატივას, ლევან ბერძენიშვილს აეკრძალოს სტუდენტებთან ურთიერთობა. მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, აუცილებელია განათლების სისტემის რეორგანიზაცია და ახალგაზრდობასთან მიდგომების შეცვლა. გარდა ამისა, გვენეტაძე აცხადებს, რომ უცხოეთიდან შემოსულია დაახლოებით 70 მილიონამდე დოლარი, რომლის მეშვეობით უნდა მოხდეს საქართველოს ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაცია, ყოველგავრი იმ სიწმინდეების და ტრადიციების მიმართ ცინიკური დისკრიმინაციული მიდგომა, რომელსაც ჰქვია - მამული, ენა, სარწმუნოება.

for.ge ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა.

ბოლო დროს ქუჩაში ვხედავთ ძალადობის ფაქტებს. ლევან ბერძენიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე, ბათუ ქუთელია აღმოჩნდნენ ძალადობის მსხვერპლი, - ასეთი კვალიფიკაცია მისცა გამოძიებამ. ყველა შემთხვევაში მიზეზად სახელდება ის, რომ ისინი შეურაცხყოფენ ელკესიას, პატრიარქს და იცავენ მამათმავლობას. ვერ ვიტყოდი, რომ ბათუ ქუთელია არის ის ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს უწმინდესს და ეკლესიას. რას ვაკვირდებით ჩვენ ახლა, წახალისებულია ეს ფაქტები ხელისუფლების მიერ, თუ მართლაც, ადამიანები თავად ღებულობენ ამ გადაწყვეტილებას?

ედიშერ გვენეტაძე: ეს ადამიანები არიან ფურუნკულები საქართველოს სახელმწიფოსი. დგება დრო, როდესაც ფურუნკული უნდა გასკდეს და ზუსტად, ანოლოგიური სიტუაცია დაუდგა ამათ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამას ესენი თავისით არ აკეთებენ. მათ ჰყავთ თავიანთი დამკვეთები უცხოეთიდან და როგორც ამბობენ, შემოსულია ძალიან დიდი თანხა, დაახლოებით 70 მილიონამდე, რომლის მეშვეობით უნდა მოხდეს საქართველოს ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაცია, ყოველგავრი იმ სიწმინდეების და ტრადიციების მიმართ ცინიკური დისკრიმინაციული მიდგომა, რომელსაც ჰქვია - მამული, ენა, სარწმუნოება.

მოხდა ისე, რომ ახლა ძალიან გადააჭარბეს ყველაფერს. გვარამიას გამოუშვეს ციხიდან... რა თქმა უნდა, იმავე ძალების დავალებით გაათავისუფლებინეს ეს ადამიანი პრეზიდენტს. გვარამია პირდაპირ გვეუბნება, უნდა ჩაგიფსათ ღვინოშიო,  რომლითაც მართლმადიდებელი ეზიარება. როდესაც ეს კაცი გვაგინებს პირდაპირ ეთერში, მთელს საზოგადოებას ესმის და ამ დროს, მისი გათავისუფლება ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართალი გარეშე ძალების მეშვეობით უკვე აღარ არსებობს. ასე რომ, ადამიანებმა დაიწყეს ანგარისწორება. ანუ, არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა.

მოქალაქეები რომ თავად იღებენ გადაწყვეტილებას, გაუსწორდნენ ადამიანებს ქუჩაში, ეს არ არის ქუჩური პროცესი?

- ვგმობ ძალადობას, ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ეს არის გაფრთხილება. შედარებას გავაკეთებ - ქრისტე მოუწოდებდა ზნეობისაკენ, მაგრამ როდესაც შევიდა მამამისის ტაძარში და დაინახა ის უმსგავსოება, რომელიც ამ ტაძარში ხდებოდა, აიღო ხელში შოლტი, გაშოლტა ისინი და ისე გამოყარა ტაძრიდან. ეს მრავლის მთქმელია. ამ ადამიანებს, ვინც ამას სჩადის და სულში გვაფურთხებენ, ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ალიყურიც არ აწყენდა.

სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გეტყვით და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სახელმწიფომ რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, ატყდება იმაზე გაცილებით უარესი ამბები, რაც იყო ფარას კანონთან დაკავშირებით. იტყვიან, რომ ეს არის დისკრიმინაცია, ეს როგორ შეიძლება და ა.შ. აქ არის ერთი რამ, ეს იმ ძალების მართულია, რომლებიც ძალიან მძლავრობენ საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები იძულები არიან, მისდიონ მოვლენებს უკან. მითხრას ვინმემ, რატომ არ უნდა მიღებულიყო „ფარას“ კანონი?! ამერიკაში თუ დასაშვებია, საქართველოში არა?! ეს სპეციალურად ხდება იმისათვის, რომ აქ იყოს დაძაბული სიტუაცია და შესრულდეს ის მდგომარეობა, რომელსაც ჰქვია - დაყავი და იბატონე. რაც შეეხება ბათუ ქუთელიას, მე, მას ვერ წარმოვიდგენ მამა აბრაამის ბატკნად.

რასაკვირველია, მაგრამ სამართლიანობა ითხოვს ვთქვათ, რომ ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ მისი ხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადება არასოდეს გაკეთებულა...

- ისიც იმავე ჯოგის წარმომადგენელია, რა ჯოგსაც წარმოადგენენ ბერძენიშვილები, გვრამიები და ა.შ. აბა, მითხარით, ერთხელაც თუ დაუგმია ამგვარ ქუთელიებს და მის მაგვარ ორფეხებს მათი რომელიმე მოქმედება? - არა ბატონებო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცუდია რაც ხდება, მაგრამ ალბათ, გამოსაფხიზლებელი პროცესია. თურმე, ზოგიერთმა ყურის ძირში თუ არ მიიღო საზოგადოებისგან ალიყური, გონზე ვერ მოდის.

გასაგებია, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს სახელმწიფო. ძალადობა შობს ძალადობას და ეს გამოიწვევს სხვა მძიმე პროცესებს, რასაც ჰქვია შურისძიება. არ ფიქრობთ, რომ აქ სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და არა რიგითმა მოქალაქეებმა?

- ზუსტად მაგას ვალაპარაკობ, მაგრამ ამას სჭირდება კანონი, სამართლებრივი მიდგომა. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მხრივ კანონები და სამართლებრივი მიდგომები არ არსებობს. რატომ არ არსებობს? – „ფარას“ კანონი რომ იყოს მიღებული, ხომ არ მოხდებოდა ის უმსგავსოებები, რომელიც 7-8 მარტს მოხდა, რომელსაც თავად ესენი - ბერძენიშვილები, გვარამიები აკეთებენ?! მაგრამ ეს კანონი არ მიაღებინეს იმ ადამიანებმა, რომელთაც აწყობთ საქართველოში არეულობა და მუდმივი დაძაბულობა.

ოპოზიციაში ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას და ამბობენ, რომ ეს არის კობახიძის, მდინარაძის, ღარიბაშვილის მიერ დაორგანიზებული ჯგუფი. დეპუტატ ოდიშარია შეახსენეს საკუთარი გამონათქვამი „მოხვდება ცხვირ-პირში ყველას, ვინც იტყვის, რომ ჩვენ ვართ პრორუსი“, იგივე ბრალდებას უყენებენ კობახიძეს და მდინარაძეს და თვლიან, რომ ეს არ არის ძალადობის წახალისება...

- სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება თუ გინდა, სამართლით უნდა ებრძოლო. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელისუფლებას ასეთი სიტუაციები აწყობდეს. რა თქმა უნდა, ეს არის პროვოკაციული ქმედება იმ ძალებისაგან, რომელსაც ჰქვია საქართველოში მეხუთე კოლონა და ყველას გასაგონად გავიმეორებ ილიას სიტყვებს: „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. ესენი მოქმედებენ სპეციალურად, მიზანდასახულად და ამათთან თავის დადება ყველაფერზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მიღებული უნდა იქნას ისეთი კანონები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება ამ ვირეშმაკების დასჯა.

მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც კი წავა ამ კანონებზე საუბარი, მაშინვე გაღმა-გამოღმელები ატეხენ ერთ ამბავს, როგორც ახლა ტეხენ. ვნახეთ „ფარასთან“ დაკავშირებით რაც გააკეთეს. ამიტომ, ვართ ერთგვარ მოჯადოვებულ წრეში. თუმცა, მაინც უნდა მოიძებნოს გამოსავალი, მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ ამ დაქირავებულებთან, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, რაიმე პოზიტიური შეიძლება გაკეთდეს.

მათ თუ პროვოკაციები არ მოაწყვეს, ისე ფულს არავინ არ ჩაურიცხავს.

რას აკეთებს ხელიუფლება? - ორივე დაიჭირა, მაგრამ გინებისათვის რომ კაცს იჭერდნენ, მაშინ ნახევარი საქართველო დაპატიმრებული უნდა იყოს. ხელისუფლება რეაგირებას აკეთებს, იჭერს და მეტი რა უნდა გააკეთოს? დახვრეტით ხომ ვერ დახვრეტს?!

ამას აკეთებენ სპეციალურად, ჰყავთ ე.წ. ოპოტელევიზიები, რომლებიც უფრო მეტად აგიჟებენ ხალხს და მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებისგან უნდა იგრძნონ მკვეთრი დამოკიდებულება. იყო ასეთი კაკაბეთის ზარები, სადაც ბავშვი მოიტაცეს და შემდეგ სოფელ კაკაბეთში გაიმართა სახალხო სასამართლო, რომელიც ნაჩვენები იქნა მთელი საქართველოს მასშტაბით. იმის შემდეგ მსგავსი არ მომხდარა. ამიტომ ვლაპარაკობ, ზოგჯერ საზოგადოებისაგან უნდა იყოს ასეთ ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებზე მკვეთრი ქმედებები და ბერძენიშვილები და ასეთი ნაყარ-ნუყარები ამას ვერ გაუძლებენ.

თვლით, რომ ეს ადამიანები მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ ეკლესიას და პატრიარქს, რომ გამოიწვიოს დაპირისპირება საზოგადოებაში, რომელიც არის კარგად დაგეგმილი სცენარი? ცხადია, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც ყველაზე მეტად რეაგირეს საზოგადოება.

- რა თქმა უნდა, ეს არის გაღმელების, გამოღმელების და აქაურების ორკესტრირებული გეგმის ნაწილი, რომლის მთავარი მიზანია, გამოიწვიონ საზოგადოების აღშფოთება, გაავება და შემდგომ ეს გამოიყენონ თავიანთი ბნელი მიზნებისათვის. რაც მეტად მოახლოვდება არჩევნები, უფრო მეტად გამძაფრდება ვითარება, რადგან ხედავენ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად დაღარიბებულია ოპოზიციური სპექტრი, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა ხაბეიშვილი და მის საპირწონედ ციხიდან გამოჰყავთ ისეთი დისკრედიტირებული პიროვნება, როგორიც არის გვარამია - ამით ყველაფერი ნათქვამია.

ამათ სურთ ერთადერთი რამ - მოახდინონ სიტუაციის იმგვარი შეცვლა, რომ ხალხი გააბრაზონ და ვითომდა ხალხის ეგიდით მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება. ამიტომ იხარჯება ამაზე უზარმაზარი თანხები. დრო მოვა და გამოქვეყნდება, რომ ამ ადამიანებს აქვთ გაწერილი გეგმა, როდის რა დაილაპარაკონ ტელევიზიით, ქუჩაში, ლოზუნგით, ვის რა პროვოკაცია მოუწყონ, რომ ამის ნიადაგზე შემდეგ მოხდეს სიტუაციის გამწვავება, რომელსაც ელოდებიან.

ნახეთ გუშინდელი დღე, ორი რევიზორი რომ იყო ჩამოსული სანქციებთან დაკავშირებით. თქვეს, რომ ვერავითარი დარღვევა ვერ ვნახეთო და ნახეთ ამათი წკმუტუნი, მართალია არ განაცხადეს, მაგრამ კულუარებში ესენი დატუქსული ეყოლებათო. თქვენ წარმოიდგინეთ, ხალხი, რომელიც მოწოდებული არის, რომ საქართველო რამენაირად დაიძიროს, ამ ადამიანებისგან სხვა რა არის მოსალოდნელი?! ისტორიკოსი ვარ და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ასეთი შინაური მტერი, როგორიც დღევანდელ დღეს ე.წ. ოპოზიციის სახით საქართველოში არის, მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა.

მეუფე გიორგი გამოვიდა ინიციატივით, რომ ლევან ბერძენიშვილს, რომელიც შეურაცხყოფს ქართველ მეფეებს და ეკლესიას, უნდა აეკრძალოს ლექციის კითხვა. იზიარებთ ამ პოზიციას?

- ვერ გავიზიარებ. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ამასთან აკრძალვებით ბრძოლა. ამას სჭირდება განათლების სისტემის რეორგანიზაცია, ამას სჭირდება დარწმუნების მეთოდები და ახალგაზრდობასთან მიდგომების შეცვლა. აი, ამის მეშვეობით უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, თორემ ვიღაცას მეფე მოსწონს, ვიღაცას დედოფალი და ვიღაცას მეფის შვილი. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მათ მოახვიონ თავს ჩვენს მომავალ თაობას ბნელი აზრები, თორემ ლევან ბერძენიშვილი გინდა შეუშვი და გინდა გამოუშვი, როგორც ქართულ ფილმშია, ეგ რუმბივით გაგორებული ფალავანი.

 

amo საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, მაგრამ ყველა თავის ტყავს უფთხილდება. ეს ცნობადი სახეებიც ეტყობა ფინანსდებიან ჩუმად რომ იყვნენ.
1 წლის უკან