შოთა არველაძე: უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია

შოთა არველაძე: უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე 5 აგვისტოს ლონდონში უკრაინსა და უკრაინელი ხალხისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ორგანიზატორიც უკრაინის ნაკრებისა და კახა კალაძის ყოფილი თანაგუნდელი ანდრეი შევჩენკოა.

“მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება.

მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს, კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის. უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის და ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი მიიღებს. შევხვდებით სტემფორდ ბრიჯზე!” - წერს შოთა არველაძე