უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ვლადიმირ პუტინის მმართველობის დასასრულის ათვლა დაიწყო.
ერმაკის თქმით, ეს მოსაზრება 24 ივნისს, რუსეთში „ვაგნერის“ ჯგუფის მიერ წამოწყებული ამბოხის ფონზე კიდევ უფრო მეტად გამყარდა.
ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნებიც აცხადებენ, რომ გასულ კვირას განვითარებული მოვლენების შემდეგ პუტინის ავტორიტეტს კატასტროფული ზიანი მიადგა.