პარკი ლობიო პომიდვრით

პარკი ლობიო პომიდვრით

ინგრედიენტები

900   გრამი პარკი ლობიო

5   ჭიქა წყალი

1 1/2  ჭიქა გახეხილი პომიდორი

1/2  ჭიქა ზეითუნის ზეთი

1/4  ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიორი

1/2  ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი

2   ს/კ ტომატი

1   ჩ/კ მარილი

1   ჩ/კ პილპილი

3   ს/კ დაჭრილი კამა

1   ს/კ გამხმარი ორეგანო

1/2  ჩ/კ დარიჩინი

მწიკვი შაქარი (სურვილისამებრ)

მომზადებ

პარკი ლობიო გარეცხეთ და მოაცალეთ ბოლოები.

ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ ხახვი და ნიორი. დაუმატეთ წყალი (ან ბოსტნეულის ბულიონი), პომიდორი, ¼ ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 2 ს/კ ტომატი, მარილი, პილპილი, კამა, ორეგანო და დარიჩინი. კარგად აურიეთ და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე.

დაუმატეთ მწვანე ლობიო, მოურიეთ, დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 50–60 წუთით.

გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ ქვაბშვე 10–15 წუთით. მიირთვით თბილი ხრამუნა პურთან ერთად.