უკრაინამ ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის მიერ გადაცემული Bradley-ს 16 ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ტერიტორიების დაბრუნებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი დაზვერვის ანალიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, Bradley-ის 16 განადგურებული, დაზიანებული და მიტოვებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა თითქმის 15%-ს შეადგენს ამ ტექნიკის 109 ერთეულიდან, რომელიც ვაშინგტონმა კიევს გადასცა.
Bradley თითქმის 40 წელია ამერიკული არმიის ქვეითთა მთავარ საბრძოლო მანქანას წარმოადგენს და მასში 10-მდე ჯარისკაცი ეტევა.
იანვრის ბოლოს, როდესაც აშშ-დან უკრაინაში Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაიგზავნა, აშშ-ის არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა, რებეკა დ'ანჯელომ განაცხადა, რომ ჯავშანტექნიკა კიევის კონტრშეტევის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.