ბერლინს არ შეუძლია, შეცვალოს ყველა ტანკი, რომელიც უკრაინაში მწყობრიდან გამოდის, – ამის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ადგილობრივ მედიასთან განაცხადა.
ბორის პისტორიუსის თქმით, ომის ბუნება ისეთია, რომ იარაღი ნადგურდება, ადამიანები იხოცებიან და სწორედ ამიტომ, უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
მისივე განცხადებით, უკრაინისთვის გერმანული ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხი ამ ეტაპზე არ დგას და უკრაინის პირველ რიგში სჭირდება „F-16“-ის ტიპის გამანადგურებლები.