შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი დააკავეს

შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი დააკავეს

შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი და „ნაციონალური პარტიის“ ყოფილი ლიდერი ნიკოლა სტარჯონი პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ Sky News-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელებმა 52 წლის ქალი „ნაციონალური პარტიის“ დაფინანსების საქმის ფარგლებში, ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე იმის გამო აღიძრა, რომ 600 ათასი გირვანქა სტერლინგი, რომელიც პარტიის მხარდამჭერებმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის კამპანიისთვის შეაგროვეს, სხვა მიზნებისთვის დაიხარჯა.

მანამდე ამავე საქმეზე დააკავეს სტარჯონის ქმარი - პარტიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი პიტერ მურელი, თუმცა ის ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.

ნიკოლა სტარჯონი პირველი ქალია შოტლანდიის ლიდერის პოსტზე. ამ თანამდებობას ის 2014-2023 წლებში იკავებდა. სტარჯონმა პოსტი პარტიის მხარდამჭერებთან უთანხმოების გამო დატოვა.