იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ის 86 წლის იყო. იტალიური მედიის ცნობით, ბერლუსკონი მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ აპრილში ის თირკმლის ინფექციას მკურნალობდა, რომელიც ქრონიკულ ლეიკემიას უკავშირდებოდა.
ბერლუსკონი იტალიის მთავრობას სათავეში 1994 წელს ჩაუდგა და ქვეყანას 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა.