შაქარყინული

შაქარყინული

ინგრედიენტები

1   ჭიქა შაქარი

1/2  ჭიქა სიმინდის სიროფი(ღია ფერის)

1/4  ჭიქა წყალი

1 1/2  ჩ/კ ვანილის ან ქოქოსის ექსტრაქტი

საკვები საღებავი

შაქარყინულის ფორმები და ჯოხები

მომზადებ

შაქარყინულის ფორმებს წინასწარ მსუბუქად მოასხურეთ საცხობი სპრეი. შეამშრალეთ ქაღალდის პირსახოცით, ამგვარად მხოლოდ მცირეოდენი ცხიმი დარჩება შიგნით, შემდეგ კი მასში ჩხირები მოათავსეთ.

საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე საშუალო ქვაბში აურიეთ შაქარი, წყალი და სიმინდის სიროფი. ურიეთ შაქრის გალღობამდე, შემდეგ ქვაბის კიდეები სველი საკონდიტრო ფუნჯით ქვემოთ ჩაწმინდეთ. როცა ადუღდება, მასაში კულინარიული თერმომეტრი მოათავსეთ.

არ მოურიოთ, დააცადეთ, რომ ადუღდეს და გაცხელდეს 145 C-მდე.

როდესაც 145 C-ს მიაღწევს, ცეცხლიდან გადმოდგით. დაელოდეთ, სანამ ბოლომდე არ შეწყვეტს დუღილს. შემდეგ შეურიეთ თქვენთვის სასურველი (ვანილის, დარიჩინის ან ქოქოსის) ექსტრაქტი და, სურვილისამებრ, საკვები საღებავი.

მიღებული მასა ფორმებში კოვზით ისე გადაიტანეთ, რომ ჯოხის ზედაპირი კარგად დაიფაროს.

ფორმებშივე ბოლომდე გააცივეთ და როცა გამყარდება, ამოიღეთ.

კანფეტები სათითაოდ შეფუთეთ და შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე ერთ თვემდე.