თბილისი საკრებულოს თავმჯდომარე რაიონის გამგებლებს მცდარი ინფორმაციის გავრცლებაში ადანაშაულებს. ირაკლი შიხიაშვილმა for.ge-ს პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გამგეობებში აცხადებენ, თითქოსდა საკარებულომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს პროექტების დაფინანსებაზე უარი ფინასური დეფიციტის გამო უთხრეს, რაც მისივე თქმით სიმართლეს არ შეესაბამება. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები 19 აგვისტოს მერიის მიერ შემოთავაზებული პროქტის მიხედვით დამტკიცდა.
შესაბამიად, როგორც შიხიაშვილი განმარტავს, რაიონის გამგებლები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინასების საკითხს პოლიტიკური მანიპულაციის საკითხად იყენებენ. გარდა ამისა, შიხიაშვილმა უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ მოკვლევა იმ სამშენებლო კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რატომღაც მასიურად ახორციელებენ მშენებლობებს, რომლებშიც, არსებული ინფორმაციით, მოსახლეობა ფინანსურ მონაწილეობას არ ღებულობს.
„ორი დღეა გამგებლები აქტიურად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, თითქოსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ბიუჯეტში თანხები აღარ არსებობს და ის პროგრამები, რომლებიც გათვალისწინებუი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისთვის, გაჩერებულია უსახსრობის გამო. ეს არის მტკნარი სიცრუე. საკრებულო მზად არის, შევხვდეთ 8 ათასივე ამხანაგობების თავმჯდომარეს და ავუხსნათ, რომ გამგებლები მიზანმიმართულად ავრცელებენ ტყუილს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არიან არაკვალიფიციური, გამოუცდელი და, შესაბამისად, ერთი პირის მსახურნი. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ასეა.
ჩვენ დავიბარეთ გამგებლები, მაგრამ მათ მოიმიზეზეს, თითქოსდა გვიან გაიგეს, რომ საკრებულოში იყვნენ დაძახებული და თავი აარიდეს საკრებულოში მოსვლას. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ 19 აგვისტოს მოხდა ბიუჯეტში ცვლილებები, საკრებულოში ბიუჯეტის ცვლებებზე პროექტი შემოაქვს მერიას. პროექტის შედგენისას მერია მუშაობს გამგებლებთან. თუ ეს საკითხი, რომელიც იყო შემოტანილი არ იყო გამგებლებთან შეთანხმებული, ეს უკვე პირდაპირ მერის პრობლემაა.
ეტყობა, გამგებლები ვერ ერკვევიან, რა ბიუჯეტი სჭირდებათ და რამდენი და ისე თანხმდებიან ბიუჯეტის პროექტზე. 19 აგვისტოს ბიუჯეტის პროექტი ახლებურად დაამტკიცა საკრებულომ, მათ კიდევ ჰქონდათ 7 დღე 26 აგვისტომდე, რომ გაეკეთებინათ განცახადებები და მოეთხოვათ თუ რაიმე ცვლილიება იყო შესატანი, რაც მათ არ განუხორციელებიათ. მეტსაც გეტყვით - საკრებულოში თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრება მისცეს ხმა ამ ბიუჯეტს და 38 ხმით დამტკიცდა“, - აცხადებს შიხიაშვილი.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გამგებლებმა გაიგეს, რომ 26 აგვისტოს მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების წახალისების წესის შეჩერება, სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მათ დეზინფორმაციის გავრცელება.
„ეს უკვე ძალიან დიდ და საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ მათი მოქმედებები პირდაპირ მიმართული საბოტაჟია იმ მართლაც ძალიან კარგი წამოწყებების მიმართ, რაც დაიწყო საკრებულომ უკანასკნელ პერიოდში. ეს გახლავთ მწვავე ავარიული ბინების არსებობა ქალაქში და თუ ამ პრობლემას არ გადავჭრით 10 ათასობით ოჯახი შესაძლია უსახლკაროდ დარჩეს. ეს პრობლემა სწორედ, რომ მათი უნიათობის გამო დაგროვდა“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
რამდენია ბინათმესაკუთრთა ამხანაგობის ბიუჯეტი?
- 24 მილიონი აქვთ ბიუჯეტი. 8 თვის განმავლობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამით დაიხარჯა 4 მილიონი, რატომღაც დგება აგვისტო და მასირებულად იწყება გეგემების შემოტა გამგეობებში. აქედან 70% მხოლო და მხოლოდ სადარბაზოების გამაგრებას ეხება, რაც სერიოზულ ეჭვებს იწვევს. როდესაც, ძალიან ბევრი სახლი არის ავარიული, ძალიან ბევრ სახლს სჭირდებს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამაგრება, რომ ხვალ ის სახლი არ გახდეს ავარიული. ძალიან ბევრ სახლში დაზიანებულია ლიფტები და არ ხდება ლიფტების შეკეთება. რა თქმა უნდა, სადარბაზოებიც უნდა გავარემოტოთ, მაგრამ რის მერე? რატომ უნდა წავახალისო მე ის უპასუხისმგებლო თავმჯდომარე, რომელიც, როდესაც სახურავი აქვს გასაკეთებელი და მიწისქვეშა კომუნიკაციები მოსაწესრიგებელი, სადაბაზოს რემონტს იწყებს. მინდა ამხანაგობის თავმჯდომარეებს ვუთხრა, რომ მე მივმართე სამართალდამცველებს, რომ დაიწყონ ამ საკითხის შემოწმება, როგორ და რანაირად ხდება ის, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მასიურად არიან ჩართული ფირმები ამ საქმეში.
რაში სჭირდებათ გამგებლებს ინფორმაციის გავრცელება, რომ თოთქოსდა ფული არაა ბიუჯეტში?
- ამ შეკითხვას მე თვითონ დავსვამ მათ წინაშე, როცა 10 სექტემბერს 11 საათზე გამგებლები მობრძანდებიან საკრებულოში. მინდა მათგან მივიღო ეს განმარტება, თუ მათ კითხვები აქვთ იმის შესახებ, რომ საკრებულოში უნდათ, რომ რაღაც ცვლილება განხორციელდეს რაიონისა და მოსახლეობის სასიკეთოდ, მაშინ ქუჩაში კი არ უნდა იარონ, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან. თუ ისინი დაგვიდასტურებენ, რომ ჩვენ გაგვეპარა ხარვეზი, ბუნებრივია ჩვენ ამას გამოვასწორებთ. მათი მიზანი ხარვეზის გამოსწორება არ არის. ისინი დადიან და დეზინფორმაციას ავრცელებენ. რამოდენიმე პიროვნებამ ისიც კი განაცხადა, რომ რა ვქნათ პოლიტიკურად ეს საკითხი მომგებიანია ჩვენთვისო. ამ დროს ვერ ხვდებიან, რომ მათგან გავრცელებული ტყუილია მათი დამღუპველი.
ამას გამგებლები ამბობენ?
- არა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. უბრალოდ, ასეთ ტყუილზე აგებულმა პიარმა მიიყვანა „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ იქამდე, სადაც მივიდა.
თქვენ დაიბარეთ გამგებლები, რომლებიც არ გამოცხადდენ საკრებულოში იმ მოტივით, რომ თითქოსდა გვიან გაიგეს. როგორც ფიქრობთ, ეს არის დაუმორჩილებლობა საკრებულოს წინააღმდეგ?
-არა, ეს უფრო იცით რას ჰგავს? როდესაც ადამიანს არ აქვს პასუხი. როდესაც იცის სადაც დაიბარეს, იქ ამის გამო პასუხს მოსთხოვენ და მას არ გააჩნია ეს პასუხი. არ მობრძანდნენ გუშინ, წერილობით რომ მიიღებენ ოფიციალურ გამოძახებას, რა თქმა უნდა მობრძანდებიან და, შესაბამისად, იქ მოუწევთ პასუხის გაცემა იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე ავრცელებდნენ ამ დეზინფორმაციას.
შეიძლება ეს შეფასდეს როგორც საბოტაჟი?
- კვალიფიკაციას მივცემ მას შემდეგ, როდესაც შევხვდები მათ. თუმცაღა მოსაზრება მაქვს, რომ შეიძლება შეფასდეს როგორც საბოტაჟი.
ამხანაგობების თავმჯდომარეებს ხომ შეუძლიათ მოითხოვონ ოფიციალური ინფორმაცია, რომ ნახონ რეალურად, რომ ეს თანხები მართლა არსებობს?
- რა თქმა უნდა შეუძლიათ. უბრალოდ ისინი ამბობენ, რომ პროგრამები რომელშიც ფული გამოვყავით უკვე გავხარჯეთ ეს თანხა და მეტი თანხა არ გვაქვსო. ჩევენ რომ გვქონოდა მეტი თანხა, დანარჩენებსაც ავითვისებდითო. თანხა არის, მივმართავ გამგებლებს და ამხანაგობების თავმჯდომარეებს და ვთხოვ, რომ გონივრულად მოეკიდონ პროგრამებს და ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ქალაქისთვის, იმაზე ვიზრუნოთ.
პრობლემა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების წახალისება შევაჩერეთ. 5 მილიონი სჭირდებოდათ საარჩევნოდ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ემუშავებინათ არჩევნებზე პარტიული აქტივის სახით. ეს ფული რომ გავუჩერეთ, ამის მერე გაუჩნდათ პრობლემები. მე არ ვამბობ, რომ ეს პოლიტიკური ნიშნის გამო გავაჩერე, არა, მაგრამ ბიძაშვილები, დეიდაშვილები, სიდედრები და ცოლები ჰყავთ ზოგიერთ გამგებლებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში გაფორმებული, გამაგებინეთ წახალისების წესი მათზე რატომ უნდა ვრცელდებოდეს? მართლა იმას წავახალისებთ, ვინც მოიტანს ინფორმაციას რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში.