ორშაბათს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
კარინ ჟან-პიერის თქმით, მხარეები ნატოს ვილნიუსის სამიტს განიხილავენ, რომელიც ივლისში გაიმართება.
„ბაიდენი და სტოლტენბერგი განიხილავენ [ვილნიუსის] სამიტის მომზადებას, მათ შორის მუშაობას შეკავებისა და თავდაცვის შემდგომ გაძლიერებაზე. ისინი ასევე განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ფონზე“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.