თურქული ლირა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
7 ივნისს, შუადღისას ერთი დოლარის ღირებულებამ 23,1 ლირა შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეში თურქეთის ეროვნული ვალუტა 7%-ით გაუფასურდა.
ერდოღანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი ლირა 12%-ით არის გაუფასურებული.