ნიუ-იორკში სუნთქვა და მხედველობა გართულდა. მიზეზი კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრები გახდა. ექსპერტთა განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ქალაქში სახიფათო დონეს მიაღწია.
ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა უკვე მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისაგან. ცუდი ხილვადობის გამო, ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში საჰაერო რეისები გადაიდო.
ანალოგიური ვითარებაა კანადაში, სადაც ტყის ხანძრებს რამდენიმე კვირაა ებრძვიან. ძლიერი კვამლია კვებეკში, ოტავასა და ტორონტოში.