საფრანგეთის ქალაქებში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე 280 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა

საფრანგეთის ქალაქებში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე 280 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა

საფრანგეთის ქალაქებში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე 281 ათასი ადამიანი გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პროფკავშირი შრომის გენერალური კონფედერაცია (CGT) აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე 900 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის 300 ათასი - პარიზში.

15 აპრილს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა კანონს საპენსიო რეფორმის შესახებ.

17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო, რამაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია - საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდეა.