ჰოლივუდელი სცენარისტების კვალდაკვალ, გაფიცვას მსახიობთა გაერთიანებაც გეგმავს. გაერთიანების 160 000 წევრიდან 97%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა პროტესტის ამ ფორმას, თუ სცენარისტებისა და რეჟისორების მსგავსად, მათი კონტრაქტების სახელფასო პუნქტის განახლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
უმსხვილეს კინოკომპანიებთან მოლაპარაკებებისთვის მსახიობებმა ბოლო ვადად 7 ივნისი დაასახელეს. ამერიკული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები იმ კომპანიების რაოდენობის ზრდის გამო, რომლებიც ფილმებს უჩვენებენ, უფრო მაღალ ანაზღაურებას და მოგებიდან უფრო დიდ წილს მოითხოვენ. დღემდე ისინი წლიურ, წინასწარ შეთანხმებულ ჰონორარს იღებდნენ.