უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საომარ მოქმედებებში დაახლოებით 350 000 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რობერტ კენედი უმცროსმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის მთავრობა ამ მონაცემებს მალავს. როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, დანაკარგზე იტყუებიან როგორც კიევში, ასევე ვაშინგტონში.
„ნეოკონსერვატორები თეთრ სახლში ამ ომს ათი წლის განმავლობაში პროვოცირებდნენ“, - განაცხადა კენედი უმცროსმა.