კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო, 80-მდე დასახლების დატბორვის საშიშროება არსებობს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს სხდომა მოიწვია.
ამასთან, შმიგალმა განაცხადა, რომ დატბორვის რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, დამბამ კრიტიკული დაზიანება მიიღო.