ნატოს გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი შვედეთთან მორიგ შეხვედრას დათანხმდა

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი შვედეთთან მორიგ შეხვედრას დათანხმდა

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი შვედეთთან მორიგ შეხვედრას დათანხმდა. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შვედეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თურქეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. წევრობა შვედეთს უფრო უსაფრთხოს, ნატოსა და თურქეთს კი უფრო ძლიერს გახდის.

მოუთმენლად ველი შვედეთის გაწევრიანების რაც შეიძლება მალე დასრულებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.