ბელგიის ხელისუფლება კიევს განმარტებებს მოსთხოვს, თუ როგორ აღმოჩნდა ბელგიური იარაღი „თავისუფლების ლეგიონისა“ და „მოხალისეთა კორპუსის მებრძოლების“ ხელში

ბელგიის ხელისუფლება კიევს განმარტებებს მოსთხოვს, თუ როგორ აღმოჩნდა ბელგიური იარაღი „თავისუფლების ლეგიონისა“ და „მოხალისეთა კორპუსის მებრძოლების“ ხელში

ბელგიის ხელისუფლება კიევს განმარტებებს მოსთხოვს. ამის შესახებ გამოცემა Le Soir-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელის შეშფოთების მიზეზი ბელგოროდში მოქმედი რუსული ანტიპუტინისტური დაჯგუფებების მიერ გავრცელებული ვიდეოები გახდა, სადაც ამბოხებულებს ბელგიური წარმოების იარაღი უჭირავთ.

Le Soir-ის ცნობით, განმარტებებს, თუ როგორ აღმოჩნდა ბელგიური იარაღი „თავისუფლების ლეგიონისა“ და „მოხალისეთა კორპუსის მებრძოლების“ ხელში, კიევს ბელგიის თავდაცვის მინისტრი მოსთხოვს.