პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერსა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფს შორის შეტაკება მოხდა

პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერსა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფს შორის შეტაკება მოხდა

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაურის ინფორმაციით, „ვაგნერსა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის შეტაკება მოხდა.

ევგენი პრიგოჟინმა დატყვევებული რუსი პოლკოვნიკის, რომან ვენევიტინის კადრებიც გაავრცელა. ვიდეოში ოფიცერი აღიარებს, რომ „ვაგნერის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა.