The Telegraph: ვაშინგტონში ვიზიტის დროს რიში სუნაკი სთხოვს ჯო ბაიდენს, ნატოს გენმდივნის თანამდებობაზე ბენ უოლესის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი

The Telegraph: ვაშინგტონში ვიზიტის დროს რიში სუნაკი სთხოვს ჯო ბაიდენს, ნატოს გენმდივნის თანამდებობაზე ბენ უოლესის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ვაშინგტონში ვიზიტის დროს სთხოვს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

აშშ-ში რიში სუნაკის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში, ხელი მოეწერება მილიარდიან შეთანხმებებს დიდ ბრიტანეთში ინვესტიციების შესახებ.

ამერიკის პოლიტიკურ წრეებში პოპულარობა ბენ უოლესს უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კოაცილიის შექმნაში შეტანილმა წვლილმა მოუტანა. გარდა ამისა, ბენ უოლესმა ბრიტანეთის თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 2,25%-მდე გაზარდა და ათწლეულის ბოლომდე ამ მაჩვენებლის 3%-მდე გაზრდა სურს.