ინდონეზია უკრაინაში გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსების ინიციატივით გამოდის

ინდონეზია უკრაინაში გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსების ინიციატივით გამოდის

ინდონეზიის თავდაცვის მინისტრი პრაბოვო სუბიანტო უკრაინაში გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან სინგაპურის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სუბიანტოს მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლის შეწყვეტას, ორივე მხარის მიერ ახლანდელი პოზიციებიდან 15 კილომეტრით უკან დახევასა და დემილიტარიზებული ზონის შექმნას, გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს მიერ რეფერენდუმების ჩატარებას.