კანადაში მოწევის საფრთხის შესახებ გაფრთხილებას არა მხოლოდ კოლოფზე, არამედ სიგარეტის თითოეულ ღერზე დაბეჭდავენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, კანადა პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ამ მეთოდს მიმართავენ.
„თითოეული სიგარეტის მარკირება პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის მწეველისთვის თავი აარიდოს გაფრთხილებას იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ის თავის ორგანიზმს უქმნის“, - აღნიშნავენ კანადის მთავრობის პრესსამსახურში.
ახალი წესი ძალაში 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან, ეტაპობრივად შევა. 2024 წლის აპრილისთვის თამბაქოს ნაწარმზე ახალი გამაფრთხილებელი წარწერები დაიბეჭდება, ივლისში გაფრთხილება დიდი ზომის ღერებზე დაიბეჭდება, 2025 წლის აპრილისთვის კი ჩვეულებრივ ღერებზე.
წარწერებს შორის იქნება ფრაზები: „თამბაქოს ბოლი ბავშვებს ვნებს“, „სიგარეტი კიბოს იწვევს“, „სიგარეტი იმპოტენციას იწვევს“ და ა.შ.