რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია 3 ივნისს გაიმართება

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია 3 ივნისს გაიმართება

თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია 3 ივნისს გაიმართება. ასევე გახდა ცნობილი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლო შედეგებიც.

როგორც თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იენერმა განაცხადა, საბოლოო შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18%-ი მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა, ექვსი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულმა კანდიდატმა, ქემალ კილიჩდაროღლუმ ხმების 47.82%-ი დააგროვა.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართა.