ერდოღანი: თურქული დემოკრატია და თურქი ერი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო გამარჯვებულია

ერდოღანი: თურქული დემოკრატია და თურქი ერი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო გამარჯვებულია

თურქული დემოკრატია და თურქი ერი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო გამარჯვებულია, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელმაც 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

„ეს იყო საბედისწერო არჩევნები. ანატოლელი ხალხის სიბრძნემ კიდევ ერთხელ სძლია პოლიტიკური ინჟინერიის ინტრიგებს. ტერორისტული ჯგუფების მეშვეობით პოლიტიკის წარმართვის მცდელობები ჩაიშალა. თურქული დემოკრატია და ერი არჩევნების საბოლოო გამარჯვებულია. ყველა მოქალაქე, ვინც ამ მიწების კუთვნილებას გრძნობდა, გამარჯვებულია. ყველა მოქალაქე, ვინც პროვოკაციების მიუხედავად უზრუნველყო კენჭისყრის კარგი ჩატარება, გამარჯვებულია“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.