ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცედურა

ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცედურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცედურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ შვედეთმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მის წევრობასთან დაკავშირებით ანკარას წინააღმდეგობების გადასაჭრელად.

ბლინკენმა ასევე უარყო ვარაუდი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თურქეთის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ანკარასთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას უკავშირებს.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ დრო დადგა და არ არსებობს მიზეზი, რომ წინ არ წავიწიოთ. თურქეთმა მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური შეშფოთება გამოთქვა. შვედეთმა და ფინეთმა მიმართეს ამ შეშფოთებას. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ პროცესის დასრულებას მომდევნო კვირებში. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ასეც უნდა იყოს და მოველით, რომ ასე იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.