ცნობილია რის გამო გამწვანდა წყალი ვენეციის დიდ არხში

ცნობილია რის გამო გამწვანდა წყალი ვენეციის დიდ არხში

ვენეციის დიდ არხში წყლის გამწვანება არატოქსიკური ნივთიერებით, ფლუორესცეინით არის გამოწვეული. ამის შესახებ The Guardian-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ნივთიერებას ჩამდინარე წყლების ტესტირებისთვის იყენებენ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვინ და რა მიზნით მოათავსა ის არხში. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ეკოაქტივისტების ან ანონიმი მხატვრის პერფორმანსი იყო.

წყალი არხში 28 მაისს შეიღება, რის შემდეგაც პოლიციამ შემოწმება დაიწყო.